Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ბრიტანეთმა და გერმანიამ პომპეოსთან შეშფოთება გამოთქვეს ირანთან კონფლიქტის საფრთხეზე

ბრიტანეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 13 მაისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ბრიუსელში მოულოდნელი ვიზიტისას შეშფოთება გამოთქვეს აშშ-სა და ირანს შორის სამხედრო ესკალაციის საფრთხის შესახებ.


"ძალიან შეშფოთებულები ვართ კონფლიქტის შემთხვევით დაწყების საფრთხით, იმ ესკალაციის ფონზე, რომელიც რეალურად არც ერთი მხარის მიზანი არ არის" - თქვა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯერემი ჰანტმა მოლაპარაკებამდე და გამოვიდა "სიმშვიდის პერიოდის" დაწყების მოწოდებით. 


ჰანტი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მაასი და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ივ ლე დრიანი, პომპეოს ცალ-ცალკე ესაუბრნენ და შემდეგ ერთობლივ სხდომაში მიიღეს მონაწილეობა, ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურ ლიდერთან, ფედერიკა მოგერინისთან ერთად. შეხვედრის მიზანი იყო ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის 2015 წელს გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულების შენარჩუნების გზების ძიება. 


პომპეომ მოსკოვში ვიზიტი გააუქმა, რათა ვაშინგტონის ნაბიჯების შესახებ ევროპელი მოკავშირეები ჩაეყენებინა საქმის კურსში. 


შეხვედრების ფონია აშშ-ის მხრიდან სპარსეთის ყურეში სადესანტო ხომალდის და „პეტრიოტის“ ტიპის რაკეტებით აღჭურვილი ბატარეის განთავსების გადაწყვეტილება, იმ დაუკონრეტებეული საფრთხის მოსაგერიებლად, რომელიც, ვაშინგტონის თქმით, ირანისგან მოდის.


ბრიუსელში 13 მაისს გამართული მოლაპარაკება მოსდევს თეირანის მიერ გასულ კვირაში გაკეთებულ განცხადებას, რომ აღარ შეასრულებს 2015 წლის ხელშეკრულებით ნაკისრ გარკვეულ პირობებს, თუკი მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები არ დაიცავენ მის ინტერესებს აშშ-ის სანქციებისგან.


ირანსა და აშშ-ს შორის დაძაბულობა მატულობს მას შემდეგ, რაც ვაშინგტონი ერთი წლის წინ ხელშეკრულებიდან გავიდა და ირანს სანქციები აღუდგინა.


ხელშეკრულების ფარგლებში ირანი დათანხმდა თავისი ბირთვული პროგრამის შეკვეცას, ეკონომიკური სანქციების მოხსნის სანაცვლოდ. ხელშეკრულების ევროპელი მხარდამჭერები მის გადარჩენას ცდილობენ, მაგრამ თეირანი ჩივის, რომ ეს პროცესი ნელა მიმდინარეობს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus