თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქცია გამართეს მოძრაობის, "აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლებმა, რომლებმაც პროტესტი გამოთქვეს უნივერსიტეტის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე არდაშვების გამო. აქციის მონაწილეები შეძახილებით დახვდნენ პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს. რამდენიმე სტუდენტმა უნივერსიტეტის დარბაზში შესვლა თავად სცადა, თუმცა, დაცვის სამსახურმა ამის საშუალება არ მისცა. სტუდენტების განცხადებით, საიუბილეო ღონისძიებაზე დასწრების შესაძლებლობა ყველა მსურველს უნდა ჰქონოდა და არა მხოლოდ მათ, ვისაც მოსაწვევები გაუგზავნეს. Читать дальше...
სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანში გაიმართა ზამთრის ოლიმპიური თამაშების პირველი შეჯიბრი. კერლინგის მოედანზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ამერიკელი და რუსი სპორტსმენები. შეხვედრა ამერიკელების გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით, 9:3. ოლიმპიადის გახსნის ოფიციალური ცერემონია 9 თებერვალს გაიმართება. 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები 25 თებერვლამდე გასტანს.
აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის ძალებმა საჰაერო და საარტილერიო იერიში მიიტანეს სირიის მთავრობის მხარდამჭერ დაჯგუფებებზე. აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობის მიერ 8 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციით, იერიში მას შემდეგ განხორციელდა, რაც 7 თებერვალს, სირიის რეჟიმის მხარდამჭერი ძალები თავს დაესხნენ „სირიის დემოკრატიული ძალების“ შტაბ-ბინას. ამერიკული სარდლობის ცნობით, მდინარე ევფრატის გასწვრივ არსებული დემილიტარიზებული ზონიდან 8 კილომეტრში განხორციელებული თავდასხმის დროს შტაბ-ბინაში... Читать дальше...
მსახიობ თემო გვალიას პოსტი სოციალურ ქსელში. “როგორ მომბეზრდა სხვადასხვა გადაცემებში, სულ ერთი და იგივე მოწვეული ვითომ სტუმრების ყურება!…სტუმარი, რომელიც ყოველ დღე გიზის “ოჯახში”, უკვე სტუმარი აღარ არის… ხანდახან ვეღარც ვარკვევ ვინ გადაცემის წამყვანია და ვინ სტუმარი… არადა, რამდენი ნიჭიერი ახალგაზრდა თუ ძველგაზრდა გვყავს ქართველებს, რომლებსაც გააჩნიათ თავიანთი აზრი, შეხედულებები, შეფასებები… ამ ხალხს მოძებნა უნდა! რომ […]