20 მარტს სახალხო დამცველი განცხადებით გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესს. სახალხო დამცველი დოკუმენტის სამართლებრივი შეფასებისთვის მიმართავს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ორგანიზაციას (ODIHR).