Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

დონალდ ტრამპი უარყოფს პუტინთან შეხვედრის დეტალების გასაიდუმლოებას

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის დეტალების გასაიდუმლოების თაობაზე და აცხადებს, რომ „არაფერს ინახავს საიდუმლოდ“.


ტრამპმა ეს კომენტარი 12 იანვარს ტელეკომპანია „ფოქს ნიუსთან“ სატელეფონო საუბრის დროს გააკეთა მას შემდეგ, რაც გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნდა სტატია, რომლის თანახმად „ტრამპმა არაორდინარულ ზომებს მიმართა, რათა არ გამხდარიყო ცნობილი პუტინთან მისი საუბრის დეტალები“.


აშშ-ის ამჟამინდელ და ყოფილ მოხელეებზე დაყრდნობით გაზეთი წერს, რომ სულ მცირე ერთხელ, 2017 წელს ჰამბურგში პუტინთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ტრამპმა ჩანაწერები ჩამოართვა თარჯიმანს და იმავე პირს დაავალა, რომ არ განეხილა საუბრის შინაარსი სხვა თანამდებობის პირებთან.


ტრამპი აცხადებს, რომ მას ჰქონდა „ბრწყინვალე საუბარი“ პუტინთან 2018 წლის ივლისში ერთი-ერთზე გამართული შეხვედრის დროს. ტელეწამყვანის შეკითხვაზე, თუ რატომ არ ამხელს ამ შეხვედრის დეტალებს, ტრამპმა უპასუხა, რომ „ვერ ხედავს პრობლემას, რომ ამაზე ისაუბროს“.


ტრამპი აცხადებს, რომ იგი მოლაპარაკებებს აწარმოებს ისევე, როგორც სხვა პრეზიდენტები კოლეგებთან შეხვედრის დროს.


„ჩვენ ვისაუბრეთ ისრაელის გარშემო, ისრაელის უსაფრთხოებასა და მრავალ სხვა საკითხებზე. მე არაფერს ვმალავ. ეს იმდენად სასაცილოა, რომ ამაზე სულ არ ვღელავ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus