"ეს ბიჭები უნდა დაბრუნდნენ!" - რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი ალექსი პეტრიაშვილი მარიუპოლის დამცველების გადარჩენის ოპერაციას ეხმაურება: "ეს არის ომის მიმდინარეობა. მათ თავისი ისტორია დაწერეს და ეს ისტორია იქნება მსოფლიოს საუკეთესო არმიების აღზრდის სახელმძღვანელოებში".
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსა და NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შორის შეხვედრა გაუქმებულია. ამის შესახებ ინფორმაცია NATO-ს ვებგვერდზე დილით გამოქვეყნდა. მოკლე პრესრელიზში ნათქვამი არ არის შეხვედრის გაუქმების მიზეზები. 17-18 მაისს ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. 17 მაისს ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ შარლ მიშელმა ტვიტერზე დაწერა, რომ "საქართველოსთვის ისე მნიშვნელოვანია რეფორმების გატარება, როგორც არასდროს." დღეს... Читать дальше...
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინაში იმყოფება ჩეჩნეთიდან გაგზავნილი რამდენიმე ათასი მებრძოლი, რომლებიც ძირითადად, კონცენტრირებულნი არიან მარიუპოლის და ლუგანსკის რაიონებში. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს, 18 მაისს გამოქვეყნებული შეფასებით, რომელიც სამხედრო დაზვერვის მონაცემებს ეფუძნება, მარიუპოლის რაიონში დიდი დანაკარგების გამო, რუსული არმია იძულებული გახდა ქალაქის შტურმში ჩაერთო დამატებითი, არარეგულარული ქვედანაყოფები, მათ შორის ჩეჩნეთიდან. ბრიტანული დაზვერვის თანახმად... Читать дальше...
თბილისის მერის, კახა კალაძის თანახმად, მერია მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაციას ივნისის პირველ ნახევარში დაიწყებს და ამ დროიდან მოძრაობის სისტემაში გარკვეული ცვლილებები შევა, რომელთა შესახებაც ინფორმაციას მომდევნო დღეებში მიაწვდიან მოქალაქეებს. „სამუშაოების წარმოების პერიოდში, აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდება, რა დროსაც ვარაზის ხევსა და კოსტავას ქუჩაზე სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ორივე მიმართულებით. სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შესახებ დეტალური... Читать дальше...
თბილისის მერია გამოდის ინიციატივით, გამკაცრდეს ჯარიმა და კონტროლი მწვანე ნარგავების დაზიანებისა და უკანონო ჭრის შემთხვევებისთვის. თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, 18 მაისს, გამართულ მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ რეგულაციების გამკაცრება უკანონო ჭრის შემთხვევების გახშირებით არის განპირობებული. გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს უკვე მომზადებული აქვს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც, მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ჯარიმა 500 ლარიდან 5 000 ლარამდე გაიზრდება, ხოლო განმეორების... Читать дальше...
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თიბისი კაპიტალი, ფინანსური ბაზრის მონაწილეებს შორის, 2021 წელს საუკეთესო მაკროეკონომიკური პროგნოზის მომწოდებელ ორგანიზაციად დაასახელა. საქართველოს ეროვნული ბანკი, ყოველკვარტალურად, ფინანსურ ბაზარზე არსებული მოლოდინების შესაფასებლად მაკროეკონომიკური პროგნოზების კვლევას ატარებს და ფინანსური ბაზრის წარმომადგენლების მიერ მოწოდებული პროგნოზების აგრეგირებულ შედეგებს მონეტარული პოლიტიკის ანგარიშებში აქვეყნებს. ამავდროულად, ყოველი წლის მეორე კვარტალში, მას შემდგომ, რაც წინა წლის... Читать дальше...
დღეს, 18 მაისს, ფინეთმა და შვედეთმა ნატოში ერთად შეიტანეს ამ ორგანიზაციაში გაწევრების ოფიციალური განაცხადები. გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს დოკუმენტები ნატოს შტაბ-ბინაში გადასცეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ფინეთის ელჩმა კლაუს კორჰონენმა და შვედეთის ელჩმა აქსელ ვერნჰოფმა. განაცხადების ოფიციალურად მიღების შემდეგ, ნატოს გენერალურმა მდივანმა ფინეთის და შვედეთის გადაწყვეტილებას ისტორიული ნაბიჯი უწოდა. "ეს კარგი დღეა ჩვენი უსაფრთხოებისთვის კრიტიკულ დროს", - დაწერა ტვიტერზე იენს სტოლტენბერგმა. Читать дальше...
აშშ განაგრძობს დამოუკიდებელი მედიის მტკიცე მხარდაჭერას, იქნება ეს საქართველოში, თუ სადმე სხვაგან, მსოფლიოში. ამის შესახებ ვაშინგტონში, 17 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა. მას „მთავარი არხის“ კორესპონდენტმა ჰკითხა, როგორ შეაფასებს ამ ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებას აშშ-ისთვის მედიის თავისუფლების მნიშვნელობის გათვალისწინებით. პრაისის თქმით, აშშ მკაფიო და გულწრფელია ქართველ პარტნიორებთან, როცა... Читать дальше...
უკრაინის ქალაქ მარიუპოლის მეტალურგიული ქარხნის, „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან რუსი სამხედროების მიერ შვიდი ავტობუსით გაყვანილი უკრაინელი მებრძოლები რუსეთის მიერ კონტროლირებულ სოფელ ოლენივკაში, ხელახლა გახსნილ საპატიმროში მიიყვანეს. ამის შესახებ თვითმხილველმა აცნობა სააგენტო Reuters-ს. 17 მაისს, საღამოს, პირველმა Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული ჯავშანტექნიკის თანხლებით, „აზოვსტალის“ ტერიტორია დატოვა შვიდმა ავტობუსმა, რომელშიც უკრაინელი მეომრები იმყოფებოდნენ. მათი რიცხვი ჯერჯერობით უცნობია. Читать дальше...
უკრაინის ქალაქ მარიუპოლის წყლით მომარაგების და საკანალიზაციო სისტემების დაზიანების გამო შესაძლებელია ინფექციური დაავადებების, მათ შორის, ქოლერის გავრცელება. ამის შესახებ, როგორც რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური წერს, 17 მაისს, კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალურმა დირექტორმა საგანგებო სიტუაციების საკითხებში, დორიტ ნიცანმა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მიიღო ინფორმაცია, რომ მარიუპოლის ქუჩები დაჭაობებულია... Читать дальше...
დღეს, როდესაც ნორვეგიულ-ქართული პოლიფონიით შესრულებული საქართველოსა და ნორვეგიის სახელმწიფო ჰიმნები მოვისმინეთ, დავინახეთ, რამდენად ევროპულია საქართველო და რამდენად ქართულია ევროპა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნორვეგიის სამეფოს კონსტიტუციის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. შალვა პაპუაშვილმა ნორვეგიის მოქალაქეებს კონსტიტუციის მიღების დღე მიულოცა და განაცხადა, რომ 1814 წელს მიღებულმა კონსტიტუციამ ნორვეგიის ახალი სახელმწიფო შექმნა, რომლისგანაც მაგალითს... Читать дальше...
დღეს, როდესაც ნორვეგიულ-ქართული პოლიფონიით შესრულებული საქართველოსა და ნორვეგიის სახელმწიფო ჰიმნები მოვისმინეთ, დავინახეთ, რამდენად ევროპულია საქართველო და რამდენად ქართულია ევროპა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნორვეგიის სამეფოს კონსტიტუციის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. შალვა პაპუაშვილმა ნორვეგიის მოქალაქეებს კონსტიტუციის მიღების დღე მიულოცა და განაცხადა, რომ 1814 წელს მიღებულმა კონსტიტუციამ ნორვეგიის ახალი სახელმწიფო შექმნა, რომლისგანაც მაგალითს... Читать дальше...
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ უკრაინაში ომი ერთგვარი გამომაფხიზლებელი სიგნალი იყო, რომელმაც ევროკავშირს არსებულ ხარვეზებზე მიანიშნა. მისი თქმით, ევროპულ ქვეყნებში არსებობს მზადყოფნა თავდაცვის მიმართულებით მეტი ხარჯის გაწევისთვის. “დღეს ევროპის თავდაცვის სააგენტოს მმართველ საბჭოსთან ერთად, სტრატეგიული კომპასის მოთხოვნებთან შესაბამისობაში, დავაარსეთ ევროპული თავდაცვის ინოვაციების ჰაბი, რომლის მიზანია, წევრ სახელმწიფოებს... Читать дальше...
ვხედავ, რომ ჩემი შვილი უარესადაა, ვიდრე ადრე იყო – ექიმები თითქოს ყველაფერს უკეთებენ, ძალიან ცდილობენ, მაგრამ ვცადოთ და წავიყვანოთ , – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ „ვივამედში“ შვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ალასანია ამბობს, სააკაშვილს კლინიკაში ყველაფერს უკეთებენ, რაც შესაძლებელია და თავად პაციენტიც კმაყოფილია, თუმცა ვერ ჭამს და მდგომარეობა მძიმეა. ალასანიას თქმით, ...
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეფორმები დემოკრატიზაციის პროცესში და კანონის უზენაესობა საჭიროა ისე, როგორც არასდროს. ბრიუსელში შეხვედრის თაობაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი “ტვიტერზე” წერს. “ირაკლი ღარიბაშვილთან განვიხილე ევროკავშირის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ევროკავშირი მზად არის კიდევ უფრო გააძლიეროს ჩვენი პარტნიორობა საქართველოსთან. ხაზგასმით აღვნიშნე... Читать дальше...