Facebook Messenger Viber Twitter საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინფორმაციით, ორგანიზაციის სამდივნომ დასაშვებად სცნო პოლიტიკური პარტია “ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერიას განცხადება ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტის, თეა ადეიშვილის წინააღმდეგ. სადავო სიუჟეტი 25 მარტს გავიდა გადაცემა P.S.-ს ეთერში. მასალაში საუბარი იყო საქართველოს პარლამენტის რეზოლუციაზე, რომელიც ეხება რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების […]
70 წლის წინ, 1948 წლის 3 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი ხელს მოაწერს კანონს, რომელიც ჯორჯ მარშალის გეგმას აამოქმედებს. ასე დაიწყება ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ყველაზე საინტერესო თავგადასავალი, რომელიც ძალიან მალე დაგვირგვინდება ევროკავშირის დაარსებით.
ბათუმის პორტის თანამშრომლებმა შიმშილობის აქცია შეწყვიტეს მაშინვე, როგორც კი საზღვაო ნავსადგურის დირექტორი დანიარ მუხამედ რახიმი თანამდებობიდან გადადგა. ეს ამბავი კი მას შემდეგ გავრცელდა, რაც ბათუმის პორტის მოშიმშილე თანამშრომლებმა ყაზახური კომპანია „ყანსტრანსოილის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა დაასრულეს და იქიდან რახიმის გადადგომის შესახებ განცხადების ასლი გამოიტანეს. ბათუმის საზღვაო ნავსადგურის 6 თანამშრომელი 4 დღე შიმშილობდა. მათგან ორი, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, დღეს სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა . Читать дальше...
21 მუშა დაღუპული სამუშაო ადგილზე ტყიბულში 2010 წლიდან დღემდე.
Facebook Messenger Viber Twitter რატომ ვერ ხერხდება ტყიბულის მაღაროებში უსაფრთხოების ნორმების დაცვა, რამდენად მოწესრიგდა ამ კუთხით კანონმდებლობა და საჭიროა თუ არა კომპენსაციების გაზრდა დაზარალებული ოჯახების მიმართ? – ამ კითხვებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ნუკრი ქანთარიას მივმართეთ. _ ბატონო ნუკრი, საკმაოდ მძიმე ფაქტი მოხდა ტყიბულის მაღაროში. გარდაცვლილია ექვსი მეშახტე. მსგავსი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად, რატომ ვერ მოახერხა დღემდე […]
ევროკავშირის დასავლეთი ბალკანების სამიტს, რომელიც 17 მაისს სოფიაში ჩატარდება, უკვე პრობლემები შეექმნა საბოლოო ერთობლივი დეკლარაციის ფორმისა და შინაარსის გარშემო შექმნილი უთანხმოებების გამო. ევროკავშირის 28 ქვეყნისა და 6 დასავლეთ ბალკანური ქვეყნის - ალბანეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინას, კოსოვოს, მაკედონიის, ჩერნოგორიისა და სერბეთის - სამიტი ბულგარეთის ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობის გვირგვინი უნდა გამხდარიყო. თუმცა, სამიტზე კოსოვოს დასწრებას აპროტესტებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები - კვიპროსი, საბერძნეთი... Читать дальше...
ქუთაისში, რიონის სანაპიროზე მდებარე სახლები, უკვე საუკუნეზე მეტია, რაც რეკონსტრუქციას ელოდებიან. ეს სახლები მე-19 საუკუნის ბოლოს აშენდა.
კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორებმა ხუთ აპრილს გამოაცხადეს, რომ ირანელი რეჟისორის, აშყარ ფარჰადის ახალი ფილმით, ფსიქო-ტრილერით, „ყველამ უწყის“, გახსნიან მომავალ ფესტივალს მაისის თვეში. ფესტივალი, რომელიც 9-19 მაისს გაიმართება, გაიხსნება ესპანურენოვანი ფილმით, რომელშიც მონაწილეობენ პენელოპე კრუზი და ხავიერ ბარდენი. ფილმი მონაწილეობს კონკურსში მთავარი პრიზის, „ოქროს პალმის“ მოსაპოვებლად. ფარჰადის ადრინდელ ფილმებს მოგებული აქვს ორი „ოსკარი“, ასევე ბერლინის კინოფესტივალის მთავარი პრიზი, „ოქროს დათვი“.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 6 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად. შესაბამისად, 6 აპრილს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება. ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. Читать дальше...
