Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ნათია მეზვრიშვილი: დეპუტატთა ჯგუფის მიერ მომზადებული ნარკოპოლიტიკის კანონპროექტი ლიბერალურია

 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის შეფასებით, დეპუტატთა ჯგუფის მიერ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით  მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი უკიდურესად ლიბერალურია ყველა მიმართულებით. როგორც ნათია მეზვრიშვილმა მედიასთან აღნიშნა, არ უნდა მივიღოთ კანონი,რომელიც ნარკოტიკების მოხმარებას, შენახვას და გასაღებას რაიმე ფორმით წაახალისებს:


„შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოპოლიტიკის მიმართულებით საკმაოდ მკაფიო პოლიტიკას ატარებს. ამოღებულია კილოგრამობით ნარკოტიკული საშუალებები. განსაკუთრებით მკაცრები ვიყავით ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლების მიმართ, მათ შორის ინტერნეტის მეშვეობით გამავრცელებელთა მიმართ, რაც რთულად გამოსავლენია, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით და გამსაღებელთა წინააღმდეგ დაუნდობელი ბრძოლა გამოვაცხადეთ.


რაც შეეხება მოხმარებასთან დაკავშირებულ საკითხებს - უნდა მოხდეს თუ არა მოხმარების დეკრიმინალიზაცია, ეს მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასაწყვეტი საკითხი არ არის – ჩვენი პოზიცია მარტივია, ისეთი კანონი არ უნდა მივიღოთ, რაც ნარკოტიკების მოხმარებას, შენახვას და გასაღებას რაიმე ფორმით წაახალისებს“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus