შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო 222-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით, რაც სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირებას გულისხმობს. შსს-ში აცხადებენ, რომ ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პორტში გემი ვერ შევიდა, თანამშრომელთა ნაწილის გადაწყვეტილების მიზეზით, რომლებმაც მცირე ზომის ხომალდით, ხელოვნურად ჩახერგა ზღვით შესასვლელი. პორტის გაფიცული თანამშრომლები კი აცხადებენ, რომ თანამშრომლებმა ამ ფორმით სოლიდარობა გამოუცხადეს მოშიმშილეებს. "ნავსადგურის ფლოტის მცურავი ერთეულის კაპიტნებმა სოლიდარობა გამოხატეს. Читать дальше...
Facebook Messenger Viber Twitter “რომ ამბობენ, მიშა მაგარი იყოო, რა მაგარი იყო? – არ იყო რა მაგარი, რომ ამბობენ მაგის დროს ცხოვრების დონე გაუმჯობესდაო, არ გაუმჯობესებულა, რამდენი იყო საშუალო ხელფასი მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს? მე ეკონომიკური კუთხიდან ვუყურებ ამას და ეკონომიკა გადატანილი იყო ჩრდილოვანში და ძირითადად უცხოური დახმარებებით ხდებოდა ფინანსების შემოდინება” – განაცხადა დავით აქუბარდიამ […]
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლის გეგმაზე ლაპარაკობს და, მართალია, კონკრეტულ დროს არ ასახელებს, მაგრამ ამბობს, რომ საქართველოში ხელისუფლება 2018 წელსვე უნდა შეიცვალოს.
გაერო საერთაშორისო თანამეგობრობისაგან ითხოვს 2,96 მილიარდ დოლარს ჰუმანიტარული დახმარებისათვის, რომელიც იემენში სასწრაფოდ სჭირდება მილიონობით ადამიანს. დონორთა კონფერენციაზე, რომელიც 3 აპრილს ჟენევაში გაიმართა, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა „კატასტროფული“ და „მსოფლიოს უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისი“ უწოდა იემენში შექმნილ ვითარებას. ეს ქვეყანა მოცულია პრეზიდენტ აბდ-რაბუ მანსურ ჰადის მთავრობასა და ჰუთიტ მეამბოხეებს შორის კონფლიქტით. მთავრობას ეხმარება საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედი კოალიცია, ხოლო შიიტ ჰუთიტებს - ირანი. Читать дальше...
საქართველოს საპარლამენტო ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ წევრი ემზარ კვიციანი პარლამენტს სთავაზობს საკანონმდებლო პროექტს, რომლის მიხედვით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება. ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, 3 აპრილს პარლამენტის ბიუროს წარედგინა “სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, რომლის გათვალისწინებით, პირს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის ფულადი ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა შეეფარდება. დეპუტატის ინიციატივის პარლამენტის მიერ კანონპროექტის გაზიარების შემთხვევაში... Читать дальше...
ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციამ რეორგანიზაციის პროცესი შეაჩერა. პორტის გენერალური დირექტორის, დანიარ მუხამედ რახიმის ინფორმაციით, გადაწყვეტილება მიღებულია შექმნილი კრიზისული სიტუაციიდან გამომდინარე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიმართვის გათვალისწინებით. ”ობიექტურობის გაზრდის მიზნით, პორტმა უკვე შექმნა შრომით კოლექტივში სოციალური სტაბილურობის შენარჩუნების კომისია, რომელსაც კოლექტივის მოთხოვნის გათვალისწინებით უხელმძღვანელებს ბათუმის ნავთობტერმინალი და არა პორტის ადმინისტრაცია“ - განაცხადა რახიმმა. Читать дальше...
პირველად იყო მათრახი და მერეც სულ იყო მათრახი და ხიშტი, თუმცა შიგადაშიგ თაფლაკვერიც გამოერეოდა ხოლმე. კავკასიაში გამოგზავნილი მეფისნაცვლებიც ასეთივე პრინციპით შეირჩეოდნენ ხოლმე.
ადვოკატმა ვიქტორ ჩევგუზმა უარი თქვა პატიმრობაში მყოფი სახალხო დეპუტატის, ნადეჟდა სავჩენკოს დაცვაზე. აცილების განცხადება ადვოკატმა გაუგზავნა უკრაინის უშიშროების სამსახურს. უკრაინის ეროვნული გმირი და დეპუტატი ქალი უშიშროების სამსახურმა კიევში დააკავა მას შემდეგ, რაც 22 მარტს, პარლამენტმა დააკმაყოფილა გენერალური პროკურატურის მიმართვა და ხმათა უმრავლესობით სავჩენკოს მოუხსნა დეპუტატის იმუნიტეტი. პროკურატურის ბრალდებით, ნადეჟდა სავჩენკო მოქმედებდა 8 მარტს დაკავებულ, ორგანიზაცია „ოფიცერთა კორპუსის“ ხელმძღვანელთან... Читать дальше...
