უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის მოქალაქეებს მიულოცა 9 მაისი - ნაციზმზე გამარჯვების დღე და განაცხადა, რომ ამ გამარჯვების ანექსირების და მითვისების უფლებას არავის მისცემენ. უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ვოლოდიმირ ზელენსკი გადაღებულია კიევის დაცარიელებულ მთავარ ქუჩაზე, ხრეშჩატიკზე. „ჩვენ ვიბრძვით ჩვენი შვილების თავისუფლებისთვის, ესე იგი, გავიმარჯვებთ. არასდროს დავივიწყებთ, რა გააკეთეს ჩვენმა წინაპრებმა მეორე მსოფლიო ომში, რომელშიც 8 მილიონზე მეტი უკრაინელი დაიღუპა. Читать дальше...
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელი მომხრეა, რომ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების შედეგად გაყინული სავალუტო რეზერვები უკრაინის აღდგენას მოხმარდეს. ამის შესახებ მან გამოცემა Financial Times-ს განუცხადა. ბორელმა მაგალითად მოიყვანა აშშ-ის მიერ ავღანეთის ცენტრალური ბანკის მილიარდობით დოლარის გაყინვა და ამ თანხის გამოყენება, მათ შორის, ავღანეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის შეფასებით, ლოგიკური... Читать дальше...
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს, 9 მაისს, დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალების ყველაზე დიდი აქტივობა შეინიშნება სლობოჟანსკის და დონეცკის მიმართულებებით და ამასთან, შენარჩუნებულია უკრაინის მთელ ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების მაღალი ალბათობა. უკრაინის გენერალური შტაბის ცნობითვე, ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმის მიმართულებით თავმოყრილია რუსეთის პირველი სატანკო არმიის, დასავლეთის და აღმოსავლეთის სამხედრო ოლქების და საჰაერო-სადესანტო ძალების ქვედანაყოფები. Читать дальше...
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მიცემული ხმების 85%-ის შეჯამების შედეგად, პარტია „ნიხასის“ თავმჯდომარეს, ალან გაგლოევს 53.67% აქვს, ხოლო მოქმედ, ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს - 41.3%. დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობითვე, 8 მაისს ჩატარებულ „მეორე ტურში“ ამომრჩეველთა აქტივობა 68.2% იყო. ბიბილოვმა დამარცხება გასულ ღამითვე აღიარა, გაგლოევმა კი ხალხს „მხარდაჭერისა და ნდობისთვის“ მადლობა გადაუხადა. Читать дальше...
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო, რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. გაერთიანებული სამეფოს საგარეო ვაჭრობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები შეეხო პროდუქციას, რომლის სავაჭრო მოცულობა წელიწადში 1.7 მილიარდ გირვანქა სტერლინგი იყო. ლონდონში აცხადებენ, რომ ახალი სანქციების მიზანია პუტინის სამხედრო მანქანის დასუსტება. დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილები, იმპორტის დამატებით 35%-იანი გადასახადი დაუწესდა სხვადასხვა პროდუქციას, მათ შორის პლატინას და პალადიუმს. საგარეო ვაჭრობის დეპარტამენტის განცხადებით... Читать дальше...