Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ უნდა მისცეს თავს უფლება, თქვას, რომ არის ბოლომდე წარმატებული, სანამ გადაუჭრელი გვაქვს ოკუპაცია და სიღარიბე

„როდესაც ვსაუბრობთ ხელისუფლების წარმატებაზე, საქართველოში ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ უნდა მისცეს თავს იმის უფლება, თქვას, რომ ის არის ბოლომდე წარმატებული, სანამ ჩვენ ორი ყველაზე მტკივნეული პრობლემა გადაუჭრელი გვაქვს, ეს არის ოკუპაცია და სიღარიბე,“ – ეს განცხადება პრემიერმინისტრმა NDI-ის კვლევის შეფასებისას გააკეთა.

მამუკა ბახტაძის თქმით, არ ჰქონდა საშუალება, რომ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგებს გასცნობდა.

მისი განცხადებით, მოსახლეობის აზრის გასაგებად მთავარი საზომია არჩევნები.

„როგორც რიგითი მოქალაქე, ქვეყანში არსებულ სიტუაციაზე იმ შემთხვევაში მივცემ მსგავს შეფასებას, როდესაც ორივე გამოწვევა იქნება დაძლეული. რაც შეეხება, ზოგადად, ნდობის საკითხს და ვექტორს, რა ვექტორითაც ჩვენ ვავითარებთ საქართველოს, ამას არ სჭირდება მხოლოდ სოციალური კვლევები, ყველაზე კარგი და გამჭვირვალეა არჩევნები. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ იყო და შედეგი ყველამ დავინახეთ, მადლობას ვუხდი საზოგადოებას ნდობისთვის. კარგად გვესმის, ბევრი პრობლემაა, მაგრამ ამავე დროს ვპირდებით საზოგადოებას, რომ ის გზები, რომელიც წარმოგვიდგენია ამ პრობლემების გადასაჭრელად, ამას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე,” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულ მოქალაქეთა 56% მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს. 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus