Мы в Telegram
Добавить новость

В МОНИКИ прошла международная конференция молодых ученых стоматологов

Учащиеся Подмосковья могут бесплатно пройти курсы по ИИ и лингвистике

Юрист Палюлин: владельцы недвижимости не обязаны проводить переоценку регулярно

В Подмосковье дали старт мотосезону 2024 года



World News in Georgian
Ria.city


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Октябрь
2021

Новости за 02.10.2021

Radiotavisupleba.ge 

ცესკო: ამომრჩეველთა აქტივობა 17 საათისთვის 41,35%-ია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 17 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა 41,35%-ს შეადგენს. ანუ ამ დროისათვის თავისი არჩევანი ქვეყნის მასშტაბით 1 446 218-მა ამომრჩეველმა გააკეთა. შედარებისთვის, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე 17 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 36,71% იყო, ხოლო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე - 45,77%. ამომრჩეველთა აქტივობის მიხედვით, 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე 17 საათისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა. აქტივობამ აქ 17 საათისთვის 55,3% შეადგინა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მარნეულის მუნიციპალიტეტში, საარჩევნო უბანთან დაჭრეს „ლეიბორისტული პარტიის“ აქტივისტი

„ლეიბორისტული პარტიის“ პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშთაფაში, #52 საარჩევნო უბანთან დაჭრეს პარტიის აქტივისტი ეივაზ მამედოვი. „ლეიბორისტები" დაჭრაში „ქართული ოცნების“ აქტივისტს ადანაშაულებენ. როგორც პარტიაში აცხადებენ, ახლობლების ინფორმაციით, ეივაზ მამედოვი საკმაოდ მძიმედ არის დაჭრილი. ის ამჟამად კლინიკაშია გადაყვანილი. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. შინააგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ჯერჯერობით ფაქტის შესახებ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ფლობენ.

Radiotavisupleba.ge 

ნიკა მელია: თბილისი "ქართულმა ოცნებამ" წააგო

თბილისის მერობის კანდიდატი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია ფეისბუკის პირად გვერდზე მიმართვას ავრცელებს, სადაც ამომრჩევლებს არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდებს და ირწმუნება, რომ მმართველმა პარტიამ თბილისში არჩევნები წააგო. "დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ თბილისი ქართულმა ოცნებამ წააგო, წააგო დიდი სხვაობით. აგებს ბატონი კალაძეც. თბილისის მერობის ნაწილშიც და პარტიულ ნაწილშიც ჯამურად მნიშვნელოვნად იგებს ოპოზიცია. საკრებულოში დიდი უმრავლესობით მოდის ოპოზიცია თბილისში და თბილისის მერობის ნაწილშიც ვიმარჯვებთ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შარიათის რომელ ვერსიას მისდევს თალიბანი?

როცა თალიბანის ხელმძღვანელობით მოქმედი მთავრობა აცხადებს, რომ ავღანეთში ისლამის კანონს ამკვიდრებს, ის შარიათის სუნიტური ვერსიის საკუთარ ვარიანტს გულისხმობს. უნივერსალური ისლამური სამართალი არ არსებობს, ვინაიდან შარიათი გახსნილია ინტერპრეტაციებისთვის. არსებობს ისლამური იურისპრუდენციის ხუთი სკოლა - ოთხი სუნიტური და ერთი შიიტური. ამის გამოა, რომ თალიბანის სამართლებრივი სისტემა განსხვავდება სხვა მუსლიმური სახელმწიფოებისგან, მათ შორის იმათგან, სადაც, თალიბანის მსგავსად, სუნიტური ისლამია გავრცელებული. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ამომრჩეველზე ზეგავლენა და არაუფლებამოსილი პირი უბანზე - სოფელ ჩანთლისყურის მე-15 უბანზე 5 საჩივარი დაიწერა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანთლისყურის მე-15 საარჩევნო უბანზე 5 საჩივარი დაიწერა. 3 საჩივარი უშუალოდ უბანზე დაიწერა, 2 კი საოლქო კომისიაში. ერთ-ერთი საჩივრის ავტორი არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრია". ცენტრის წარმომადგენელი ლია ხუროშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მისი საჩივარი ამომრჩეველზე სავარაუდო ზეგავლენას ეხება. "ერთ-ერთი ქალბატონი ამომრჩეველს გარედან შემოჰყვა, კაბინაშიც შეჰყვა და ბიულეტენი თავადვე შემოხაზა. იგივე განმეორდა ორჯერ და ამის შემდეგ დავწერე საჩივარი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლუკაშენკამ სიენენთან ინტერვიუში არ გამორიცხა, რომ მარადიულად დარჩეს პრეზიდენტის პოსტზე

ბელარუსის ავტოკრატი ლიდერი, ალიაქსანდრ ლუკაშენკა აცხადებს, რომ თუ ქვეყანაში არ დაისადგურებს მშვიდობა და კვლავ გაგრძელდება გარედან თავდასხმა ბელარუსის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, მაშინ ის შეიძლება მარადიულად დარჩეს პრეზიდენტის პოსტზე. „ადამიანი იმდენი ხანი შეიძლება იყო პრეზიდენტად, რამდენჯერაც მას ხალხი აირჩევს. ამას მე არ ვაპირებ, მაგრამ, როგორც ერთხელ ვთქვი: უნდა იყოს მშვიდობა და სიწყნარე, რომ არ დაინგრეს ის, რაც მე შევქმენი როგორც პირველმა პრეზიდენტმა. მაგრამ როდესაც თქვენ თავს გვესხმით, მუდმივად გვართმევთ სიტყვას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"კარუსელი", ფულით მოსყიდვა, ზეწოლა - ISFED, TI, GYLA სავარაუდო დარღვევების შესახებ

საარჩევნო „კარუსელი“, „ძველი ბიჭების“ მობილიზება, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვა ფულის გადაცემის გზით, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, სპეციალურ სიებში ამომრჩევლების უსაფუძვლოდ დაფიქსირება, მარკირების წესის დარღვევა  - ეს და სხვა სავარაუდო დარღვევები აღრიცხეს  წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლებმა 15:00 საათისთვის. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) ISFED-ის მორიგ ანგარიშში 50-მდე სავარაუდო დარღვევაა აღრიცხული. დასკვნების თანახმად, აღინიშნებოდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბოკუჩავა: მე დავინახე მიშა, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა ქართველ ხალხს

საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც სასჯელს იხდის რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში, შეხვდა თინა ბოკუჩავა, პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. „მე დავინახე მიშა, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა ქართველ ხალხს. მიშა, რომელიც უზომოდ არის შეყვარებული საკუთარ ქვეყანაზე და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე ზრუნავს. არა საკუთარ თავზე, არა კომფორტზე, პრივილეგიასა და თანამდებობაზე“, - თქვა ბოკუჩავამ. დეპუტატს სააკაშვილის მიერ გამოცხადებული შიმშილობის შესახებაც ჰკითხეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ქუთაისში ხმის მეორედ მიცემის მცდელობა დაფიქსირდა

ქუთაისში, 48-ე უბანზე იმაზე მეტი ბიულეტენია გაცემული, ვიდრე ამომრჩევლის ხელმოწერაა. ამ უბანზე ერთ-ერთ რეგისტრატორს ძირითად სიაში 70 გაცემული ბიულეტენი ჰქონდა მაშინ, როცა ძირითად სიაში ხელმოწერების რაოდენობა 68-ს შეადგენდა. ერთიან ნაციონალურ მოძრაობას აქვს ვარაუდი, რომ ერთმა ამომრჩეველმა ხმა ორჯერ კომისიის წევრების წინააღმდეგობის მიუხედავად მისცა საოლქო კომისიის წევრის დახმარებით, რომელიც მმართველი პარტიის მხარდამჭერი და ყოფილი საჯარო მოხელეა.

Radiotavisupleba.ge 

გიორგი გახარია: „დავამტკიცოთ, რომ გვაქვს სახელმწიფო“

პარტიის „საქართველოსათვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ მოუწოდა ამომრჩევლებსა და საარჩევნო კომისიებში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს, კეთილისინდისიერად შეასრულონ თავიანთი უფლება-მოვალეობები. „მინადა მოვუწოდო ყველას, მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა, იმ არჩევნებში, რომელმაც უნდა განსაზღვროს ჩვენი მომავალი, ჩვენი ქვეყნის განახლება, განვითარება და ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბება. დღეს არ არის ჩვეულებრივი მუნიციპალური არჩევნები, დღეს განახლების არჩევნებია. დღეს არის არჩევნები, როცა ორი პოლიტიკური ძალის მიერ შექმნილი წრე უნდა გავარღვიოთ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუმინეთში 7 ადამიანი დაიღუპა კორონავირუსით დაავადებულთა საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შემდეგ

რუმინეთის ხელისუფლების ცნობით, 7 ადამიანი დაიღუპა COVID-19-ით დაავადებული პაციენტების საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად. თუმცა ქალაქ კონსტანცის ადგილობრივმა ხელისუფლებამ თავდაპირველად გაავრცელა ცნობა 9 პაციენტის დაღუპვის შესახებ. ხანძარი 1 ოქტომბრის დილით გაჩნდა რუმინეთის საპორტო ქალაქ კონსტანცაში მდებარე ინფექციური დაავადებათა ცენტრალურ საავადმყოფოში, სადაც ინციდენტის დროს კორონავირუსით მძიმედ დაავადებული 125 პაციენტი იმყოფებოდა. სახანძრო რაზმმა ცეცხლი ერთ საათში ჩააქრო, გადარჩენილი პაციენტები... Читать дальше...




Radiotavisupleba.ge 

ზუგდიდში საარჩევნო უბნიდან პოლიციის დახმარებით გააძევეს დამკვირვებელი, რომელიც "კარუსელის" არსებობაზე საუბრობდა

ზუგდიდის მეოთხე საარჩევნო უბნიდან პოლიციის დახმარებით გააძევეს არასამთავრობო ორგანიზაცია “ეი პი ემ ჯორჯიას” დამკვირვებელი ირაკლი ყუფუნია. დაპირისპირება მასსა და უბნის თავმჯდომარე რუსუდან ბასილაიას შორის გამოიწვია დამკვირვებლის მხრიდან ბრალდებამ, რომ უბანზე “კარუსელის” მცდელობა იყო. სიტყვიერი დაპირისპირებისას უბნის მდივანი ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარება დასჭირდა. საბოლოოდ ვითარება პოლიციის დახმარებით განიმუხტა. ირაკლი ყუფუნიას თქმით, მან დაინახა, ერთი ამომრჩეველი როგორ შევიდა უბანზე ორჯერ, რაც ხმამაღლა დააფიქსირა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ღარიბაშვილი ხალხს სიძულვილისა და სიცრუის დასამარცხებლად არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტიის ლიდერი ირაკლი ღარიბაშვილი მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს. "ეს არჩევნები არის მნიშვნელოვანი წყალგამყოფი ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს გვაქვს შესაძლებლობა, საბოლოოდ დავამარცხოთ პოლარიზაცია, დესტრუქცია, სიძულვილი და სიცრუე ქართულ პოლიტიკაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებს. დღეს ნაციონალური მოძრაობა, მთავარი დესტრუქციული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ცესკო ბიულეტენისთვის ფოტოს გადაღებას ამომრჩევლის მხრიდან არაკეთილსინდისიერ ქმედებად აფასებს

პარლამენტის წევრი „გირჩიდან“ ვახტანგ მეგრელიშვილი „ფეისბუკის“ პირად გვერდზე აქვეყნებს შემოხაზული ბიულეტენების ფოტოებს, რაც წარმოადგენს საარჩევნო კოდექსის დარღვევას. რადიო თავისუფლება ელაპარაკა ვახტანგ მეგრელიშვილს, რომელიც ამბობს, რომ კომენტარში დაწერეს და ამ გზით შეიტყო ფოტოს გადაღების აკრძალვის შესახებ. მეგრელიშვილი ამბობს, რომ არ ახსოვდა საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების პაკეტში ასახული ეს კონკრეტული ნორმა, თუმცა აღნიშნავს, რომ სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხების გამო, მას მხარი დაუჭირა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ალიევი და ფაშინიანი უახლოეს პერიოდში კვლავ შეიძლება შეხვდნენ ერთმანეთს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი, უახლოეს ხანში შესაძლოა კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში. ამის შესახებ რადიო თავისუფლების სომხური სამსახური იუწყება სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივან არმენ გრიგორიანზე დაყრდნობით. „ჩვენ უკვე ვთქვით, რომ მზად ვართ შევხვდეთ და განვიხილოთ პრობლემები ყველაზე მაღალ დონეზე. თუ მეორე მხარე, აზერბაიჯანი, მზადყოფნას გამოთქვამს, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შეხვედრა უახლოეს ხანში გაიმართება ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის თავმჯდომარე აღიარებს, რომ საარჩევნო უბანზე აგიტაციის წესი დაარღვია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ადასტურებს, რომ საარჩევნო უბანზე პარტიული სიმბოლიკის ამსახველი პირბადით მისვლით კანონი დაარღვია და, სავარაუდოდ, ჯარიმის გადახდაც მოუწევს. კახა კუჭავამ მომხდარის გამო წუხილი გამოხატა და თავისი ქმედება მექანიკური შეცდომით ახსნა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ დილის 8 საათზე ტრადიციულად სურდა პირველი მისულიყო საარჩევნო უბანზე და მანქანიდან გადმოსვლისას არ მიაქცია ყურადღება, რომელი პირბადე გაიკეთა. კახა კუჭავა დარღვევაზე შესაბამისი რეაგირების მოლოდინშია: „ეს ფაქტი არის. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ცესკო: "განადგურდა წინასწარ ნაწილობრივ შევსებული შემაჯამებელი ოქმი"

"ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის 124-ე საარჩევნო უბანზე წინასწარ ნაწილობრივ შევსებული შემაჯამებელი ოქმი განადგურდა", აღნიშნულის შესახებ განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა. შემაჯამებელ ოქმს წინასწარ უბნის 14-მა წევრმა მოაწერა ხელი, მათ შორის, პარტიების მიერ დანიშნულმა წარმომადგენლებმაც. როგორც ნათია იოსელიანმა აღნიშნა, ოქმი განადგურდება და საუბნო საარჩევნო კომისიას გადაეცემა ახალი შემაჯამებელი ოქმი. „ოქმის ფოტო გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა მედიასაშუალებაში. გვინდა განვაცხადოთ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მელიას თქმით, ოპოზიცია დამაჯერებლად იმარჯვებს დიდ ქალაქებში

რამდენიმე ოპოზიციური პარტიის თბილისის მერობის კანდიდატის, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიცია დამაჯერებლად იმარჯვებს როგორც თბილისის მერის არჩევნებში, ისე „რეფერენდუმში“. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ, ბრიფინგზე განაცხადა. ის მოუწოდებს ამომრჩეველს, რომ გააქტიურდნენ და კიდევ უფრო „გაზარდონ სხვაობა ქართველ ხალხსა და „ქართულ ოცნებას“ შორის: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ქართულ ოცნებას“ არ მიეცეს საშუალება, მანიპულაციების შედეგად რაიმე სახის გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შსს-მ არჩევნებზე სავარაუდო სამართალდარღვევების გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 2 ოქტომბრის არჩევნების დღეს სავარაუდო სამართალდარღვევებზე გამოძიება დაიწყო. სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა კონკრეტული შემთხვევები დაასახელა. ქალაქ ზუგდიდში, 84-ე საარჩევნო უბანზე მედიის წარმომადგენლების მიმართ პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ზუგდიდის პოლიციამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის I ნაწილით დაიწყო; მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში #48-ე საარჩევნო უბანთან მომხდარ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კორძაიას ინფორმაციით, მარნეულში, საპირფარეშოში აღმოაჩინეს ბიულეტენები

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე დეპუტატმა თამარ კორძაიამ არჩევნების დღეს აღმოჩენილი დარღვევების შესახებ ილაპარაკა. კორძაიამ დაასახელა შემთხვევა, როდესაც მარნეულის #56 საარჩევნო უბანზე საპირფარეშოში აღმოაჩინეს უბნიდან გატანილი დახეული ბიულეტენები. დეპუტატის განცხადებით, ამ ბიულეტენებზე შემოხაზულია #5, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. თამარ კორძაიას შეფასებით, ბიულეტენების გატანა წარმოადგენს დანაშაულს და ამიტომ ის მოითხოვს დაუყოვნებლივ რეაგირებას. 2021 წლის თვითმმართველობის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ცესკო აცხადებს, რომ ამომრჩეველს დაზიანებული ბიულეტენების შეცვლა შეუძლია

ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ ამომრჩეველს, რომელსაც საარჩევნო უბანზე დაზიანებულ ბიულეტენს მისცემენ, მისი შეცვლის უფლება აქვს. ბიულეტენი, რომელზეც არ ჩანს რეკვიზიტები (ოლქის ნომერი; ან მოხეულია საარჩევნო სიაში მყოფი კანდიდატების მონაცემები), ბათილდება. "ამომრჩევლებს შევახსენებთ, იმ შემთხვევაში, თუ მათი ბიულეტენი დაზიანებულია, არ ჩანს შესაბამისი რეკვიზიტები, რომელიც მასზეა დატანილი, მიმართონ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და მოითხოვონ ახალი ბიულეტენი", - განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა. Читать дальше...

News.ge 

ცესკოს განცხადება ნაწილობრივ შედგენილ შემაჯამებელ ოქმთან დაკავშირებით

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის 124-ე საარჩევნო უბანზე ნაწილობრივ იქნა შევსებული საუბნო შემაჯამებელი ოქმი, რომელსაც უბნის 14 წევრი, მათ შორის სხვადასხვა პარტიების მიერ დანიშნული წევრები აწერენ ხელს. ოქმის ფოტო გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა მედიასაშუალებებშიც. გვინდა ცალსახად განვაცხადოთ, რომ აღნიშნული წარმოადგენს გადაცდომას და ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას ექნება შესაბამისი რეაგირება. ოქმი განადგურდება და საუბნო საარჩევნო კომისიას ...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში დაკავებულმა უზბეკმა უფლებადამცველმა, ვალენტინა ჩუპიკმა, ერევანში წასვლის უფლება მიიღო

უფლებადამცველმა ვალენტინა ჩუპიკმა, რომელსაც რუსეთმა დევნილის სტატუსი ჩამოართვა, შერემეტევოს სპეციალური გამანაწილებელი დატოვა და სომხეთში გაემგზავრა. ეს შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც ჩუპიკმა უზბეკეთის ხელისუფლებისგან ახალი პასპორტი მიიღო. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო თავისუფლებას მისმა თანაშემწემ, ალექსანდრ კიმმა დაუდასტურა. უშიშროების სამსახურის მხრიდან დევნის შიშით ჩუპიკმა უზბეკეთი 2006 წელს დატოვა. 2009 წელს მან რუსეთში მიიღო დევნილის სტატუსი და დაკავებული იყო მიგრანტთა უფლებების დაცვით. Читать дальше...

News.ge 

რაც არ უნდა ცუდი და ბინძური წარსული ჰქონდეს სააკაშვილს, ის უნდა გასამართლდეს სამართლიანად და თავისუფალი სასამართლოს პირობებში

სააკაშვილი უნდა გასამართლდეს სამართლიანად და თავისუფალი სასამართლოს პირობებში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც შეაფასა საქართველოში ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადება, რომლის მიხედვითაც, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმე საქართველოს სასამართლოს და მართლმსაჯულების სისტემის ტესტი იქნება. მამუკა მდინარაძე განმარტავს, რომ კელი დეგნანის განცხადება არ მოუსმენია. „არ მომისმენია, მაგრამ სავარაუდოდ, მიმდინარე საქმეებზე საუბრობს ალბათ, საზღვრის კვეთაზე... Читать дальше...

News.ge 

ჩვენი ურთიერთობები უკრაინასთან ისევე განვითარდება, როგორც აქამდე – დაუშვებელია, ერთმა ადამიანმა მძევლად აიყვანოს საქართველო-უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობა

ჩვენი ურთიერთობები უკრაინასთან ისევე განვითარდება, როგორც აქამდე ვითარდებოდა და დაუშვებელია, ერთმა ადამიანმა მძევლად აიყვანოს საქართველო-უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობა, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, მიხეილ სააკაშვილის დაკავების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს უკრაინასთან ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია აქვს. „ბოლო პერიოდში ეს განსაკუთრებით შესამჩნევია და თანამშრომლობა ყველა მიმართულებით ვითარდება. გასაგებია მათი პოზიცია, რადგან სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა.


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Москва повторно выиграла гран-при национальной премии "Умный город"

Проекты из Ленинградской области победили в Международном профессиональном конкурсе НОПРИЗ на лучший проект – 2023

Проекты из Хабаровского края победили в Международном профессиональном конкурсе НОПРИЗ на лучший проект – 2023

Депутат Мособлдумы Черемисов поучаствовал в награждении студентов Подмосковья

Музыкальные новости

Шойгу заявил, что у России нет никаких интересов нападать на страны НАТО

Шойгу отстранил Тимура Иванова от должности замглавы Минобороны

Путешествовать по России в майские праздники будут 2,8 миллиона туристов

Шапки женские на Wildberries — скидки от 398 руб. (на новые оттенки)

Новости России

«Министерство хороших матерей» и «Холопы»: что смотреть в театре в мае

Московский завод запустил производство плетёнки для защиты электрических кабелей

Аттестующие иностранцев вузы РФ расторгли договоры с частными организациями

Начальника отдела ракетно-космической корпорации России нашли мёртвым под окнами дома

Экология в России и мире

Токсиколог Кутушов рассказал почему возникает похмелье

Шапки женские на Wildberries — скидки от 398 руб. (на новые оттенки)

Отдых во имя открытий

Авиабилеты со скидкой 50%: до окончания распродажи крупнейшей частной авиакомпании России осталось несколько часов. А вы успели?

Спорт в России и мире

Арина Соболенко призналась в том, что не любит женский теннис

Елена Рыбакина рассказала о проблемах на турнире в Мадриде

Камбэком обернулся матч вундеркинда из России перед стартом Еленой Рыбакиной в Мадриде

«Был риск завершить борьбу еще в первом матче». В России оценили победу Рыбакиной в Штутгарте

Moscow.media

Несколько дорог подтоплено в Абатском районе Тюменской области

ИТ Альянс объявляет о графике работы в майские праздники

Российские технологии защиты автомобилей от угона представили на выставке в Италии

ТСД промышленного класса Saotron RT-Т510











Топ новостей на этот час

Rss.plus






На банковской конференции АБР обсудят финансирование структурной трансформации экономики и отраслевые драйверы роста

Дебошир экстренно севшего самолета Сургут-Москва заплатит 600 тыс. рублей штрафа

Петербургские проекты победили в Международном профессиональном конкурсе НОПРИЗ на лучший проект – 2023

В инфекционную больницу из Озинок привезли ребенка в тяжелом состоянии