ლონდონის პოლიციამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ იულია სკრიპალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება, თუმცა ის თავს კვლავინდებურად დეზორიენტირებულად გრძნობს. განცხადებაში არაფერია ნათქვამი მამამისის, ყოფილი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის ჯანმრთელობაზე. სერგეი და იულია სკრიპალები ინგლისის ქალაქ სოლსბურიში 4 მარტს მოწამლეს. დასავლეთის ქვეყნები თავდასხმაში რუსეთს ადანაშაულებენ.
რუსეთს სურს გაეროს უშიშროების საბჭომ განიხილოს ბრიტანეთში რუსეთის ყოფილი ჯაშუშის და მისი შვილის მოწამვლის საქმე და მოითხოვს ინციდენტის საერთაშორისო გამოძიებას. 5 აპრილის ღია სხდომა გაიმართება ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც მოსკოვმა ვერ შესძლო საერთაშორისო გამოძიების დაწყებისთვის მიეღწია ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ორგანიზაციაში. უშიშროების საბჭომ ადრე უკვე განიხილა ეს თემა ბრიტანეთის მოთხოვნით, მაგრამ ის უშედეგოდ დასრულდა. ლონდონი თვლის, რომ „დიდია ალბათობა“ იმისა, რომ რუსეთი დგას 4 მარტის თავდასხმის უკან... Читать дальше...
პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შაჰიდ აბასი 6 აპრილს ავღანეთს ეწვევა. ეს ძალიან მნიშნელოვანი ვიზიტია, რომლის მიზანიც მეზობელ ქვეყნებს შორის არსებული დაძაბულობის განმუხტვაა. პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით აბასი ქაბულში მთელ დღეს დაჰყოფს და ილაპარაკებს საკითხების ფართო სპექტრზე, მათ შორის, ქაბულსა და თალიბანს შორის მოლაპარაკებების შუამავლობაზე. აბასი პრემიერ-მინისტრი გასულ წელს გახდა და ეს მისი ამ რანგში პირველი ვიზიტია ავღანეთში.
წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა რუსთავის სასამართლოს მოსამართლე ქეთინო ლუაშვილმა ამირან გამყრელიძეს და არსენ თხელიძეს, რომლებიც პოლიციამ 2 აპრილს რუსთავში დააკავა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაზე და მის ეკიპაჟზე თავდასხმის ბრალდებით. დაკავებულებს ასევე ბრალი ედებათ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და მათზე ძალადობაში.
წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა რუსთავის სასამართლოს მოსამართლე ქეთინო ლუაშვილმა ამირან გამყრელიძეს და არსენ თხელიძეს, რომლებიც პოლიციამ 2 აპრილს რუსთავში დააკავა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაზე და მის ეკიპაჟზე თავდასხმის ბრალდებით. დაკავებულებს ასევე ბრალი ედებათ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და მათზე ძალადობაში.
თურქეთიდან გავრცელდა ინფორმაცია ქალაქ ესქიშეჰირის უნივერსიტეტში ოთხი ადამიანის მკვლელობის შესახებ. სააგენტო ანადოლუ იტყობინება, რომ თავდასხმა მოხდა ხუთ აპრილს ესქიშეჰირის ოსმანღაზის უნივერსიტეტში. სააგენტოს ცნობით, უნივერსიტეტის ერთ-ერთმა მკვლევარმა ესროლა დეკანის მოადგილეს, მდივანს და ორ მასწავლებელს. დოგანის სააგენტოს თანახმად, პოლიციამ შეიარაღებული პირი დააკავა. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
სასაკლაოები კახეთში კანონს მუდმივად არღვევენ. ცოტა ხნის წინ დალუქულმა ობიექტებმა 1000-1000-ლარიანი ჯარიმები გადაიხადეს, პრობლემები მოაგვარეს და მუშაობა განაახლეს, თუმცა ირკვევა, რომ მეწარმეები ერთი და იმავე დარღვევის გამო წინა წლებშიც დაუჯარიმებიათ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამშვიდობო ინიციატივა “ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა დღეს დაწვრილებით გააცნო არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და იმ სპეციალისტებს, რომლებიც კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე მუშაობენ.
ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორმა, ირაკლი გოგინავამ რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ კლინიკაში მოთავსებული ორი ტყიბულელი მაღაროელიდან ერთს, 36 წლის პაციენტს სხეულის ზოგადი დაჟეჟილობა და თავის ტრავმა აქვს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და პალატაში იმყოფება. ირაკლი გოგინავას ინფორმაციით, რეანიმაციულ განყოფილებაშია მეორე, 55 წლის პაციენტი, რომელსაც თავის და გულ-მკერდის მასიური ტრავმა და სახის ძვლების მოტეხილობა აქვს და მისი მდგომარეობა საშუალოზე მაღალი სიმძიმისაა. ამასთან, ექიმის განცხადებით... Читать дальше...
Facebook Messenger Viber Twitter პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი გედევან ფოფხაძის მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას ჟურნალისტებთან გამოეხმაურა. “ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ერთად მოვდივართ. რაღაც ცვლილება შეიძლება მხოლოდ სამართლებრივად მოხდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გედი ფაქტობრივად უმრავლესობაში დარჩება. რაც შეეხება უმრავლესობაში არსებულ მდგომარეობას, მე მეჩვენება, რომ ტრაგიკული მდგომარეობის დახატვა გადაჭარბებულად ხდება. სინამდვილეში ეს […]
საერთაშორისო ორგანიზაციამ, „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა“ უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდა, აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, ფიკრეტ ჰუსეინლის დაუყოვნებლივ დაუბრუნოს ნიდერლანდების მოქალაქის პასპორტი და არ დაუშვას აზერბაიჯანში მისი ექსტრადიცია. „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ ევროპის და შუა აზიის პროგრამების კოორდინატორის, ნინა ოგნიანოვას განცხადებით, უკრაინამ არ უნდა შეასრულოს კრიტიკოსების დევნით ცნობილი აზერბაიჯანის ავტორიტარული რეჟიმის მოთხოვნა ექსტრადიციის შესახებ, რადგან ეს უკავშირდება ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობას. Читать дальше...
საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ადამიანების ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, მყისიერად გამოეხმაურნენ ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო უწყებები.
3 დაშავებული, 6 დაღუპული. ისევ ტყიბული, ისევ მინდელის მაღარო. უბედური შემთხვევა 5 აპრილს, ღამის 4 საათზე, მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დასავლეთის მე-10 ველში, პირველ ნახშირმომპოვებელ უბანში, ე.წ. „სამთო დარტყმის“ შედეგად, გვირაბის გვერდითი ქანები ჩამოიშალა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, ცხედრები - ექსპერტიზაზე.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განკარგულებით, მექსიკასთან საზღვარს გააკონტროლებს ეროვნული გვარდიაც, რომელიც შეიარაღებული ძალების სარეზერვო ჯგუფია. პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, სანამ აშშ-ს დამცავი კედელი არ ექნება, მექსიკასთან საზღვარს სამხედროები დაიცავენ. მექსიკიდან არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად საზღვარზე კედლის მშენებლობა დონალდ ტრამპის ერთ-ერთი საარჩევნო დაპირებაა. აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მინისტრის, კირსტენ ნილსენის განმარტებით, ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფები მესაზღვრებს ტექნიკურად... Читать дальше...
2018 წელს სამუშაო ადგილზე დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. ბოლო სამ თვეში, სამშენებლო სექტორში დაიღუპა 8 ადამიანი, სამთო-მოპოვებით სამუშაოებს ემსხვერპლა 7 ადამიანი. ბოლო უბედური შემთხვევა მოხდა 5 აპრილს, ღამის 4 საათზე, ტყიბულის მინდელის მაღაროში. წინასწარი ინფორმაციით, ე.წ. „სამთო დარტყმის“ შედეგად დაიღუპა 6 და დაშავდა 3 მაღაროელი. მინდელის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევების არასრული სია: 2010 წლის 4 მარტს, ტყიბულის მინდელის მაღაროში აფეთქების შედეგად, 4 მაღაროელი დაიღუპა 2010 წლის 27 აგვისტოს... Читать дальше...
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უდიდესი მწუხარება გამოთქვა ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი შემთხვევის შედეგად 6 ადამიანის დაღუპვის გამო. გიორგი კვირიკაშვილმა სამძიმარი და თანადგომა გამოუცხადა გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, დაშავებულ მაღაროელებს სათანადო მკურნალობა უტარდება და მაქსიმუმი კეთდება მათი ჯანმრთელობისთვის. ტყიბულის მინდელის შახტში უბედური შემთხვევა 5 აპრილს, გამთენიისას მოხდა. დაიღუპა 6 და დაშავდა 3 მაღაროელი. წინასწარი ოფიციალური ინფორმაციით... Читать дальше...