ყოფილმა პოლიტპატიმარმა დავით გაიხარაშვილმა, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს, რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში წერილი დაწერა, ამის შესახებ ჟურნალისტი ზაზა დავითაია წერს და აქვეყნებს მის სტატუსს. ბოლო ინფორმაციით მასთან კონტაქტზე გავიდნენ და ცდილობენ გადააფიქრებინონ თვითმკვლელობა.
მალხაზ მაჩალიკაშვილმა, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენ, უწყების შენობა დატოვა. მისი დაკითხვაზე დაბარება უკავშირდებოდა სუს-ის მიერ გავრცელებულ ფარულ სატელეფონო ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც მალხაზ მაჩალიკაშვილი თავის ძმისშვილს - მორისს (ჰუსეინ) მისცა დავალება - შეესწავლა სუსის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის მამის საფლავის ტერიტორია სოფელ მაჩხაანში. როგორც ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა ჟურნალისტებს დაკითხვის შემდეგ, 10 მაისს განუცხადა, მათ ყველა კითხვას უპასუხეს. Читать дальше...
9 მაისს ანტისაოკუპაციო აქციაზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტების ლექსო მაჭავარიანის და კახა კვეკვესკირის სასამართლო პროცესი დასრულდა. მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობაში ედებოდათ ბრალი. ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის ინფორმაციით, მოსამართლემ ლექსო მაჭავარიანი წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო და 500 ლარით დააჯარიმა. ხოლო კახა კვეკვესკირი ორივე მუხლში სრულად გამართლდა. 9 მაისს დაპირისპირებების დროს წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით პოლიციამ ოთხი პირი დააკავა, მათ შორის ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები.
ავტორები : ცირა გურგენიძე, ნინო ვართაპეტიანი ბორჯომის ერთ-ერთ მკვიდრს მდინარის დაბინძურებისთვის 200-დან 300 ლარამდე ჯარიმა ემუქრება. რატომ გახდა მნიშვნელოვანი ამ პატარა ქალაქში მცხოვრები ერთი კერძო პირის წინააღმდეგ წამოწყებული ეს არც ისე მნიშვნელოვანი დავა? 8 მაისს, ბორჯომში მცხოვრებმა კიდევე ერთმა მოქალაქემ თამთა დაუნჯიშვილმა ფეისბუკში ატვირთა ვიდეო, რომელიც “ვირუსული” გახდა. მობილური ტელეფონით გადაღებულ მასალაზე ჩანს როგორ ყრის 2 მამაკაცი სამშენებლო ნაგავს ქუჩიდან პირდაპირ მტკვარში. ნაგავი ერთ-ერთი მშენებარე სახლის წინ აწყვია. Читать дальше...
მალხაზ მაჩალიკაშვილის ქალიშვილი, ნატა მაჩალიკაშვილი არ მოელის, რომ მამამისს დააკავებენ, რადგან მის სიმართლეში დარწმუნებულია. მისი განცხადებით, მთელი ეს ამბავი მისი ძმის, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გადასაფარად ხდება. "ეს არის დიდი შეცდომა.იმ ჩანაწერში არ არის ნახსენები არც იარაღი არც აფეთქება. თუ ტერაქტს გეგმავდა, რატომ არ დააკავეს აქამდე? ამ აუდიოჩანაწერის გავრცელება ემსახურება იმას, რომ გადაიფარონ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობა. ამათ არ შერჩებათ თემირლანის მკვლელობა. Читать дальше...
აშშ-ის საგანგებო წარგზავნილმა ავღანეთის თალიბანთან მოლაპარაკებებში, ზალმაი ხალილზადმა 10 მაისს განაცხადა, რომ თალიბანთან მოლაპარაკებაში "უფრო სწრაფი წინსვლაა" საჭირო. ეს ხალილზადმა ორ მხარეს შორის მოლაპარაკების მორიგი რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა. დოჰაში, ყატარის დედაქალაქში, მოლაპარაკებაზე, რომელმაც უნდა დაასრულოს ავღანეთში 18 წლიანი ომი, მისი თქმით, „წინსვლა მუდმივია, მაგრამ ნელი“. ხალილზადის თანახმად, 9 მაისს დასრულებული მოლაპარაკების სიჩქარე არ არის საკმარისი, როცა „ამდენი კონფლიქტი... Читать дальше...
ანაკლიის პორტსა და სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში 16 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება, - უთხრა რადიო თავისუფლებას „ანაკლია სითის“ გენერალური დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი. „ანაკლიის პორტსა და ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის კონცეფციის თანახმად, შემდეგი ათი წლის განმავლობაში 16 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ამოქმედდება სპეციალური ინდუსტრიული და ლოგისტიკური ცენტრები, რაც ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“. ანაკლიის პორტი და სპეციალური ეკონომიკური ზონა განვითარების პროცესში... Читать дальше...
იუსტიციის უმაღლესმა საბჭოს გადაწყვეტილებით, 2019 წლის 11 მაისიდან დაიწყება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურა. მოსამართლეების ვაკანსიებზე განცხადებების მიღება 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ვაკანსია 20 კანდიდატურაზეა გამოცხადებული; განცხადებები ელექტრონული ფორმით მიიღება. იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე კომპეტენტურ იურისტებს მიმართავს და მოუწოდებს მათ მონაწილეობა მიიღონ კონკურსში... Читать дальше...
„სახელმწიფო მოხელემ უნდა იცოდეს, რომ ის არ არის მხოლოდ ჯამაგირის მიმღები, არამედ მის უკან დგას სახელმწიფოებრივი ინტერესები და ის უნდა ცდილობდეს მათ გატარებას“, - ამბობს სოსო არჩვაძე რადიო თავისუფლების ეთერში.
12 მაისს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულის აღსანიშნავი ღონისძიებებისთვის მთავრობამ 694 ათასი ლარი გამოიყო. ამ თანხიდან 480 ათას ლარს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მიიღებს, 141 600 ლარს საქართველოს საპატრიარქო, ხოლო 73 ათას ლარს კი საგარეო საქმეთა სამინისტრო. ღონისძიებები გაიმართება თბილისშიც და რეგიონებშიც: დაგეგმილია გამოფენები, ჩატარდება ლექციები, ლიტერატურული საღამოები, კონფერენციები, კინოჩვენებები, სპექტაკლები და ფოლკლორული ანსამბლების ტურნეები. Читать дальше...
პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით დაკავებულმა სასტუმრო „მამიდას“ მფლობელმა როენა ხუცურაულმა 10 მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ის გეგმავდა სასტუმროს კათარზისად გადაკეთებას. "დიდი ხნის მოფიქრებული მქონდა, კათარზისი მინდოდა გამეკეთებინა", - განაცხადა ხუცურაულმა. როენა ხუცურაულთან ერთად, პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალი წარდგენილი ჰქონდა სასტუმროს მეიჯარე ზინაიდა ქორიძესაც. 10 მაისს ორივე მათგანს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა - როენა ხუცურაულს 30 000... Читать дальше...
სამოქალაქო საზოგადოების ერთი ნაწილი მოითხოვს ნაციზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდეს 8 მაისი და ეს დღე აღარ აღინიშნებოდეს 9 მაისს. ამისათვის პეტიციაც შეიქმნა, რომლის ხელმომწერები მიმართავენ პარლამენტს იმსჯელოს ამ საკითხზე და 9 მაისი გამოცხადდეს ევროპის დღედ. პეტიციის იდეა ქალთა მოძრაობის წევრს, ბაია პატარაიას გაუჩნდა და ისტორიკოსებთან, გიორგი ასტამაძესთან და ბექა კობახიძესთან ერთად ერთობლივი ტექსტიც შეადგინეს. პეტიციაში საუბარია იმ ისტორიულ ფაქტებზე, რომლითაც ავტორები 8 მაისის ფაშიზმზე გამარჯვების დღედ დაწესებას ასაბუთებენ. Читать дальше...
სოციალური ქსელის მომხმარებელი ლევან გობრონიძე გირჩის მიერ, საროსკიპის გახსნას ეხმიანება. “გირჩმა საროსკიპო გახსნა და მომსახურების ტარიფიც დააწესა, 49 ლარი და 90 თეთრი. და ამ ყველაფერს აღფრთოვანებით აშუქებენ წამყვანი ტელევიზიები პირდაპირ ეთერში, დღეს მთავარი მამაშა, ზურა ჯაფარიძე დღის გმირია, ლაივები აქედან, ლაივები იქიდან. ანუ დღეიდან ზურა-გირჩი ჯაფარიძეს კიდევ ერთი სახელი “მამაშა” შეემატა? – ასე გამოდის თუ […]
გირჩის ოფისი ახლადგახსნილ საროსკიპოში სექს-სათამაშოების და აქსესუარების გარდა "აი ისას" ქართული პრეზერვატივებიც დაგხვდებათ.
რა ძალამ ჩაიყვანა საქართველოში ფრანგი ჟან ჟაკ ჟაკობი? კახეთში, სოფელ არგოხში, თავისი მოწეული ქართული ჯიშის ხორბლის თავისი ხელით დაფქული ფქვილით აცხობს ის პურს. მოიყვანს სალათას, შეაგროვებს კვერცხს და სხვა პროდუქტს და თბილისში ჩააქვს გახარებულს, რომ იქ ხალხს ჯანსაღ და სუფთა პროდუქტს შეახვედრებს, ხიდი გავდე ქალაქსა და სოფელს შორისო.
ყაზახეთის გარდამავალი პრეზიდენტის თანახმად, ყაზახეთის 231 მოქალაქე იქნა ბოლო კვირაში დეპორტირებული სირიიდან სადაც მათი ნაწილი, როგორც იუწყებიან, ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იმყოფებოდა ან ექსტრემისტების შვილები არიან. გარდამავალი პრეზიდენტის ყასიმ ჟომარტ ტოყაევის მიერ 10 მაისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რეპატრირებულთა შორის 156 დაახლოებით 6 წლის ასაკის ბავშვია, მათ შორის 18 ობოლია. ისინი სირიიდან 7-9 მაისს ჩამოიყვანეს, ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს... Читать дальше...
13 წლის იყო "ჟორჟიკა", თერთმეტმა კაცმა რომ გააუპატიურა. წლების განმავლობაში ცხოვრობდა ქუჩაში, იყო სექსმუშაკი, საკუთარ თავზე გამოსცადა ყველა ის შეურაცხყოფა, რასაც სექსმუშაკთა დიდი ნაწილი კლიენტებისა თუ სამართალდამცავებისგან აწყდებიან და კარგად იცნობს იმ ქალების პრობლემებს, რომლებიც დღესაც სექსმუშაკობით ირჩენენ თავს და უწევთ „ღამის თბილისის ჯოჯოხეთის გავლა“... „და ეს იმიტომ, რომ საქართველოში პროსტიტუცია არ არის დეკრიმინალიზებული“, - ამბობს ჟორჟიკა და ლაპარაკობს იმ ფიზიკურ თუ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე... Читать дальше...
ნინო სალუქვაძე ერთადერთი ქართველი სპორტსმენია, რომელსაც ოლიმპიური თამაშების სამივე სინჯის მედალი აქვს მოპოვებული. 1988 წელს სეულის ოლიმპიადაზე ოქროსა და ვერცხლს დაეუფლა, 2008 წელს კი პეკინში მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.
რუსთავის მე-15 საჯარო სკოლის 16 მოსწავლე მოიწამლა 10 მაისს, დღის პირველ ნახევარში, ამავე სკოლის კაფეტერიაში საკვების მიღების შემდეგ. 16-ვე მოწამლულმა ლობიანი ღვეზელი ჭამა. რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფროსმა დავით ბეგაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მოსწავლეებმა მცირე ინტოქსიკაცია მიიღეს: „მსუბუქი თავბრუსხვევა და გულისრევის შეგრძნება ჰქონდათ. ზოგს იქვე, სკოლაში, მინერალური წყალი, ზოგს კი სხვა დახმარება აღმოუჩინეს. სტაციონარში გადაყვანა არავის დასჭირდა “. დავით ბეგაშვილის თქმით... Читать дальше...
10 მაისს, მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა იმ კომისიის განახლებული შემადგებლობა, რომელმაც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხებზე უნდა იმუშაოს, რაც ასევე მოიცავს დავით გარეჯის საკითხსაც. საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, კომისიას მისი მოადგილე, ლაშა დარსალია ჩაუდგება სათავეში. კომისიის წევრების ვინაობა „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდება. „კომისიის შემადგენლობა განახლდა და ის სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებით დაკომპლექტდა. ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებთან კი მიღწეულია შეთანხმება... Читать дальше...
უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ და ახლა უკვე თსუ-ს რექტორის მოადგილემ ნინო გვენეტაძემ ათთვიანი სიჩუმის შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა და კითხვაზე, იყო თუ არა მისი პოსტიდან წასვლის მიზეზი ზეწოლა, უპასუხა, რომ არა. „არავითარი ზეწოლა ჩემზე არ განხორციელებულა. მე მყარი საკონსტიტუციო ვადით ვიყავი გამწესებული უზენაეს სასამართლოში. გამჭვირვალე მართლმსაჯულების უზრუნველყოფისთვის, უზენაეს სასამართლოში კონფლიქტური სიტუაციები ბევრჯერ იყო, თუმცა ეს ზეწოლა არ ყოფილა“, - განაცხადა თსუ-ს რექტორის მოადგილემ. Читать дальше...
ვიტალი საფაროვის საქმეზე 10 მაისს დანიშნული სასამართლო პროცესი გადაიდო, ერთ-ერთი ბრალდებულის, ავთანდილ კანდელაკიშვილის ადვოკატის, ზურაბ ბეგიაშვილის გამოუცხადებლობის გამო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროცესი 14 მაისს 11:00 საათზე გაიმართება. ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე ორ ბრალდებულს, გიორგი სოხაძესა და ავთანდილ კანდელაკიშვილს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მათ ბრალად ედებათ განზრახ მკვლელობა, ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული - რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიადაგზე. Читать дальше...
თუ დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილის ემოციური მდგომარეობა არის კრიტიკულად მაღალი და მის ფიქრებში კვლავ ტრიალებს შურისძიების თემა, პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ხელისუფლებას, - ნათქვამია პანკისის ხეობის სახალხო კრების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „უკვე წელიწადნახევარია ჩვენ თვალს ვადევნებთ შვილმოკლული მამის სამართლებრივ ბრძოლას. მალხაზ მაჩალიკაშვილმა დასაწყისშივე პირადი შურისძიების გზას არჩია მართლმსაჯულების აღსრულება. თუ დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილის ემოციური მდგომარეობა არის კრიტიკულად მაღალი და მის ფიქრებში კვლავ ტრიალებს შურისძიების თემა... Читать дальше...
ორი ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა მძევლების გათავისუფლების ოპერაციის დროს დასავლეთ აფრიკის სახელმწიფო ბურკინა ფასოში. საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის 10 მაისის ინფორმაციით, ოპერაცია მიზნად ისახავდა ორი ფრანგი, ერთი ამერიკელი და სამხრეთ კორეელი მოქალაქის გათავისუფლებას. ისინი გასულ კვირას გაიტაცეს პენჯარის ნაკრძალში მოგზაურობის დროს, ხოლო მათი მეგზური მოკლული იპოვეს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მწუხარება გამოთქვა ორი ჯარისკაცის დაღუპვის გამო და პირობა დადო, რომ დაეხმარება ბურკინა ფასოს და მის მეზობელ სახელმწიფო... Читать дальше...
ჩემი ინფორმაციით, გრძელდება გამოძიება, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა. ხოლო რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით და როგორ წარიმართება საქმე, მისი თქმით, ეს კონკრეტული უწყების პრეროგატივაა. საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოახდინა უმძიმესი დანაშაულის პრევენცია. „რაც მოვისმინეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგის შედეგად, ჩვენ ყველამ ვნახეთ,... Читать дальше...