ჟურნალისტი ხათუნა საგინაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ის სანდრა რულოვსის მხარდამჭერებს კითხვით მიმართავს: “ჰო, აი სანდრა გახდება ზუგდიდის მერი, მერე ამ ტრამპლინს მოჰყვება თბილისის მერობა, მერე პარლამენტის სპიკერობა, მერე… ვინ იცის პრემიერობაც და ჰაი დედასა –ქართველებს გვეყოლება ჰოლანდიელი ქალი ლიდერი, საქართველო კი – ამსტერდამის წითელი ფარნების ქუჩის ფილიალი გახდება და ამგვარად დავიმკვიდრებთ ‘სანუკვარ” ადგილს ევროპაში. […]