Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

„ანაკლიის კონსორციუმი“:  8-დან 7 მოთხოვნა შეთანხმებულია

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ ინვესტორი ბანკების 8 მთავარი მოთხოვნიდან შესათანხმებელი დარჩა მხოლოდ ერთი პრინციპული საკითხი - ტვირთბრუნვის რისკის სახელმწიფოს მიერ დაზღვევის შესახებ მოთხოვნა.


ახვლედიანის განცხადებით, ამ საკითხზე მოლაპარაკებები გაგრძელდება - საუბარია გარკვეულ ალტერნატივაზე, დანარჩენი 7 მთავარ მოთხოვნაზე კი შეთანხმება შედგა.


„შედეგიანი შეხვედრები გვქონდა. პრაქტიკულად 7 საკითხზე პრინციპული შეთანხმება მიღწეულია. რა თქმა უნდა, ნიუანსებთან დაკავშირებით სამუშაო პროცესი გაგრძელდება.  რაც შეეხება ტვირთბრუნვის რისკს,  არის ალტერნატიული ვერსიები, მათ შორის საუბარია ევროკავშირის ერთ-ერთი შვილობილი კომპანიის ჩართულობაზე. ამ ალტერნატიულ ვარიანტზეც ვიმუშავებთ და უახლოეს მომავალში დამატებითი განვიხილავთ ამ საკითხს“, - განაცხადა ლევან ახვლედიანმა 21 მაისს, სასტუმრო „რედისონში“ ანაკლიის პორტის საინვესტიციო ხელშეკრულების თაობაზე გამართული სამმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ.


ანაკლიის პორტის ინვესტორ ბანკებს (EBRD, OPIC, ADB, AIIB), რომლებიც პროექტს 400 მილიონი დოლარით აფინანსებენ, საქართველოს მთავრობასთან  სულ 8 მოთხოვნა აქვთ.


საქართველოს მთავრობაში ანაკლიის პორტის ინვესტორებთან მოლაპარაკების ყველაზე რთულ საკითხად სწორედ კომერციული რისკების დაზღვევას ასახელებენ.


21 მაისს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის,“ ანაკლიის პორტის ინვესტორი საერთაშორისო ინსტიტუტების და მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა თქვა, რომ სახელმწიფოს არ შეუძლია ინვესტორის კომერციული რისკების დაზღვევა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus