საერთაშორისო და ადგილობრივი კონკურსების გამარჯვებული ახალგაზრდა გამომგონებლები თავიანთ პროექტებზე მუშაობენ. ბექა მიქაძე 2016 წელს გუნდთან ერთად ნასაში პრეზენტაციითაც წარდგა, ახლა კი ვახტანგ კონტრიძესთან ერთად თავის ახალ პროექტს Space X-ს სთავაზობს.
ცდილობს თუ არა ხელისუფლება თავისუფალი მედიის შეზღუდვას? საუბარია ტელეკომპანიების „ტვ პირველისა“ და „იბერიის“ დამფუძნებლებისათვის ფინანსური პრობლემების შექმნაზე.
საქართველოს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის ცვლილებების კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები დეპუტატებს 21 თებერვალს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა გააცნო.
„ნინოს+ლუკა“ ან „აქ იყო მამუკა“ - ასეთი და უფრო მრავალშინაარსიანი წარწერების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ამოკაწვრა -როგორც ქართულად, ისე სხვა ენებზე - ისევ გრძელდება.
შიდა ქართლის გუბერნატორს, კახაბერ სამხარაძეს, თებერვლიდან ხელფასი გაეზარდა. აქამდე ის თვეში 2 950 ლარს იღებდა. ახლა კი 5 900 ლარს მიიღებს. ხელფასები მის მოადგილეებსაც გაეზარდათ.
საქართველოს პარლამენტის უმცირესობის წევრებმა კოლეგებს მოუწოდეს, მხარი დაუჭირონ „მუხთარლის საქმის“ გამოსაძიებლად დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას. 21 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას ფრაქციის, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ მიმდინარე გამოძიებისადმი ოპოზიციისა და მმართველი ძალის ნდობის ხარისხი სხვადასხვაა, ამიტომ პასუხისმგებლობა პარლამენტმა უნდა აიღოს. ელენე ხოშტარიას თქმით, „ევროპულმა საქართველომ“ საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა რამდენიმე თვის წინ დააყენა... Читать дальше...
21 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მაია ქურციკიძე, UNICEF-ის კომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელი.
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა სირიის აღმოსავლეთ ღუტის რაიონში ძალადობის ესკალაციის გამო. გუტერეშის ინფორმაციით, საჰაერო და საარტილერიო იერიშების შედეგად, 19 თებერვლის შემდეგ დაიღუპა ასზე მეტი ადამიანი, მათ შორის 13 ბავშვი. გაეროს გენერალურმა მდივანმა კატასტროფული უწოდა სირიის ამ რაიონში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობის მდგომარეობას. ამასთან, სირიელი უფლებადამცველების ინფორმაციით, ბოლო სამ დღეში დაიღუპა ორასზე მეტი ადამიანი. პრეზიდენტ ასადის მოწინააღმდეგე... Читать дальше...
თბილისის საკრებულოს ფრაქციის, ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა მთავარ პროკურატურას მიმართა განცხადებით საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის შესაძლო, თანამდებობრივი გულგრილობის გამოსაძიებლად. ხაბეიშვილის განმარტებით, საქმე ეხება ტყემალაძის უარს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაემართა მეტროს სადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის გამო. ”როცა საქმე ეხება საკრებულოს დეპუტატების ხელფასებს, პრემიებს, დანამატების გაზრდას, ბიძინა ივანიშვილს, რიგგარეშე სხდომას ნიშნავენ, ხოლო როცა საქმე ეხებოდა ”ვარკეთილში” ჭერის ჩამონგრევას... Читать дальше...
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ვაშინგტონის ქმედებებმა რუსეთის ბიუჯეტი დააზარალა დაახლოებით სამი მილიარდი დოლარით. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, ჰიზერ ნოიერტის განცხადებით, ვაშინგტონი წარმატებად მიიჩნევს იმას, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მოსკოვის ჩარევის და სირიაში მისი მოქმედებების გამო, რუსეთის ბიუჯეტში ნაკლები თანხა შედის. ნოიერტის თქმით, აშშ-ის მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად, ზოგიერთმა ქვეყანამ შეწყვიტა რუსეთისგან სხვადასხვა მასალის და რესურსის შეძენა. Читать дальше...
ზამთრის ოლიმპიური თამაშების მეთორმეტე დღეს პირველი ოქროს მედლით იტალიელებმა გაიხარეს. სწრაფდაშვებაში ქალთა შორის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა სოფია გოჯა, რომელმაც დისტანცია 1:39,22 წუთში დაფარა და უახლოეს მდევარს, ნორვეგიელ რაგნილდ მოვინკელს, 0,09 წამით აჯობა. მოვინკელი “პიონჩანგი 2018”-ზე მეორე ვერცხლის მედალს დაეუფლა: სწრაფდაშვებამდე ის გიგანტურ სლალომში ავიდა კვარცხლბეკზე. მესამე საპრიზო ადგილი ამერიკელმა ლინდსი ვონმა დაიკავა, რომელიც სოფია გოჯას 0,47 წამით ჩამორჩა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ვერავინ შეეხება მონაპოვარს, რასაც თავისუფალი მედია ჰქვია. 21 თებერვალს, მთავრობის სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა ბოლო დღეებში გავრცელებულ ცნობებს, რომ ხელისუფლება ცდილობს დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლას, რასაც მისი თქმით, არაჯანსაღი აჟიოტაჟი მოჰყვა. „ჩვენი ხელისუფლების პირობებში ასეთი ტიპის ბრალდებები სრული აბსურდია. გამორიცხულია, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ასეთი რამ ხდებოდეს. ასევე გამორიცხულია, ჩვენი ხელისუფლების პირობებში... Читать дальше...
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის და ჩრდილოეთ კორეის დელეგაციის შეხვედრა ფხენიანმა ბოლო წუთს გააუქმა - ამის შესახებ ჟურნალისტებს აცნობა პენსის ოფისის ხელმძღვანელმა, ნიკ აიერსმა. ვიცე-პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურ პირებს, მათ შორის ქვეყნის ლიდერის, კიმ ჩენ ინის დას, კიმ იო ჩონს 10 თებერვალს უნდა შეხვედროდა სამხრეთ კორეაში, ზამთრის ოლიმპიადის დედაქალაქ პიონჩანში. ფხენიანის დელეგაციამ მაიკ პენსთან შეხვედრაზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა დაგმო ჩრდილოეთ კორეაში ადამიანის უფლებების დარღვევა და განაცხადა... Читать дальше...
Facebook Messenger Viber Twitter გამორიცხულია, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ასეთი რამ ხდებოდეს. მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ასევე გამორიცხულია, ჩვენი ხელისუფლების პირობებში საკუთარი ბიზნესი ვინმემ გამოიყენოს ხელისუფლების შანტაჟის იარაღად და ჩვენ დავრწმუნდით, რომ სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე”, – ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბრალდებებს, რომ ხელისუფლების მხრიდან მედიაზე ზეწოლა მიმდინარეობს. “მინდა, აუცილებლად გამოვეხმაურო იმ ძალიან არაჯანსაღ […]
Facebook Messenger Viber Twitter ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე რამდენიმე მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, ფოტოზე ნაჩვენებია ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდები, რომლებიც დარბაზში მსხდომ ახლობლებს უღიმიან. აღნიშნული ფოტოს შესახებ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა და ითქვა, რომ ისინი არიან მკვლელობაში ბრალდებულები, რასაც სოც.ქსელის მომხმარებლების მხრიდან აგრესია მოჰყვა. “ამიტომ ვამბობ ხოლმე ადამიანებო! კარგად ვიდრე არ გაერკვევით საკითხში […]