საქართველოს სუმოს ფედერაციას უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში ლევან ცაგურია უხელმძღვანელებს. დღეს სასტუმრო „სიმპათიაში“ გამართულ რიგგარეშე საარჩევნო ყრილობაზე ხმის უფლების მქონე ცხრა დელეგატმა ვეტერან სუმოისტს ერთხმად დაუჭირა მხარი. ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი თენგიზ რუხაძე პირველი ვიცე-პრეზიდენტის რანგში გააგრძელებს მუშაობას. მის გარდა, ვიცე-პრეზიდენტები იქნებიან: ვანო გარუჩავა, ლაშა აბესაძე და ანზორ მარტყოფლიშვილი, ხოლო გენერალური მდივანი - მალხაზ ჯორბენაძე. ლევან ცაგურია პროფესიული სუმოს უმაღლესი... Читать дальше...
მოლდავეთში ექვს პირს მიუსაჯეს პატიმრობა მას შემდეგ, რაც სასამართლომ ისინი დამნაშავედ სცნო გავლენიანი პოლიტიკოსისა და მაგნატის ვლადიმირ პლახატნიუკის მკვლელობის მცდელობაში. კიშინიოვის სასამართლომ 2 აპრილის გვიან ღამით გამოაცხადა ვერდიქტი. ვლადიმირ პლახატნიუკი მოლდავეთის მმართველი დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარეა. მსჯავრდებულთა ჯგუფი სამართალდამცველებმა 2017 წელს მოლდავეთსა და უკრაინაში დააპატიმრეს. გამოძიების თანახმად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელს, მოლდავეთის ვეტერან სპორტსმენთა... Читать дальше...
რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ალექსეი ნავალნი, რომელსაც ხელისუფლებამ არ მისცა ნება ამასწინანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში დაეყენებინა საკუთარი კანდიდატურა, - აპირებს ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას. ამის შესახებ ცნობა გაავრცელა ნავალნის მიერ დაფუძნებულმა ანტიკორუფციული ფონდის ადვოკატმა, ივან ჟდანოვმა. მის მიერ გავრცელებული სარეგისტრაციო დოკუმენტის თანახმად, რომელიც იუსტიციის სამინისტროს 29 მარტს გადაეცა, ახალი პარტიას ეწოდება „სამუშაო სახელწოდება“ ( "Рабочее название".), რაც გარდამავალია სახელია. Читать дальше...
რეგიონის საკანონმდებლო ორგანომ 42 ხმით სამის წინააღმდეგ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, ამიერიდან ეკატერინბურგის მერს ქალაქის საბჭო შეარჩევს კანდიდატთა სიიდან, რომელსაც კომისია შესთავაზებს.
რუსეთის პრეზიდენტი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ჩავიდა თურქეთში, სადაც მოლაპარაკებებს გამართავს ირანისა და თურქეთის ლიდერებთან. კრემლის ინფორმაციით, 3 აპრილს ანკარაში ერთმანეთს შეხვდებიან რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები რომლებიც, ორი ქვეყნის თანამშრომლობის საბჭოს სამიტის ფარგლებში, განიხილავენ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს, იმსჯელებენ „ენერგეტიკის სფეროში ერთობლივი სტრატეგიული პროექტების“ განხორციელებაზე. რუსეთის სახელმწიფო დელეგაციის დასახვედრად ანკარის აეროპორტში გაიმართა ოფიციალური ცერემონია. Читать дальше...
Facebook Messenger Viber Twitter ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება. „სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლით ნურავინ გვაშინებს, ჩამოვიდეს, დავხვდებით, მას ქართული მართლმსაჯულება და პენიტენციური დაწესებულება ელოდება. საქართველო წარსულს, მით უფრო, ნეგატიურ წარსულს, არასდროს დაუბრუნდება. არ ვიცი, რატომ ფიქრობენ, რომ საზოგადოებას ის ბოროტება დაავიწყდა, რაც წინა ხელისუფლებამ ქვეყანას თავს დაატეხა. […]
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა სპეციალური სხდომა დაუთმო დაბა კაზრეთში გარემოს დაბინძურების პრობლემას. 3 აპრილს გამართულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ოქროს მომპოვებელი კომპანიები რამდენიმე მიმართულებით არღვევენ გარემოზე ზემოქმედების სანებართვო პირობებს. კერძოდ, აბინძურებენ მდინარეებს: მაშავერას, ფოლადაურსა და კაზრეთულს, ნიადაგს და ატმოსფერულ ჰაერს. დავითაშვილის თქმით, RMG Cooper-ის და RMG Gold-ის... Читать дальше...
