პიარ ტექნოლოგმა ლალი მოროშკინამ მიხეილ სააკაშვილისა და სანდრა რულოვსის პოლიტიკურ როლზე ისაუბრა. მისი თქმით, წინა ხელისუფლების რეალური მმართველი სანდრა რულოვსი იყო, ხოლო მიხეილ სააკაშვილი მისი მარიონეტი. ამის შესახებ ლალი მოროშკინამ “პალიტრანიუსი”-ს გადაცემა “360 გრადუსში” სტუმრობისას ისაუბრა.
გახსოვდეთ, რომ ოჯახი ბედნიერია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის კანონიერი ოჯახია, კანონიერი ოჯახი კი, შედგება მამაკაცისა და დედაკაცისგან- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც მან ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობის მონაწილეებს მიმართა. ილია მეორემ მრევლს მოუწოდა, რომ მშობლებისგან ლოცვა-კურთევა ითხოვონ. „მივმართავ ყველას, რომელთაც ჰყავთ დედა და მამა, ერთ-ერთი მაინც. დაუჩოქეთ დღეს, დაიჩოქეთ იმათ წინაშე […]
„მოვუწოდებთ კომპანიის ხელმძღვანელობას, დაუყოვნებლივ განაგრძონ მოლაპარაკებები, გაითვალისწინონ გაფიცულთა ყველა სამართლიანი მოთხოვნა და დაიწყონ ზრუნვა მათი სოციალური და შრომითი პირობების გაუმჯობესებაზე. თუ მომდევნო დღეებში მოლაპარაკებები არ დასრულდება შეთანხმებით, ჩვენ კიდევ ერთხელ ჩავერთვებით საქმეში და მივიღებთ ზომებს მაღაროელების სამართლიანი მოთხოვნების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია პარტია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე... Читать дальше...
„სტიგმა არის მთავარი ბარიერი, რომელიც აივ-დადებითი ადამიანების წინაშე დგას. რადგან ეს დაავადება ხშირად გარკვეულწილად მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებშია გავრცელებული, ეს ორმაგ სტიგმასთანაც არის დაკავშირებული", - გოჩა გაბოძე, სათემო ორგანიზაცია "ბროწეულის" დირექტორი.
25 წლის ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე, 17 მაისის სასამართლო სხდომაზე, მოწმე ირაკლი ბელთაძეს მოუსმინეს. ადამიანს, რომელიც 2018 წლის 30 სექტემბრის ღამით, დიუმას ქუჩაზე, ვიტალი საფაროვის მკვლელობის თვითმხილველი გახდა - ფაქტობრივად, ვიტალი მას და კიდევ ერთ მოწმეს, ოთარ გელაშვილს ჩააკვდა ხელში (გელაშვილი სასამართლოზე ჯერ არ წარმდგარა). ბელთაძე ის პირია, ვინც კონფლიქტის საწყის ეტაპზე პირველი კონტაქტი დაამყარა ბარ "ვარშავასთან" მყოფ ბრალდებულებთან, გიორგი სოხაძესა და ავთანდილ კანდელაკიშვილთან. იმ დღეს... Читать дальше...
„ოჯახი ბედნიერია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის კანონიერი ოჯახია, კანონიერი ოჯახი კი, შედგება მამაკაცისა და დედაკაცისგან, – განაცხადა საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების ტაძარში პარაკლისის გადახდისას. მან ამ სიტყვებით, ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავი მსვლელობის მონაწილეებს მიმართა. „უფალი ბრძანებს, პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილ გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა. მივმართავ ყველას, რომელთაც ჰყავთ დედა და მამა, ერთ-ერთი მაინც. დაუჩოქეთ დღეს, დაიჩოქეთ იმათ წინაშე და სთხოვეთ ლოცვა-კურთხევა. Читать дальше...
“ის ფაქტი, რომ დღეს თემმა უარი თქვა გამოხატვის თავისუფლებაზე, გარკვეული ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე და დღეს კონკრეტული გამოსვლა არ იგეგმება, ეს უკვე არის იმის მაჩვენებელი, რომ უპირველეს ყოვლისა საზოგადოების მხრიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა”, - ქეთევან შუბაშვილი, საია.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ. გავრცელებულ ვიდეომიმართვაში კლიმკინი აღნიშნავს, რომ განცხადებას 20 მაისს გაუგზავნის უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს, „ვერხოვნა რადას“ და უკვე ახალ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. ინაუგურაციის ცერემონია უკრაინაში 20 მაისს გაიმართება. „ვფიქრობ, რომ ეს სწორია. ადამიანურად და სწორია ნორმალური პოლიტიკური კულტურის თვალსაზრისით, რომელიც, ბოლოს და ბოლოს, ჩვენ გვჭირდება“, - აღნიშნა მინისტრმა, რომელიც აცხადებს, რომ არჩეულ პრეზიდენტს უნდა მიეცეს შესაძლებლობა... Читать дальше...
რუსთავის „ქართული ფოლადის“ მთავარ სამმართველოსთან, მეორე დღეა, დგანან გაფიცული თანამშრომლები - ზეინკლები, აირშემდუღებლები, მეფოლადეები, საინჟინრო პერსონალი თუ სატრანსპორტო მომსახურების მძღოლები.
17 მაისს ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ჰელსინკიში გამართული საიუბილეო შეხვედრის დროს მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია, რაც გზას უხსნის რუსეთის სრულფასოვან დაბრუნებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ევროპის საბჭოს 70 წლისთავზე, რომელიც ფინეთში აღინიშნება, ევროპის 30-ზე მეტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები იმყოფებიან ჰელსინკიში ორდღიან შეხვედრაზე, რომელიც 16 მაისს დაიწყო. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დელეგაციას ხმის უფლება 2014 წლის აპრილში ჩამოართვა, მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიის გამო. Читать дальше...
Ipsos-ის მეირ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევას, პარლამენტის თავმჯდომარე არ ენდობა და წინასწარმეტყველებას უწოდებს. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პოლიტიკური რეიტინგები, რომელიც დღეს გამოქვეყნდა გაყალბებულია. საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზოგადოების აზრის გაგება ახლა შეუძლებელია. “2020 წელთან დაკავშირებით სოციოლოგიური კვლევები არ ტარდება ხოლმე. ეს არის არა სოციოლოგიური კვლევა, არამედ წინასწარმეტყველება და წინასწარმეტყველების გამოქვეყნებაზე არის... Читать дальше...
ეთნიკური უმცირესობებიდან საქართველოს საკუთარ სამშობლოდ ყველაზე მეტად ოსები და ქისტები მიიჩნევენ, ქართულიც ყველაზე უკეთ მათ იციან - სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა კვლევა ჩაატარა.
მანამდე კი 17 მაისი, ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურად საქართველოში აღინიშნება. მას დიდწილად ჰომოფობები აღნიშნავენ, მაგრამ, მაინც...
ჭიათურაში უვადო შიმშილობა დაიწყო 15-მა მაღაროელმა. ისინი „ჯორჯიან მანგანეზის“ შენობასა და მუნიციპალიტეტის მერიის შენობას შორის მდებარე სკვერში არიან შეკრებილები. მაღაროს თანამშრომლებმა შიმშილობის დაწყება კომპანიის სპეციალურ მმართველთან, ნიკოლოზ ჩიქოვანთან უშედეგო შეხვედრის შემდეგ გადაწყიტეს. გაფიცული მაღაროელები ხელფასის 50%-იან ზრდას მოითხოვდნენ. როგორც ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარე პაატა სამხარაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას. ქალაქის თეატრის დარბაზში გამართული შეხვედრის... Читать дальше...
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ სახალხო მსვლელობა დაიწყო. მსვლელობაში მონაწილეობენ სასულიერო პირები და მრევლის წარმომადგნელები. ისინი გზას საგალობლების ფონზე მიუყვებიან. „ილოცება ჩვენი დედაქალაქი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ივერიისა და აწყურის ხატებით, რომელიც ერთ-ერთი უძველესი სიწმინდეა ჩვენი ერის. დედაქალაქი ყოველთვის იყო მისაბაძი მაგალითი დანარჩენი საქართველოსთვის თავისი სიქველით, სიკეთით. ბოლო წლებში ტრადიციად იქცა ღვთისმშობლის აწყურის ხატთან ერთად მოგზაურობა. Читать дальше...
ჩეხეთმა 17 მაისს სამწლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა სამხედრო მოსამსახურეს ერიკ ეშტუს, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ სცნო დონბასელი სეპარატისტების მხარეზე საომარ მოქმედებაში მონაწილეობისა და ტერორისტული ჯგუფის მხარდაჭერისათვის. პირობითი სასჯელის გარდა გარდა, ჩეხეთის ქალაქ პარდუბიცის სასამართლომ კაპრალი რიგით ჯარისკაცამდე ჩამოაქვეითა და გარიცხა ჩეხეთის შეიარაღებული ძალების რიგებიდან. 35 წლის ეშტუთი გამოძიება მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მან თავის ახლობლებს გაუზიარა დონბასში გადაღებული ფოტოები... Читать дальше...
დადიანების ეზოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ გელა კვარაცხელიას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღმკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 14 მაისს, დადიანების ეზოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ამ დრომდე მხოლოდ გელა კვარაცხელიაა დაკავებული. დაზარალებულის სტატუსი აქვს ასევე ერთ პირს, გაერთიანებული ოპოზიციის ფოტოგრაფ ლევან ცერცვაძეს. ტელეკომპანია "ოდიშის" ინფორმაციით, 14 მაისს პარტია "ქართული ოცნების" კოორდინატორები გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატს გადაცემის ჩაწერის დროს დადიანების ეზოში დაუპირისპირდნენ. Читать дальше...
ძირითადი პრობლემები, რასაც მაღაროელები აყენებენ, არის მარტივი და აბსოლუტურად გასაგები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჭიათურაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ ლიდერები ადგილობრივებს ხვდებიან. ღარიბაშვილის თქმით, მაღაროელების პროტესტი სამართლიანია და ის დროულ რეაგირებას საჭიროებს. „მინდა დღევანდელი გამოსვლა დავიწყო მაღაროელების მიმართ სოლიდარობით. ჩემო ძვირფასო მშრომელებო, თქვენი პროტესტი ...
ზუგდიდში ისეთი ვითარება გვაქვს, სააკაშვილმა მეგრულადაც რომ დაიწყოს საუბარი, მაინც არაფერი უშველის, – ამის შესახებ ზუგდიდში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა. ჩიქოვანის თქმით, მათ ხელთ არსებული ყველა კვლევით, „ქართული ოცნების“ კანდიდატი ზუგდიდში იმარჯვებს. “ჩვენს ხელთ არსებული ყველა კვლევით ამომრჩეველთა მაღალი აქტივობის პირობებში ჩვენი კანდიდატი ზუგდიდში დამაჯერებლად იმარჯვებს,ზუსტად ანალოგოური ინფორმაცია აქვთ „ნაციონალურ ...
2020 წელს რა იქნება, ეს მგონი ცოტა კონკურენციას უწევს ქალბატონ კაკულიას,-ასე აფასებს თბილისის მერი კახა კალაძე კომპანია ipsos-ს მიერ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებს. კვლევის მიხედვით, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაასაჯაროვა, საზოგადოებაში ყველაზე დიდი გავლენით “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე სარგებლობს. კვლევის ამ ნაწილის შეფასებისას კახა კალაძე ამბობს, რომ კვლევა, რომელსაც ის ეყრდნობა საზოგადოების დამოკიდებულებაა. „კვლევა... Читать дальше...
„ღირსების მარში“ არ არის ის პარადი, რაც დასავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. აქ არ იქნებიან გახდილი ადამიანები, არ იქნება ცეკვა-თამაში. ზეიმი და კარნავალი არ იგეგმება, არამედ ეს უფრო მეტად იქნება პოლიტიკური ხასიათის საპროტესტო მსვლელობა პოსტერებით, მესიჯებით", - მარიამ კვარაცხელია.
დედაქალაქის მერია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებისთვის სურსათის მიმწოდებელ კომპანია „ნილს“ ბოლო გაფრთხილებას აძლევს. თბილისის მერის მოადგილის ილია ელოშვილის განცხადებით, უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში, „ნილის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა სერიოზულ გადაცდომებს, რაც ზოგ შემთხვევაში, საბავშვო ბაღებისთვის საკვების მიწოდების დაგვიანებაში, ზოგ შემთხვევაში კი – საერთოდ არმიტანაში გამოიხატა. მისივე თქმით, მომდევნო კვირის დასაწყისიდან, კომპანიის მხრიდან ნებისმიერი სახის დარღვევა კონტრაქტის დაუყონებლივ […]
ქალთა ინიციატივების მხრადამჭერი ჯგუფი (WISG) განმარტავს, რატომ არ აღინიშნება საქართველოში ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღის ღონისძიებები საჯარო სივრცეში. ორგანიზაცია განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს: „ჩვენ უარს ვამბობთ, წვლილი შევიტანოთ მოჩვენებითი წარმატების ერთდღიანი შთაბეჭდილების შექმნაში მათთვის, ვისაც ასეთი „წარმატება“ აწყობს, უარს ვამბობთ ხელისუფლებას და პოლიციას საშუალება მივცეთ თავი მოიწონოს საერთაშორისო საზოგადოებასთან იმის განცხადებით, თუ როგორ დაიცვა ქვიარ... Читать дальше...
ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ რეიტინგის ვარდნას, “ევროპული საქართველოს” წევრები ეხმაურებიან. კომპანია Ipsos მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, ივანიშვილის ნეგატიური რეიტინგი პიკს აღწევს – გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობის აზრით, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს. ასევე კვლევის მიხედვით, ყველაზე პოზიტიური განწყობა საზოგადოებას, სწორედ “ევროპული საქართველოს” მიმართ აქვს. ოპოზიციური პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ ივანიშვილმა რეიტინგი არა მხოლოდ ...
გავლენიანი კომპანია Ipsos კვლევის შედეგებს, რომელმაც პოლიტიკური პარტიების და პირების რეიტინგი შეისწავლა, ოპოზიციაში აფასებენ. კვლევის თანახმად ივანიშვილის ნეგატიური რეიტინგი პიკს აღწევს – გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობის აზრით, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს. გარდა ამისა, კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 25% ხმას, “ქართულ ოცნებას” მისცემდა, “გაერთიანებული ოპოზიციას” 18%, ხოლო “ევროპული საქართველოს” – 7%. ...