გრიგოლ ვაშაძე მის პრეზიდენტად კვლავ მიხეილ სააკაშვილს მიიჩნევს, ამის შესახებ მან “მთავარ არხზე” სტუმრობისას აღნიშნა, როდესაც სააკაშვილი, როგორც მოქმედი პრეზიდენტი, რამდენჯერმე ახსენა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა გამოკვლევა „მცოცავი ოკუპაციის გავლენა მოსახლეობის დენადობაზე“, რომლის თანაავტორები არიან ნინო მინდიაშვილი და არინა თავაქარაშვილი.
საქართველოს პროკურატურა ეხმაურება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რომელიც 20-21 ივნისის საპროტესტო მიტინგზე დაშავებულთა დაზარალებულად ცნობას მოითხოვს. არასამთავრობო ორგანიზაციამ პროკურატურას 19 სექტემბერს მიმართა. „აღნიშნული საქმის ფარგლებში გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ჩადენილი ძალადობითა და იარაღის გამოყენებით. მოცემული პირების მიმართ გამოძიების მიერ დანიშნულია შესაბამისი სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზები... Читать дальше...
აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამერიკის წინაშე მდგარ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს „სოციალიზმის აჩრდილი“, რომელიც შლის საზოგადოებებს და ქვეყნებს. „ვენესუელაში მიმდინარე მოვლენები გვიჩვენებს, რომ სოციალიზმი და კომუნიზმი არ არსებობს სამართლიანობისა და თანასწორობისათვის, არ არსებობს სიღარიბის დაძლევისთვის და, რა თქმა უნდა, არ არსებობს საზოგადოების კეთილდღეობისათვის. სოციალიზმი და კომუნიზმი ერთ მიზანს ემსახურება - მმართველი კლასის ძალაუფლებას“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს. Читать дальше...
„რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ფრენა დაფიქსირდა 2019 წლის 24 სექტემბერს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით არსებული საოკუპაციო ხაზის გასწვრივ", - ცნობა რადიო თავისუფლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მიაწოდეს. სუსის შეფასებით, ეს ქმედება აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა „ცხელი ხაზი“ და ინფორმაცია მიეწოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM). Читать дальше...
24 სექტემბერს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ განიხილა 20-21 ივნისის აქციის მონაწილე 4 პირის [ბეჟან ლორთქიფანიძის, მორის მაჩალიკაშვილის, გოგი ქურდოვანიძის, ილია მემანიშვილის] საქმე, უარი თქვა დაცვის მხარის მოთხოვნაზე შეწყვეტილიყო მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა და საქმე არსებით განხილვას გადასცა. მომდევნო სასამართლო სხდომა 8 ოქტომბერს ჩაინიშნა. “დაიკითხოს გიორგი გახარია” სასამართლო პროცესზე რამდენჯერმე გაისმა დაცვის მხარის მოთხოვნა, დასაკითხი პირების სიას დამატებოდა ყოფილი შინაგან საქმეთა და ახლანდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია... Читать дальше...
სულ მცირე, 19 კაცი დაიღუპა და 300 დაშავდა პაკისტანში მომხდარი 5,8 მაგნიტუდა სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, რომლის ბიძგებმა მოიცვა დედაქალაქი ისლამაბადი და პაკისტანის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქები. აშშ-ის გეოლოგიური კვლევების ცენტრის (USGS) თანახმად, მიწისძვრის ეპიცენტრი პაკისტანის მიერ კონტროლირებადი სადავო ქაშმირის რეგიონის ქალაქ მირპურის მახლობლად მდებარეობდა. სოციალურ მედიაში გავრცელებულ სურათებზე ჩანს სანახევროდ დანგრეული სახლები. პაკისტანში მიმდინარეობს მასშტაბური სამაშველო ოპერაცია, რომელშიც სამხედრო ავიაციაც მონაწილეობს.
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, დიმიტრი გაბუნიას გენერალურ პროკურატურაში „შეწყალების საქმესთან" დაკავშირებით 25 სექტემბერს გამოკითხავენ, - უთხრეს პროკურატურის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას. 23 სექტემბერს დიმიტრი გაბუნიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ პირადად აინტერესებს, „ვის დაჭირდა“ მისი „სახელის და გვარის გათხვრა“, რის დასადგენადაც ადვოკატთა ჯგუფი უკვე მუშაობს. „ეს არის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი ჩემთვის, ეს ცრუ ბრალდებები, ტერორი, ჩემი ოჯახის წევრები, სამეგობრო არის განადგურებული... Читать дальше...
თეთრი სახლი შეაჩერებს უკრაინის დაფინანსებას, ვიდრე ევროპაც არ გაუწევს კიევს ფინანსურ დახმარებას, - ამის შესახებ დონალდ ტრამპმა განაცხადა 24 სექტემბერს ჟურნალისტებთან საუბარში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლამდე. ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად დონალდ ტრამპმა კერძოდ აღნიშნა, რომ ვაშინგტონის მიერ უკრაინისათვის სამხედრო დახმარებისათვის გამოყოფილი თანხა გადახდილია, მაგრამ მას ასევე სურს, რომ გერმანია, საფრანგეთი და ევროკავშირიც დებდნენ ფულს. „ეს თანხა სრულად იქნა გადახდილი, მაგრამ ჩემი პრეტენზია... Читать дальше...
ჩეჩნეთში გრძელდება „კუდიანებზე“ ნადირობა. ახლახან ურუს-მარტანის რაიონში დააკავეს ორი ქალი და ერთი მამაკაცი, რომლებსაც ხელისულფება „ჯადოქრობაში“ სდებს ბრალს. ისინი ნათესავებთან და კლიენტებთან ერთად გაკიცხეს ჩეჩნეთის სახელმწიფო ტელე-რადიო კომპანია „გროზნოს“ პირდაპირ ეთერში.
ჩემთვის მიუღებელია ისეთი ადამიანის უპირობოდ საზოგადოებაში დაბრუნება, რომელსაც ჯერ კანონით გათვალისწინებული სასჯელის ზემოქმედება თავის თავზე არ განუცდია, - განაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, მერაბ გაბინაშვილმა, 24 სექტემბერს, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტში გამართულ მოსმენაზე, მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხზე მსჯელობისას. გაბინაშვილის თქმით, მართლმსაჯულების აღსრულება სასჯელის მოხდასაც ნიშნავს და სასჯელის დაწესებით სახელმწიფო გამოხატავს შესაბამის დამოკიდებულებას ამა თუ იმ პირის მიერ ჩადენილ ქმედებებზე. Читать дальше...
აშშ-ის პრეზიდენტმა „კუბის მარიონეტი“ უწოდა ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს, რომელმაც ქვეყანა ჰუმინატარული კატასტროფის პირას მიიყვანა. „გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს ამასწინანდელი ანგარიშის თანახმად, ვენესუელაში ქალები ათი საათით დგანან სურსათის რიგში... აშშ მზად არის, ახლავე გაგზავნოს ვენესუელაში უდიდესი მოცულობის ჰუმანიტარული დახმარება. ჩვენ თვალს ვადევნებთ ვენესუელაში შექმნილ ვითარებას და ველოდებით იმ დღეს, როდესაც ამ ქვეყანაში აღდგენილი იქნება დემოკრატია“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა... Читать дальше...
დღევანდელი გადმოსახედიდან, მე თვლი, რომ სასამართლო დამოუკიდებელია, - განაცხადა მოსამართლეობის კანდიდატმა, მერაბ გაბინაშვილმა, 24 სექტემბერს, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტში გამართულ მოსმენაზე. „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წარმომადგენლის, ვანო ზარდიაშვილის შეკითხვის საპასუხოდ, გაბინაშვილმა განაცხადა, რომ არ ფლობს ინფორმაციას, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებდა სასამართლოს დამოუკიდებლობას. „დღეს სასამართლო, იმ გადაწყვეტილებების ფონზე, საკანონმდებლო დონეზე მოსამართლეებისთვის მიცემული გარანტიების... Читать дальше...
ლაგოდეხში, სოფელ შრომაში, მასშტაბური პროექტი შეჩერებულია, გადათხრილი ქუჩები კი უპატრონოდ არის მიტოვებული. მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ არსებული მდგომარეობა საავარიო სიტუაციებს ქმნის და დაუცველი არიან სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ამ გზით ყოველდღე სარგებლობენ. რატომ ვერ შეასრულა ვალდებულებები კომპანიამ და როდის განახლდება მუშაობა? დომნა გაფრინდაშვილი ლაგოდეხთან ახლოს, სოფელ შრომაში, ცენტრალურ საავტომობილო გზასთან ცხოვრობს. მისი სახლის წინ, უკვე ერთ წელზე მეტია, სანიაღვრე და სარწყავი არხის მოწყობის მიზნით ორმოები ამოთხარეს... Читать дальше...
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ყველა ქვეყანა ვალდებულია ერთად იმოქმედოს რანის რეჟიმის წინააღმდეგ, რომელსაც აშშ-ის ლიდერმა „სისხლიანი“ უწოდა. „არცერთმა პასუხისმგებელმა ქვეყანამ არ უნდა დააფინანსოს ირანის სისხლიანი რეჟიმი“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს. გაეროს ტრიბუნიდან ტრამპმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ირანი საუდის არაბეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე ამას წინათ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაში. აშშ-ის პრეზიდენტმა... Читать дальше...
მოკლული დავით ოთხმეზურის მამამ, ისტორიკოსმა გიორგი ოთხმეზურმა მთავარი პროკურატურის შენობა დატოვა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცემული შეწყალების აქტით შეიწყალა დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე. სწორედ, ამ საკითხს უკავშირდებოდა გიორგი ოთხმეზურის გამოკითხვა. „გამომძიებელმა მკითხა, როგორ იყო საქმე თავიდან და ვუთხარი, რომ დამნაშავე იყო ბეჟანიძე და ეს საქმეები დევს პროკურატურის მასალებში, მათ შორის პოლიციელების გამოკითხვები“, - თქვა... Читать дальше...
აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაციის მიერ გაწეული სამხედრო დანახარჯები, რაც მისი პრეზიდენტობის განმავლობაში თითქმის 2 ტრილიონ დოლარს აღწევს, მსოფლიოს უფრო მშვიდობიანს ხდის. „თუ გსურთ მშვიდობა, გიყვარდეთ თქვენი ხალხი. ბრძენი ლიდერები პირველ ადგილზე ყოველთვის თავისი ხალხისა და ქვეყნის კეთილდღეობას აყენებენ. მომავალი არ ეკუთვნით გლობალისტებს. მომავალი პატრიოტებს ეკუთვნით“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს. მან ასევე ხაზი გაუსვა... Читать дальше...
საქართველოს პრეზიდენტი შეუერთდა სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას და ტვიტერის ოფიციალურ ანგარიშზე ინგლისურ ენაზე ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა. „სექსუალური ექსპლუატაცია, ჩაგვრა, ძალადობა მიუღებელია. როგორც Circle of Leadership-ის (ლიდერთა წრის) წევრი, აუცილებლად მხარს დავუჭერ გაეროს ძალისხმევას. ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ ნულოვანი ტოლერანტობა სექსუალური ძალადობის მიმართ. ჩვენ ყველამ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა, საზოგადოებებმა, ლიდერებმა, გაერომ და მისმა თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ“, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი მიმართვაში.
რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინიტროს პრესსამსახურში უთხრეს, რომ თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, 20 წლის გოგო საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა).
თუკი თქვენი ავტომობილი გადაადგილებისას შავ, შეფერილ კვამლს გამოყოფს, სულ მალე დაჯარიმდებით. 2019 წლის პირველი იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირება ყველა ტიპის ავტომობილისთვის სავალდებულოა, თუმცა ისევ ვხდებით ქალაქში გაუმართავ ავტომობილებს, რომლებიც აბინძურებენ გარემოს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლთან დაკავშირებით კანონპროექტს ამზადებს. სიახლე საპილოტე რეჟიმში ჯერ თბილისში დაინერგება, შემდეგ კი სხვა ქალაქებში. Читать дальше...
ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ის საგამოძიებო ორგანოში ე.წ. შეწყალების საქმეზეა დაბარებული. როგორც ოთხმეზურმა აღნიშნა, ის გამომძიებლებს ამ საქმეზე ყველაფერს მოუყვება და ვრცელ კომენტარს პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთებს. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცემული შეწყალების აქტით, მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირი შეიწყალა, მათ შორის 22 წლის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის, გიორგი ოთხმეზურის შვილის, დავით... Читать дальше...
ოპონენტების განცხადებები შეწყალებასთან დაკავშირებით რეალურად არის სამმაგი სტანდარტი, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოპონენტების განცხადებებს პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ. „როდესაც ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა შეიწყალა გირგვლიანის მკვლელები, მაშინ, ბევრი ახლანდელი კრიტიკოსი, არანაირი წუხილებით არ გამოსულა. შემდეგ, როდესაც ექსპრეზიდენტი მარგველაშვილი იწყალებდა მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს და „ქართული ოცნება“ მას აკრიტიკებდა, ისინი აცხადებდნენ, რომ ეს... Читать дальше...
სეზონის მთავარ ტურნირს პოკერში აჭარა მასპინძლობს. ბათუმის ქეშ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად მოთამაშეები თურქეთიდან, ისრაელიდან, რუმინეთიდან, იტალიიდან, ირანიდან, სომხეთიდან და ლიბანიდან ჩამოვიდნენ. 23-30 სექტემბერი; სასტუმრო ველმონდი, ბათუმი. ტეხასური ჰოლდემის, ომაჰას ქეშ მაგიდები $5/5, $5/10, $10/20 კომფორტული პოკერ რუმი, საკუთარი რესტორნით და ბარით 24/7. საჭმელი და სასმელი მონაწილეთათვის უფასოა. ევროპაბეთმა თავის მომხმარებლებს ბათუმში გამგზავრების და შემოდგომის მთავარ ...
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ანდრეა პირლო ევროპაბეთის ბრენდ ამბასადორია. კამპანიის “ითამაშე მხოლოდ სიამოვნებისთვის” ფარგლებში პირველი ვიდეო რგოლი იანვარში გამოვიდა, იტალიელი მსოფლიოს ჩემპიონის მონაწილეობით რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი ვიდეო რგოლი ვიხილეთ. მოგებით გამოწვეული სიხარულის გამოხატვა იოლი არ არის. ხშირია შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა გათამაშებების წამყვანების გულწრფელ მილოცვებს პასუხად უხეში და უემოციო “გაიხარე ძმა” მოსდევს. ევროპაბეთის და ანდრეა ...