მიმდინარე წელს კახეთში პირველი სეტყვა უკვე მოვიდა, მაგრამ, მცირე მასშტაბების გამო, არავინ დაუზარალებია. თუმცა მოსახლეობის ნაწილი და ოპოზიცია წინა წელს იხსენებს, როცა, მათი თქმით, ზარალი დიდი იყო.
ბათუმის საზღვაო ნავსადგურში შექმნილი კრიზისული ვითარებიდან გამომდინარე, პორტის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება ამ ეტაპზე რეორგანიზაცია, შემცირებები და აუტსორსინგი შეაჩეროს.
სასურსათო ბაზარზე მომხმარებლებს, საქონლის ხორცის ნაცვლად, ცხენისა და ვირის ხორცს სთავაზობენ. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხორცისა და ხორცპროდუქტების 20 ნიმუშიდან, რომელიც თბილისის ნახევარფაბრიკატების საწარმოებიდან, ხორცპროდუქტების სარეალიზაციო ობიექტებიდან და აგრარული ბაზრებიდან იქნა აღებული, შვიდი ნიმუშში აღმოჩნდა ცხენის ხორცი, ხოლო ორი ნიმუშში - როგორც ცხენის, ასევე ვირის ხორცი. ხორცის სახეობრივი კვლევის პროგრამის ფარგლებში, ლაბორატორიულად შემოწმდა მსხვილფეხა პირუტყვის ხორცი, ხინკალი, გუფთა, ბლითი, ქაბაბი და ბასტურმა. Читать дальше...
ქალთა მიმართ სექსუალურ შევიწროვებაში დადანაშაულებული ზვიად დევდარიანი მისი და მისი ოჯახის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სარჩელით მიმართავს. საგანგებო პრესკონფერენციაზე, მისმა ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ განაცხადა, რომ ზვიად დევდარიანის პირადი მიმოწერის გასაჯაროვებით ჩადენილია სისხლის სამართლის დანაშაულიც, რის გამოც ზვიად დევდარიანი კონკრეტული პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს. დიმიტრი გაბუნია ამბობს, რომ საჭიროა მკაცრად გაივლოს წითელი ხაზები შანტაჟს... Читать дальше...
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაქოვის წინააღმდეგ. მას რუსეთის მოქალაქეთა საარჩევნო უფლების ხელყოფაში ადანაშაულებენ. საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, 2018 წლის 18 მარტს, რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების დღეს, არსენ ავაქოვის პირადი განკარგულებით რუსეთის მოქალაქეები ხმის მისაცემად არ შეუშვეს კიევში, ლვოვში, ოდესასა და ხარკოვში რუსეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში გახსნილ უბნებზე. საგამოძიებო კომიტეტი მიიჩნევს, რომ მსგავსი ქმედებით... Читать дальше...
რადიო თავისუფლების რეპორტაჟს ქუთაისში, მიწისქვეშა გადასასვლელებში ნაგვისა და ანტისანიტარიის შესახებ, მერიიდან რეაგირება მოჰყვა.
3 აპრილს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარი იყო სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე, მან ილაპარაკა ომბუდსმენის 2017 წლის ანგარიშზე, რომელიც ადამიანის უფლებების მდგომარეობას ასახავს.
ზვიად დევდარიანი მისი და მისი ოჯახის პატივისა და რეპუტაციის შელახვის საკითხზე სამართლებრივ ბრძოლას იწყებს. დღეს ამის შესახებ პრესკონფერენციაზე დევდარიანმა და მისმა ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ განაცხადეს.
3 აპრილს ვაშინგტონში, თეთრ სახლში გაიმართება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრა ლიტვის, ესტონეთის და ლატვიის პრეზიდენტებთან, დალია გრიბაუსკაიტესთან, კერსტი კალიულაიდსა და რაიმონდს ვეიონისთან. ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერები აშშ-ის პრეზიდენტს მიმართავენ, მეტი გააკეთოს რუსეთის შესაკავებლად და ამ მიზნით გააძლიეროს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე ამერიკული სამხედრო ძალების ყოფნა. ლიტვის ხელისუფლების მაღალჩინოსანმა სააგენტო ფრანს-პრესს აცნობა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტები დონალდ ტრამპს თხოვენ... Читать дальше...
რუსეთის ჩექმა საქართველოში _ ჯიმი