Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

მაია ცქიტიშვილი: აპრილში გაიმართება შეხვედრა სახელმწიფოს, ბანკებსა და „ანაკლიის კონსორციუმს“ შორის

„სავარაუდოდ, აპრილის დასაწყისში, გაიმართება მორიგი შეხვედრა სახელმწიფოს, ბანკებსა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის, სადაც უნდა ვეცადოთ ჩვენი პოზიციების დაზუსტებას და ამის შემდეგ უკვე ვიმსჯელებთ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იმოქმედოს მთავრობამ“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სადაც მან დეპუტატებს გააცნო ინფორმაცია ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების შესახებ.


აპრილის დასაწყისში დაგეგმილ შეხვედრაზე საუბრობს თიბისი ბანკისა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე და იმედს გამოთქვამს, რომ პროექტის გარშემო სავარაუდოდ, „საერთო ენა გამოინახება“.


„როგორც ჩვენ უკვე განვაცხადეთ, პროექტის დაფინანსებაზე სრული პაკეტი შეკრულია, მაგრამ აქ არის ერთი საკითხი, რომელიც ჩვენი კრედიტორების რვა პუნქტიან მოთხოვნას ეხება. სახელმწიფო უკვე საქმის კურსშია. ერთი შეხვედრა შედგა ერთი თვის წინ. ზუსტად ერთი კვირის წინ, ოთხმა ინვესტორმა ბანკმა მთავრობას წერილობით ფორმაში მიაწოდეს ამ რვა პუნქტის შესახებ თავისი მოსაზრება. მინდა ხაზი გავუსვა, რომ კონსორციუმი არაფერს ითხოვს, ჩვენ 70 მილიონი დოლარის ინვესტიცია უკვე განვახორციელეთ და ჩვენი ამერიკელი პარტნიორების, ჩვენი ჯგუფის და იმ აქციონერების მხრიდან, რომლებმაც კონსორციუმი დააფუძნეს, თანხა მობილიზებულია. ლაპარაკია 400 მილიონ დოლარზე, იმ ბანკების მხრიდან, რომლებიცაა EBRD, ADB, AIIB და OPIC. მათ აქვთ თავისი მოთხოვნები, რომელთა განხილვაც მიმდინარეობს,“ - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.


ბანკების მოთხოვნები  დეპუტატებს მაია ცქიტიშვილმა გააცნო. მოთხოვნებს შორისაა პორტის განვითარების ფაზებთან დაკავშირებული საკითხები - პორტის გაფართოება არ უნდა იყოს მიბმული რაიმე კონრეტულ თარიღზე; ტვირთბრუნვის რისკის დაფარვა - ბანკების ხედვით, ვინაიდან სესხის დაფარვის წყარო არის მხოლოდ პორტის ოპერირებისგან მიღებული შემოსავალი, ამავე დროს პროექტს არ ჰყავს სტრატეგიული ინვესტორი ან გადამზიდავი ხაზი, ბანკები თვლიან, რომ რისკების უზრუნველყოფა უპრიანი იქნება, რომ აიღოს სახელმწიფომ. გარდა ამისა, მაია ცქიტიშვილის თქმით,  პორტთან დამაკავშირებელი გზა და რკინიგზა - ბანკების მოთხოვნაა, რომ მთავრობამ საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა, რომ ის მოახდენს ინვესტორის კომპენსირებას, თუკი პორტთან დამაკავშირებელი გზა და რკინიგზა დროულად არ იქნება გაკეთებული.


გარდა ამისა, მაია ცქიტიშვილის თქმით, ბანკების მოთხოვნაა, ანაკლიის კონსორციუმში სახელმწიფოს ზემოქმედების მექანიზმი და უფლებები მინიმუმამდე შემცირდეს:


„ბანკების მოთხოვნის მეხუთე პუნქტია "ოქროს წილთან" დაკავშირებული მოთხოვნა. პროექტის განმახორციელებელ კონსორციუმში სახელმწიფოს აქვს მხოლოდ ერთი აქცია. არსებული ხელშეკრულებით, ამ "ოქროს აქციით" სახელმწიფოს აქვს უფლება, რომ მოითხოვოს რიგ არსებით საკითხებზე თანხმობა. ბანკების წინადადებაა, რომ ამ "ოქროს აქციის" და შესაბამისად, სახელმწიფოს ზემოქმედების მექანიზმი და უფლებები შემცირდეს მნიშვნელოვნად, მინორიტარული ინტერესის უფლებამდე,“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.


 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus