Reuters-ის სააგენტო ავრცელებს ცნობას 1 მაისს, რომ რუსეთის ბუნებრივი აირის მწარმოებელი სახელმწიფო კომპანია, გაზპრომი უკრაინის გავლით აგრძელებს გაზის მიწოდებას ევროპაში ევროპელი მომხმარებლების მოთხოვნის შესაბამისად. სააგენტოს თანახმად, გაზპრომმა ამის თაობაზე თვითონ განაცხადა და დააზუსტა, რომ მოთხოვნის მოცულობა 1 მაისს უდრიდა 97,2 მილიონ კუბურ მეტრს, რაც წინა დღესთან შედარებით 25,5 მილიონი კუბური მეტრით მეტია. Reuters-ის ცნობაში არ არის ნათქვამი, რომელ ევროპულ ქვეყნებს მიეწოდება გაზი უკრაინის გავლით. Читать дальше...
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ავრცელებს ინფორმაციას რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლის მცდელობებსა და გზების ძიებაზე. უწყების ცნობით, მოსკოვი ცდილობს სხვა ქვეყნების საშუალებით შეამციროს სანქციების გავლენა და მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე რეექსპორტის შესახებ. უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუსეთი გეგმავს პროდუქციის წარმოებას ქართული, სომხური და აზერბაიჯანული პროდუქციის საფარქვეშ და შემდეგ მათ ექსპორტს მესამე ქვეყნებში. Читать дальше...
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე, ნენსი პელოსი მოულოდნელ ვიზიტად ჩავიდა კიევში, სადაც შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და სხვა ოფიციალურ პირებს. „ჩვენ ჩამოვედით თქვენთან, რათა მადლობა გითხრათ თავისუფლებისთვის თქვენი ბრძოლისთვის“ - განუცხადა პელოსიმ ზელენსკის. „...თქვენი ბრძოლა - ყველასათვისაა. ჩვენი ვალია, თქვენს გვერდით ვიყოთ, სანამ ბრძოლა არ დასრულდება,“ თქვა კიევში პელოსიმ. პელოსის თქმით, აშშ-ის დელეგაციამ უკრაინელებს აცნობა, რომ "დამატებითი დახმარება აშშ-ის მხრიდან გზაშია". Читать дальше...
უკრაინის არმიის სამხრეთის სარდლობა აცხადებს, რომ შავ ზღვაში მდებარე კუნძულ ზმეინიზე იერიში მიიტანეს რუსეთის სამხედრო ძალების პოზიციებზე. უკრაინული მხარის მტკიცებით, კუნძულზე ბოლო დღეების განმავლობაში განადგურებულია 40 რუსი სამხედრო და მტრის 4 საზენიტო დანადგარი. ინფორმაცია ამის შესახებ სამხრეთის სარდლობამ ფეისბუქის ოფიციალური გვერდის საშუალებით 1 მაისს გაავრცელა. კუნძულ ზმეინიზე უკრაინელების მიერ განხორციელებული თავდასხმის შესახებ ცნობები 27 აპრილსაც გავრცელდა - მაშინ უკრაინის სამხრეთის სარდლობა ამბობდა... Читать дальше...
საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ით 3 ადამიანი გარდაცვლილა. სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 7 287 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 72 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 161 ადამიანი. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 136 საიდანაც, 287 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში ამჟამად ქვეყანაში ძირითადად ცირკულირებს კორონავირუსის "ომიკრონ" ვარიანტი. 1 მაისის დილის მონაცემებით, ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია... Читать дальше...
მარიუპოლში რუსული ჯარების მიერ ალყაშემორტყმული მეტალურგიული ქარხნის, "აზოვსტალის" ტერიტორიიდან შაბათს საღამოს, 30 აპრილს, 20 ქალისა და ბავშვის ევაკუაცია მოახდინეს. ამის შესახებ ვიდეომიმართვით იტყობინება "აზოვის" პოლკის მეთაურის მოადგილე, სვიატოსლავ პალამარი. მისი სიტყვებით, 11 საათიდან "აზოვსტალის" რაიონში "სიჩუმის რეჟიმი" მოქმედებს. ამან შესაძლებელი გახადა ხალხის ნაწილის გაყვანა კომბინატის ტერიტორიიდან. პალამარმა იმედი გამოთქვა, რომ ევაკუირებულები შეთანხმებული მიმართულებით წავიდნენ - უკრაინის მიერ კონტროლირებად ზაპოროჟიეში. Читать дальше...