Facebook Messenger Viber Twitter პოლიტიკური პლატფორმა “ახალი საქართველო”-ს დამფუძნებელ გიორგი ვაშაძის განცხადებით, ღირებულებების თვალსაზრისით ნაციონალური მოძრაობა უფრო მისაღებია, ვიდრე მისგან გამოყოფილი პარტია “ევროპული საქართველო”. როგორც ვაშაძე ამტკიცებს, პარტიას რეალურად თამარ ჩერგოლეიშვილი მართავს, რომელმაც ლიბერალიზმზე საზოგადოებაში ნეგატიური განცდა შექმნა, რაც მისთვის მიუღებელია. “ამ პარტიაში გადაწყვეტილებებს ჩერგოლეიშვილი იღებს, დანარჩენები ამ გადაწყვეტილებებს უსმენენ. ეს არის პრობლემა, რადგან... Читать дальше...
“აუდიტორია 115”-ის წევრების ორგანიზებით აჭარის მთავრობის სახლის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა 2011 წლიდან დღემდე სამუშაო ადგილებზე 1200 ზე მეტი დასაქმებული ადამიანის დაღუპვა და დასახიჩრება გააპროტესტეს. ისინი აცხადებდნენ, რომ ადამიანების სამუშაო ადგილებზე დაღუპვის ეს საგანგაშო სტატისტიკა სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკისა და შრომის უსაფრთხოების არარსებობითაა გამოწვეული. „მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება შიმშილსა და უმძიმეს პირობებში შრომას შორის უწევთ. ეს არ არის არჩევანი. ეს არ არის თავისუფლება. Читать дальше...
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტს მიმართა. საკანონმდებლო ორგანოში ინიცირებული პაკეტის მიხედვით, ე.წ. სოციალური პენსიის პარალელურად იგეგმება დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვა. მისი ფინანსური უზრუნველყოფა დასაქმებულთა, დამსაქმებელთა და სახელმწიფოს სავალდებულო საპენსიო შენატანებით განხორციელდება. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები bშეისწავლა. საიას აზრით, საპენსიო შენატანი წარმოადგენს სავალდებულო გადასახდელს... Читать дальше...
აშშ-ის მედიის ცნობით, მერილენდში დააკავეს ეჭვმიტანილი, მას შემდეგ, რაც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს შტაბ-ბინის წინ სამი ადამიანი დაჭრეს ცეცხლსასროლი იარაღით. მანამდე 14 თებერვალს პოლიცია აცხადებდა, რომ საქმე ჰქონდა სროლის შესაძლო ინციდენტთან. იუწყებიან, რომ გამოძიების გამო ჩაიკეტა ახლოს მდებარე ქუჩა. მედია იუწყებოდა იმასაც, რომ ინციდენტის ადგილას ბეტონის ღობეზე მანქანა იყო შეჯახებული და მის საქარე მინაზე ნატყვიარები აღინიშნებოდა.
2015 წელი იდგა, როცა ექსტრემისტების ჯგუფი „ისლამური სახელმწიფო - ხორასნის პროვინცია“ შეუდგა აღმოსავლეთ ავღანეთში ახალი წევრების, მათ შორის ბავშვების, შეგროვებას. ორი ძმა - მაშინ 9 და 16 წლის ბიჭები - იხსენებს, რომ ექსტრემისტები ორი წელი წვრთნიდნენ, ამზადებდნენთვითმკვლელი ამფეთქებლების მისიისათვის, მაგრამ მათ შეძლეს მამასთან ერთად გაქცეულიყვნენ. ნანგარჰარის პროვინციაში, სადაც ახლა ცხოვრობენ, ბიჭებმა „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტს უამბეს, რა გადახდათ თავს.
Facebook Messenger Viber Twitter მიხეილ სააკაშვილს ჰოლანდიაში გადაეცა პირადობის დამადასტურებელი, რომელიც ევროკავშირში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას ანიჭებს.
ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ პარლამენტში გამართულ კენჭისყრაზე შეინარჩუნა ნდობა, მას შემდეგ, რაც გადადგა მისი კაბინეტის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც აღიარა, რომ ტყუილი თქვა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინთან ერთად შეხვედრაზე ყოფნის შესახებ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰალბე ზეილსტრა 13 თებერვალს გადადგა, მას შემდეგ, რაც პარლამენტის წინაშე აღიარა, რომ ტყუილი თქვა, როცა განაცხადა, რომ 2006 წელს პირადად მოისმინა პუტინის სიტყვები ევროპაში რუსეთის გაფართოების მიზნების შესახებ. ოპოზიციურმა დეპუტატებმა... Читать дальше...
ნატოს 29 წევრი სახელმწიფოსგან 15-მა წარმოადგინა გეგმა, თუ როგორ უნდა დააკმაყოფილოს ალიანსის თავდაცვის ხარჯვითი მიზნები 2024 წლისთვის, რაც, საბოლოო ანგარიშით, ხარჯებს 46 მილიარდი დოლარით ზრდის - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა. "ეს მნიშვნელოვანი პროგრესი და კარგი დასაწყისიაო", თქვა სტოლტენბერგმა 13 თებერვალს ბრიუსელში, ნატოს ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე და დასძინა - "კლების წლების შემდეგ, 2014 წლიდან მომსწრენი ვართ სამი წელიწადის, როცა ევროპელ მოკავშირეებსა... Читать дальше...
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა კიდევ ერთხელ გაიმეორა აშშ-ის მოწოდება, რომ ირანმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები სირიიდან და დასძინა, რომ იქ მისი სამხედრო ყოფნა რეგიონში დესტაბილიზაციას იწვევს. "ჩვენ საკმაოდ შეგვაშფოთა ახლახან მომხდარმა ინციდენტმა, რომელიც ეხებოდა ისრაელს და სირიაში ირანის ობიექტებს. ვფიქრობ, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რატომაა სირიაში ირანის ყოფნა რეგიონისთვის მხოლოდდამხოლოდ დესტაბილიზაციის მომტანი" - განაცხადა ამანში მყოფმა ტილერსონმა 14 თებერვალს. ტილერსონმა, რომელიც... Читать дальше...
კრემლის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ თუ გასულ კვირაში, სირიაში აშშ-ის მიერ განხორციელებულ საჰაერო დარტყმებს მსხვერპლი მოჰყვა რუსებს შორის, მოკლულები არ წარმოადგენდნენ რუსეთის არმიის წევრებს. ამით პესკოვი კიდევ ერთხელ შეეცადა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მთავრობის დისტანცირებას იმ ცნობებისგან, რომ 7 თებერვალს რამდენიმე რუსი მეომარი დაიღუპა მას შემდეგ, რაც სირიაში აშშ-ის და მისი მოკავშირეების ძალებზე განხორციელდა იერიში. "კრემლში არ გვაქვს დეტალური ინფორმაცია საიმისოდ, რომ დასკვნები გამოვიტანოთ" - განაცხადა პესკოვმა 14 თებერვალს... Читать дальше...
ჰოლანდიელი იორიენ ტერ მორსი ციგურებით რბოლაში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, ჰოლანდიას კი პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიადაზე უკვე ხუთი ოქროს მედალი აქვს და ხუთივე სპორტის ამ სახეობაში. ტერ მორსს ათასმეტრიანი დისტანციის დასაფარად 1:13,56 წუთი დასჭირდა. მეორე და მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს იაპონელმა მოციგურავეებმა ნაო კოდაირამ და მიჰო ტაკაგიმ, რომელმაც პიონჩანგში 1500 მეტრზეც ვერცხლის მედალი მოიპოვა.
პიონჩანგი 2018-ზე საერთო გუნდური ჩათვლის ლიდერმა, გერმანიამ, მეექვსე ოქროს მედალი მოიპოვა. სათხილამურო ორჭიდში ყველას აჯობა ერიკ ფრენცელმა და ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. ტრამპლინიდან ხტომის დასრულების შემდეგ ფრენცელი მეხუთე ადგილზე იყო და ლიდერს 36 წამით ჩამორჩებოდა, მაგრამ 10-კილომეტრიან დისტანციაზე რბოლაში ყველა კონკურენტს აჯობა. ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ იაპონელი აკიტო ვატაბე და ავსტრიელი ლუკას კლაპფერი.
Facebook Messenger Viber Twitter დოდო გუგეშაშვილი ღუდუშაურის კლინიკიდან რეანიმობილით, ბაგრატიონის ქუჩაზე იმ სახლში გადაიყვანეს, სადაც ამ დროისთვის მისი შვილის ცხედარი ასვენია. როგორც დოდო გუგეშაშვილის მეგობარმა სამსონ ბრეგვაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, დოდო გუგეშაშვილის ვაჟს, ნოდარ გუგეშაშვილს ხვალ დაკრძალავენ. „დოდო გუგეშაშვილთან შესულები ვიყავით მეგობრები, სამღვდელოება, მეუფე და გავაგებინეთ ტრაგედიის შესახებ. შეიძლება დღესვე გადავიყვანოთ სახლში რეანიმობილით, მაგრამ ისევ საავადმყოფოში […]
ჰოლანდიის საინფორმაციო სააგენტო ANP იუწყება, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი და უკრაინის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მიხეილ სააკაშვილი ჰოლანდიაში ჩავიდა, მას შემდეგ, რაც ამ კვირის დასაწყისში უკრაინამ მისი პოლონეთში დეპორტაცია განახორციელა. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით ამ ცნობას არ ადასტურებს. სააკაშვილი ჰოლანდიის მოქალაქეზე, სანდრა რულოვსზეა დაქორწინებულია.
ამერიკელი სნოუბორდისტი შონ უაითი მესამედ გახდა ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. პიონჩანგში მიმდინარე ოლიმპიადაზე 31 წლის სპორტსმენი ჰალფპაიპში დაეუფლა ოქროს მედალს. უაითმა მესამე ცდაზე 97,75 ქულა მოაგროვა და უახლოეს მდევარს, იაპონელ აიუუმუ ჰირანოს, 2,5 ქულით გაუსწრო. ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ავსტრალიელმა სკოტი ჯეიმსმა. შონ უაითი ზამთრის ოლიმპიადაზე მეოთხედ გამოვიდა. ტურინსა (2006) და ვანკუვერში (2010) ჩემპიონი გახდა, სოჭში (2014) კი მეოთხე ადგილი დაიკავა. ამერიკის შეერთებული შტატების ანგარიშზე... Читать дальше...
რუსეთი სხვადასხვა სახის საფრთხეების ერთ-ერთ უმთავრეს წყაროდ არის დასახელებული აშშ-ის სადაზვერვო უწყებების მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელიც 13 თებერვალს გამოქვეყნდა. „გლობალური საფრთხის შეფასების“ ანგარიშში, რომელიც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით არის შემუშავებული, ლაპარაკია პრობლემებზე, რომლებიც საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას უკავშირდება. „რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის განგრძობადი ოკუპაცია და რუსეთის მცდელობები ძირი გამოუთხაროს საქართველოს დასავლურ... Читать дальше...
ევროპარლამენტარმა რებეკა ჰარმსმა რადიო თავისუფლებას გაუზიარა თავისი მოსაზრებები რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებსა და მათ პერსპექტივაზე. ევროპელი პოლიტიკოსი აცხადებს: "შესაძლოა, საერთაშორისო თანამეგობრობამ დაუშვა შეცდომა საქართველოში ომის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაუწესებლობით. დღევანდელ დღეს, ვფიქრობ, აზრსმოკლებული არ არის საქართველოს ჩართვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში. საქართველო მხარს უჭერს ყირიმთან დაკავშირებულ სანქციებს. მართალი გითხრათ, არ მესმის რატომ არ უჭერს მხარს დონბასთან დაკავშირებულ სანქციებს". Читать дальше...
დღეს დილით კიევის ბორისპოლის აეროპორტში დააკავეს ოდესის მერი გენადი ტრუხანოვი. იგი მესაზღვრეებმა აიყვანეს და ნაციონალურ ანტიკორუფციულ ბიუროს გადასცეს. უკრაინული მედიის თანახმად, ტრუხანოვი ოდესის ბიუჯეტიდან თანხის არასწორ განკარგვაშია ეჭვმიტანილი. სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს კიდევ ოთხი ადამიანი. გამოძიების თანახმად, მათ ქარხანა „კრაიანი“ მფლობელისგან გაზრდილ ფასად შეიძინეს და ამით სოლიდური ზიანი მიაყენეს ოდესის ბიუჯეტს. 13 თებერვალს გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ ტრუხანოვის ადგილმდებარეობის დადგენას ცდილობდნენ. Читать дальше...
14 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ: ანა არგანაშვილი, "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" აღმასრულებელი დირექტორი და მაია ცირამუა, ფსიქოლოგი, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT) წარმომადგენელი. მათ ილაპარაკეს მოზარდთა დანაშაულის გაშუქების ხარვეზებსა და საფრთხეებზე, რასაც არასწორი გაშუქება ქმნის. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა GCRT--ს მიმართვა მედიისთვის. ის შეეხება გასული წლის დეკემბრის დასაწყისში მომხდარ მოზარდთა დანაშაულს, რომელსაც... Читать дальше...
14 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ირაკლი მჭედლიშვილი, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს წარმომადგენელი. მან ილაპარაკა საქართველოს თავდაცვისუნარიანობაზე და გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრის 13 თებერვლის გამოსვლას პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის წინაშე. "დილის საუბრების" სტუმარი თავად ესწრებოდა შეხვედრას და თვლის, რომ თავდაცვისუნარიანობაზე მსჯელობა საგარეო პოლიტიკისა და სხვა სფეროებისგან იზოლირებულად, არ იძლება სრულ სურათს. ირაკლი მჭედლიშვილის თქმით... Читать дальше...
14 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ: ანა არგანაშვილი, "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" აღმასრულებელი დირექტორი და მაია ცირამუა, ფსიქოლოგი, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT) წარმომადგენელი.
მანჰეტენის საოლქო სასამართლომ 30 წლის აჰმად ხან რაჰიმის ორი სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო 2016 წლის სექტემბერში ნიუ-იორკის ჩელსის რაიონში განხორციელებული ტერორისტული აქტის ორგანიზებაში. ტერორისტული აქტის შედეგად ოცდაათამდე ადამიანი დაშავდა. CNN-ის თანახმად, სასამართლომ რაჰიმის აფეთქების შედეგად დაზიანებულთათვის ნახევარი მილიონი დოლარის მოცულობის კომპენსაციის გადახდაც დააკისრა. სასამართლოზე ბრალდებულმა აღნიშნა, რომ არ ნანობს თავის საქციელს. მან განაცხადა, რომ დანაშაულისკენ... Читать дальше...
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა ვერ მიიღო გადაწყვეტილება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით. კომიტეტის ოთხმა წევრმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტის ვეტოს, ოთხმა დეპუტატმა კი ხმა მის წინააღმდეგ მისცა. ამ ოთხ დეპუტატს შორისაა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია. მან თავისი უარყოფითი პოზიცია იმით ახსნა, რომ ვეტოს მხარდაჭერა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ სტარტაპების დაფინანსების ინიციატივის მხარდაჭერას ნიშნავს, რასაც იგი არ იზიარებს. Читать дальше...
14 თებერვალს ევროპარლამენტის წევრმა და "ევრონესტის" თანათავმჯდომარემ - რებეკა ჰარმსმა რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთისთვის გადაცემა იქნება "საშინელება", რადგან მას მყისიერი დაპატიმრება ემუქრება. რებეკა ჰარმსი გულდასმით აკვირდება თურქეთის შიდაპოლიტიკურ მოვლენებს და შიშობს, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს მყისიერი დაპატიმრება, არასათანადო მოპყრობა და წამებაც კი ემუქრება. "მას არ აქვს იქ სამართლიანი სასამართლოს არანაირი შანსი!", - აცხადებს ევროპარლამენტარი... Читать дальше...
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და შეერთებული შტატები მოუწოდებენ უნგრეთსა და უკრაინას მოაგვარონ უთანხმოება უმცირესობების ენებთან დაკავშირებით უკრაინის ახალ კანონზე. მიმდინარე კვირაში უნგრეთმა სწორედ ამ კანონის გამო დაბლოკა უკრაინასთან ნატოს მინისტრების შეხვედრა. ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ, რომელიც ბრიუსელში 14-15 თებერვალს გაიმართება, იან სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ კიევმა და ბუდაპეშტმა უნდა მოძებნონ ბალანსი ეთნიკური უმცირესობებისთვის მშობლიური ენის შესწავლის უფლებასა და სახელმწიფოს უფლებას შორის... Читать дальше...