Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

„კავკასიური სახლი“: ვაპროტესტებთ „ქართული ოცნების“ მიერ პანკისის აწიოკებას

"კავკასიური სახლი" საგანგებო განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ აპროტესტებს "ქართული ოცნების" მიერ პანკისის აწიოკებას, იქ სპეციალური რაზმების შეყვანას, ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებას, მოსახლეობის მასიურად მოწამვლასა და დარბევას.


"ჩვენ ვგმობთ ამ აღვირახსნილ ძალადობას! როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ გავლენიანი ნაწილი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას განსაზღვრავს, მართლაც აგონიაშია და ეს აგონია სულ უფრო დამღუპველი ხდება ქვეყნისთვის. პარლამენტში წარმოდგენილი მილიონერთა კლასი და მთავრობაში განფენილი ბიზნესჯგუფები საქართველოს დედაქალაქსაც და რეგიონებსაც, ჩვენს უნიკალურ ბუნებას (რომლის მეტი მათი წყალობით აღარაფერი დაგვრჩა) თავიანთი უსასრულოდ გაზრდილი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალებად განიხილავენ და სხვა არაფრად. ამ თვალსაზრისით, ქვეყნისთვის ყველაზე საშიში ის ე.წ. ენერგეტიკული პოლიტიკა იქცა, რომელიც წინა ხელისუფლებამ წამოიწყო და „ქართულმა ოცნებამ“ გააათმაგა; პოლიტიკა, რომელიც საქართველოს ლამის ყველა მდინარისა და შენაკადის გაყიდვა-დაგუბება -მოსპობას ითვალისწინებს", - წერს "კავკასიური სახლი".


ორგანიზაციის განცხადებით, დიდი ხანია, ჩვენი მოქალაქეების პროგრესული ნაწილი, მიუხედავად მასობრივი უმუშევრობისა და სიღატაკისა, დაღლილობისა და გამოფიტვისა, რაც თავს დაგვატეხეს წინა და ახლანდელმა ხელისუფლებებმა, - აპროტესტებს საქართველოს მდინარეების გაყიდვასა და დაგუბების გეგმას, ბუნების მომსპობი, უზარმაზარი, ხიფათების შემცველი გიგანტური ჰესების მშენებლობას:


"მაგრამ აგონიაში მყოფი, მატყუარა „ოცნება“, თავისი სიძაბუნისა და ეკოლოგიური გაუნათლებლობის დასაფარავად სულ უფრო ხშირად მიმართავს არაპროპორციული ძალის გამოყენებას მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ, რომელიც თავის საცხოვრისს: თავისი შვილების სიცოცხლეს, თავის სახლკარსა და ბუნებას იცავს მისი მსახვრელი ხელისაგან", - წერია განცხადებაში.


"კავკასიური სახლი" „ქართულო ოცნებას" "ისტორიულ დამნაშავეს უწოდებს" ბავშვების მასობრივი შიმშილისა და სიკვდილიანობის,  დაუცველი მეშახტეებისა და მუშების მასობრივად მოსპობის,  საყდრისის, ზნეობრივი და სამართლებრივი პრინციპების ფუნდამენტური გამრუდების გამო.


"ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ პანკისელ, სვან, ლეჩხუმელ, აჭარელ პატრიოტებს, რომლებიც საკუთარი ძალებით იბრძვიან მშობლიური კუთხეებისა და ამდენად, მთელი საქართველოს გადასარჩენად!მოვუწოდებთ ყველას სიტყვით და საქმით დავუდგეთ გვერდით ამ გმირ ხალხს!"


„კავკასიური სახლის“ სახელით განცხადებას ხელს აწერენ მწერალი ნაირა გელაშვილი და პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus