საქართველოს დედაქალაქი ერთ-ერთ რაიონში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის საშიშროების გამო ევაკუირებულია დაახლოებით 45 ადამიანი სასტუმროებში გადაანაწილეს. როგორც „ინტერპრესნიუსი” იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით, 112-ში შეტყობინების შესვლის შემდეგ ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო დანაყოფი გამოცხადდა, რომლებმაც დროულად შეაფასეს სიტუაცია და 18 ოჯახის ევაკუაცია მოახდინეს, მათ შორის ორი პირის, რომელსაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. Читать дальше...
ხომალდი Bourbon Rhode, რომელიც შტურმის დროს 26 სექტემბერს დაიკარგა ატლანტიკის ოკეანეში, ჩაიძირა. ამის შესახებ ცნობა გაავრცელა გემის მფლობელმა, რომლის თანახმად, შესაძლებელი გახდა ეკიპაჟის სამი წევრის გადარჩენა, მათ შორის ორი უკრაინელი მოქალაქისა. გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, გემზე იმყოფებოდა დაახლოებით 10 უკრაინელი. საფრანგეთის საგანგებო სამსახურები ახორციელებენ სამძებრო-სამაშველო ოპერაციას.
კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებისა და საბიუჯეტო კომიტეტების დემოკრატმა თავმჯდომარეებმა, ნიტა ლოულიმ და ჯონ იარმუტმა წერილით მიმართეს თეთრ სახლს, რათა დეტალური ინფორმაცია მიიღონ დონალდ ტრამპის მიერ უკრიანისათვის ფინანსური დახმარების გადავადების მიზეზების შესახებ. თეთრი სახლის ბიუჯეტის მართვის დეპარტამენტის (OMB) სახელზე 27 სექტემბერს გაგზავნილ წერილში, ავტორები ადრესატები აღნიშნავენ, რომ ისინი შეშფოთებული არიან პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დაებლოკა უკრაინის დასაცავად კონგრესის მიერ... Читать дальше...
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილ საგანგებო შტაბს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ხელმძღვანელობს. ამოქმედდა ცხელი ხაზი, რომელზეც ამ დროისთვის 60 ზარია შესული. ქუთაისის მერის თქმით ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. „ჩვენ დღესვე ყველა ოჯახში მივალთ და ადგილზე გავერკვევით არსებულ სიტუაციაში, საბედნიეროდ სტიქიას უბედური შემთხვევა არ მოჰყოლია," განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ. საღამოს მოსულმა ძლიერმა წვიმამ დატბორა ქუთაისში ცენტრალური გამზირები და ქუჩები, საფრთხე შუექმნა ავტომანქანებით დაგაადგილებას... Читать дальше...
მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის სამინისტრომ განაცხადა, რომ არ ეთანხმება პრეზიდენტ იგორ დოდონის გამოსვლას გაეროში, რომლის დროსაც მას არ მოუთხოვია დნესტრისპირეთიდან რუსეთის ჯარების უპირობო გაყვანა. გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს მოლდოვის პრეზიდენტმა თავშეკავებით აღნიშნა, რომ დნესტრისპირეთიდან რუსეთის ჯარების გაყვანის დაწყება "მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარებისკენ". სამინისტრო აცხადებს, რომ მომავალში დაჟინებით მოუწოდებს რუსეთს... Читать дальше...
ჩემპიონატი ჩატარდება ორდღიანი ფესტივალის განრიგით პროფესიონალებს, ასევე, მოყვარულ მეთევზეებს შორის. ფესტივალის პირველ დღეს, 29 სექტემბერს, ერთმანეთს 29 მოყვარული ეჯიბრება. ორგანიზატორები უფრო მეტ მონაწილეს ელოდებოდნენ, მაგრამ, როგორც ისინი ფიქრობენ, ბევრი უამინდობის გამო არ მოვიდა. გამარჯვებულად გამოცხადდება ის, ვის კალათაშიც მეტი წონის თევზი მოხვდება. გიგა გაბრიაძე, ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, ამბობს, რომ მსგავსი ფესტივალი წელს მეორედ ტარდება,პირველად გაზაფხულზე ლისის ტბაზე ჩატარდა. Читать дальше...
შაბათს მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში გაიმართა ერთკაციანი საპროტესტო პიკეტები „მოსკოვის საქმეში“ მსჯავრდებული აქტივისტების მხარდასაჭერად. ერთ-ერთი პიკეტის მონაწილეს ხელთ ეპყრა პლაკატი ოთხი წლით მსჯავრდებული კონსტანტინ კოტოვის მხარდასაჭერად. მოსკოვში პიკეტებში მონაწილეთა მსურველები რიგში დგებოდნენ და ერთმანეთის მონაცვლეობით იღებდნენ ხელში პლაკატებს, „მოსკოვის საქმეზე“ დაპატიმრებულების გათავისუფლების მოთხოვნით. პიკეტის მონაწილეები მოუწოდებდნენ მოქალაქეებს მივიდნენ 29 სექტემბრის სანქცირებულ მიტინგზე... Читать дальше...
საგამოძიებო სამსახური სწავლობს რუსთავის მე-5 საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც მუსიკის მასწავლებელმა ნანა წიქარიშვილმა ტვინის შერყევა და ზურგის არეში დაჟეჟილობა მიიღო. ნანა წიქარიშვილის განცხადებით, 27 სექტემბერს გაკვეთილის ჩასატარებლად კლასში შესვლას აპირებდა, როცა, მესამე სართულის კიბეების ამთავრების შემდეგ, ამავე სკოლის მე-6 კლასის მოსწავლემ ხელი ჰკრა და კიბეზე დააგორა. პედაგოგი გუშინვე სკოლიდან კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მასწავლებლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. Читать дальше...
ჩვენ გავაკეთეთ პროექტი – „შეჭამე ბოსტნეული და არა შენი თანაკლასელი“, – ამის შესახებ სოფელ ჩიბათის სკოლის პედაგოგმა, 2017 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა, ლადო აფხაზავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა. „სკოლაში ისეთ პროექტებს ვაკეთებთ, სადაც არ გვინდა, ვახსენოთ სიტყვები – ძალადობა, ბულინგი. იმიტომ, რომ ბავშვებიც დაიღალა ძალადობა-ბულინგის ხსენებით და […]
საქართველის ვიცე-პრემიერი ქვეყანაში პრეზიდენტის მიერ რამდენიმე სადავო მსჯავრდებულის შეწყალების გამო აგორებულ სკანდალთან დაკავშირებით აცხადებს, რომ შეწყალებით ხდება არა დამნაშავის გამართლება, არამედ მისთვის სასჯელის ფორმის შეცვლა. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალების აქტის განხორციელების შესახებ საუბრისას, მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ პრაქტიკულად მთელ საზოგადოებაში არსებობს კითხვები შეწყალებასთან დაკავშირებით. „ბევრ ჩვენგანს, პრაქტიკულად მთელს საზოგადოებას, აქვს კითხვები,... Читать дальше...
28 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში, აქცია „სირცხვილიას“ ორგანიზატორებმა და აქტივისტებმა პერფორმანსით გააპროტესტეს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლის, ლევან იმერლიშვილის გათავისუფლების ფაქტი. 20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებულ ლევან იმერლიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 10 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ. მიზეზად ჯანმრთელობის გაუარესება დასახელდა. სპეცრაზმელის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია... Читать дальше...
ავღანეთში დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრა, დაიხურა ყველა საარჩევნო უბანი და მიმდინარეობს ბიულეტენების დამუშავება. არჩევნებს თან ახლდა თავდასხმები საარჩევნო უბნებზე თალიბების მხრიდან, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიის ნახევარზე მეტს აკონტროლებენ. ადგილობრივი მედიის და დამკვირვებლების ინფორმაციით, წინა არჩევნებთან შედარებით ამომრჩეველთა აქტივობა იყო ძალიან დაბალი. ეს ზრდის იმის საშიშროებას, რომ გაურკვეველმა შედეგმა შესაძლოა ქვეყანაში ქაოსი კიდევ უფრო გააძლიეროს. საპრეზიდენტო არჩევნების... Читать дальше...
ჰონგ-კონგის პოლიციამ წიწაკის გაზი გამოიყენა შაბათს გამართული დემონსტრაციის დასაშლელად, რომლის მონაწილეები ისროდნენ ქვებს და გადაკეტეს გზა ჩინეთის სახალხო განმათავისუფლების არმიის შტაბის მახლობლად, სადაც მშვიდობიანი პროდემოკრატიული აქცია იმართებოდა. სააგენტო „როიტერსის“ თანახმად, დემონსტრანტები, რომლებიც ყოველი კვირის შაბათს სხვადასხვა ძალისმიერ მეთოდს მიმართავენ, ამჯერად ლაზერებს ანათებდნენ მათ თავზე მფრინავ შვეულმფრენს, ხოლო აქციის მონაწილეთა უმრავლესობას სახე ნიღბით ჰქონდა დაფარული. ... Читать дальше...
აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა ხუთ პირს, რომლებიც 16 წლის ბიჭის მე-9 სართულიდან გადმოვარდნის საქმეზე დააკავეს, - ასეთი გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა, თბილისის საქალაქო სასამართლოში 28 სექტემბერს გამართულ სხდომაზე. დაკავებულებს ბრალად ედებათ არასრულწლოვნის ძარცვა, რის შემდეგაც 16 წლის გ.ყ.-მ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამ ფაქტის გამო სულ დაკავებულია 6 პირი. ვარკეთილის მე-3 მასივში მომხდარი შემთხვევის გამო დაკავებულ კიდევ ერთ პირს, 1999 წელს დაბადებულ გ.მ.-ს... Читать дальше...
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას, თანამდებობა უნდა დაეტოვებინა. „მას რომ ეთქვა, რომ ყველა ჩინოვნიკის სკამი შემოევლოს მაკო გომურის თვალს, მე მგონია, რომ მისი მხრიდან, ეს იქნებოდა სწორი ნაბიჯი და ის პოლიტიკისთვის იქნებოდა ცოცხალი ადამიანი. რადგანაც მან ეს გადაწყვეტილება არ მიიღო, ჩემი აზრით, მან თავის პოლიტიკურ კარიერას, საკუთარი ხელით, ძალიან დიდი ბზარი გაუჩინა“, - განაცხადა... Читать дальше...
გენერალური პროკურატურის მიერ რადიო თავისუფლებისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ამჟამად არცერთ სამართალდამცველს არა აქვს შეფარდებული. იმ სამი სამართალდამცველიდან, რომელიც 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე იყო დაკავებული, ყველაზე ბოლოს გაათავისუფლეს შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ლევან იმერლიშვილი. მისი გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია 27 სექტემბერს გავრცელდა. „სამივე სპეცრაზმელის მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით ითხოვდა პატიმრობას. Читать дальше...
იხტიორ აბდუალევს, უზბეკეთის უშიშროების სამსახურის ყოფილ თავმჯდომარეს, 18 წლით პატიმრობა მიესაჯა კორუფციული დანაშაულის ჩადენისთვის. ქვეყნის სამხედრო სასამართლოზე დაყრდნობით, ამის შესახებ რადიო თავისუფლების უზბეკური სამსახური იტყობინება. სასამართლომ აბდულაევი დამნაშავედ ცნო დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნის, კორუფციის, გამოძალვის, დატაცების, საბაჟო კანონმდებლობის დარღვევისა და მრავალი სხვა დანაშაულის ჩადენისთვის. ამ ჯგუფური დანაშაულისთვის მრავალწლიანი პატიმრობა მიესაჯათ სპეცსამსახურის თავმჯდომარის მოადგილეს... Читать дальше...
„გამოსვლის ტექსტშიც ნათლად ვთქვი, რომ ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს ამ ტიპის კონფლიქტი და ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, არსებობს ორი გზა - ერთი არის ომის, სამხედრო გზა, რომელზეც ჩვენ უარი ვთქვით; მეორე არის დიალოგის და დიპლომატიის. არ შეიძლება, რომ საქართველომ არ სცადოს ეს გზა და იყოს ჩაკეტილი საკუთარ თავში. ძალიან ნიშანდობლივი არის, რომ ამ შეხვედრის შემდეგ რეაქციები, რაც მოვისმინეთ - ეს იქნება ამერიკიდან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან თუ ევროკავშირიდან, ასევე მოგერინის უწყებიდან ან გენერალური მდივნიდან - ყველა გამოხმაურება... Читать дальше...
გენერალი გენო ადამია 1993 წლის 28 სექტემბერს კოდორის ხიდზე დაიღუპა, სოხუმის დაცემიდან მეორე დღეს. გენო ადამია იყო სოხუმის 23-ე ბრიგადის ხელმძღვანელი. ბრიგადა, რომელიც 5 ათას მოხალისეს აერთიანებდა, მან საკუთარი ძალებით ჩამოაყალიბა. გენო სენაკში იყო დაბადებული და აფხაზეთში მოგვიანებით გადმოვიდა. სამხედრო პირი არ იყო, ქიმიურ ქარხანაში მუშაობდა. მშვიდობიანობისას მისი გატაცება ახალგაზრდა სპორტსმენების მფარველობა იყო, მათ ხშირად ფინანსურადაც ეხმარებოდა ხოლმე. იარაღი 1992 წელს აიღო, როდესაც აფხაზეთში ომი დაიწყო. Читать дальше...
ავღანეთში, სადაც საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება, 28 სექტემბერს საარჩევნო უბნების გახსნიდან მალევე, მძლავრი აფეთქება მოხდა სამხრეთში მდებარე ქალაქ ყანდაარის ერთ-ერთ მეჩეთში, რომელიც საარჩევნო უბნის ფუნქციას ასრულებდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 15 კაცი დაიჭრა, მათგან სამის მდგომარეობა სერიოზულია. მთელი ქვეყნის მასშტაბით შაბათს კიდევ რამდენიმე სარაკეტო თავდასხმას ჰქონდა ადგილი, თუმცა, ჯერჯერობით არ არის ინფორმაცია, იყო თუ არა იერიშების სამიზნე საარჩევნო უბნები. Читать дальше...
საქართველოს ექსპრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას არ გეგმავს, თუმცა არც გაჩუმებას აპირებს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ საუბრის დროს განაცხადა. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, მას ძალიან ბევრი რამ აწუხებს. კვირიკაშვილი „ლელოს“ დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძესაც ახსენებს და ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მათზე შექმნილი მითები დაიჯერა და მოქმედებებიც ამ მითებზე ააგო. „აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას არ ვაპირებ... Читать дальше...
დღევანდელ გადაცემაში: ტაილანდში ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე კვლავ ლაშა ტალახაძემ გაიმარჯვა; გორელი მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი ზედიზედ მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში; იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი თემურ ბენდიაშვილი საუბრობს; ფიფამ ღირსეულად დააფასა ლეონელ მესი და მსოფლიოში წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა.
რუდი ჯულიანიმ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირადმა ადვოკატმა, უეცრად გააუქმა დაგეგმილი ვიზიტი სომხეთში, კრემლის მხარდაჭერით ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, სადაც, როგორც მოელიან, მონაწილეობას მიიღებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. ფორუმის ვებსაიტზე გამოქვეყნებული დღის წესრიგის თანახმად, ჯულიანი 30 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე ერევანში უნდა გამოსულიყო პანელზე, რომელსაც უხელმძღვანელებს რუსი პოლიტიკოსი სერგეი გლაზევი, პუტინის დიდი ხნის მეგობარი, რომელიც აშშ-ს და ევროკავშირს შეყვანილი ჰყავს სანქცირებულ რუს მოხელეთა სიაში... Читать дальше...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია ექვსი პირი. მათ ბრალად ედებათ არასრულწლოვნის ძარცვა, რის შემდეგაც 16 წლის გ.ყ.-მ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 1999 წელს დაბადებული გ.შ., 2002 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის მრავალჯერ ნასამართლევი გ.ბ., 1998 წელს დაბადებული გ.გ., 2002 წელს დაბადებული გ.მ., 1998 წელს დაბადებული, წარსულში ძალადობისა და ძარცვისთვის ნასამართლევი გ.წ. დანაშაული 2-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. Читать дальше...
ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში, 27 სექტემბერს ერთმანეთს შეხვდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. დახურულ კარს მიღმა საუბარი შეეხებოდა ორმხრივ ურთიერთობებს და გლობალურ პრობლემებს, მათ შორის, შეიარაღების კონტროლს. შეხვედრის შემდეგ ბრიფინგი არ გამართულა. „მიუხედავად ზოგიერთ სფეროში რუსეთთან დაძაბული ურთიერთობისა, საჭიროა კონსტრუქციული გზების ძებნა წინსვლისთვის, ადრე ჩვენ შეგვეძლო ერთად მუშაობა და შეგვიძლია ამის გაკეთება მომავალშიც“... Читать дальше...