Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

გიორგი გახარია: ყველა, ვინც ფიზიკურად იძალადა შსს-ს თანამშრომლებზე, კანონით აგებს პასუხს

"რა თქმა უნდა ყველა ის ადამიანი, რომელმაც ფიზიკურად იძალადა  შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე, კანონის სრული პასუხისმგებლობით შესაბამისობაში აგებს პასუხს“,- განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პანკისის ხეობის მოსახლეობის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ. 


„მეორე - შევთანხდით, რომ კომპანიის წარმომადგენლები გააგრძელებენ ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბარს და სანამ კონკრეტულ ზღვრულ რაოდენობას მხარდაჭერის არ მიაღწევენ, ისინი ამ ერთ კონკრეტულ შეთხვევაში გააგრძელებენ მათთან საუბარს. თუმცა აქ არის კიდევ რამოდენიმე სხვა პროექტი, რომელზეც აქტიურად დაიწყება მუშაობა“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ. მისივე განმარტებით, შეთანხმება მიღწეულია ასევე იმაზე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები ხეობას დატოვებენ, თუმცა მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით,  ადგილზე დარჩება  შინაგან საქმეთა სამინისტროს გაძლიერებული პოლიცია.


"შინაგან საქმეთა მინისტრის 21 აპრილს ხეობაში მომხდარი შემთხვევა ძალიან მძიმე იყო, როგორც ხეობის მოსახლეობისთვის, ისე პოლიციისთვის. სამწუხაროდ მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო“, - განაცხადა მინისტრმა.


პანკისის ხეობაში დღეს პოლიციასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მოსახლეობა ხადორი3-ის მშენებლობის დაწყებას აპროტესტებდა. ვითარების ესკალაცია კი ხეობაში შსს-ს  სპეციალური დანიშნულების დამატებით ძალების შეყვანას მოჰყვა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები ხეობას უკვე ტოვებენ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus