Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

რუსეთში ექიმებმა ვერ გადაარჩინეს მორგში „გაცოცხლებული“ ქალი

რუსეთის ფედერაციის ამურის ოლქში, ბელოგორსკის საავადმყოფოს პერსონალი ორი საათის განმავლობაში ცდილობდა რეანიმაციას პენსიონერი ქალისა, რომელმაც სიცოცხლისათვის დამახასიათებული ნიშნების გამოვლინება დაიწყო პროზექტურაში, სადაც ის მიიყვანეს წინა დღით მოწყობილი ოჯახური ქეიფის შემდეგ - სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით ამის შესახებ იუწყება რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტრის საოლქო დეპარტამენტი.  


საავადმყოფოს მთავრი ექიმის მიხაილ დანილოვის თქმით, სოფელ ვასილევკაში უგონო მდგომარეობაში მყოფი მოხუცი ქალი იპოვეს მისმა ნათესავებმა, რომლებმაც მომხდარის შესახებ შეატყობინეს პოლიციას.


„ადგილზე მისულმა შს სამინისტროს განყოფილების თანამშრომელმა არ გამოიძახა სასწრაფო დახმარება, როგორც ამას მოითხოვს ინსტრუქცია. პოლიციელმა თვითონ დაადგინა გარდაცვალების ფაქტი, გამოიძახა სარიტუალო სამსახური და „გვამი“ გადაგზავნა მორგში შესაბამისი დოკუმენტების გარეშე“, - განმარტეს რუსეთის ფედარაციის ჯანდაცვის სამინისტროში.


ქალი მორგში 09.40 საათზე „მიიტანეს“, თუმცა ცოტა ხანში მას სიცოცხლის ნიშნები დაეტყო, რის გამოც სანიტარმა დაუყოვნებლივ გამოიძახა სასწრაფო დახმარების სარეანიმაციო ბრიგადა.


„10.00 საათზე პენსიონერი ქალი მიყვანილი იქნა ბელოგორსკის საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილებაში, სადაც ორი საათის განმავლობაში ექიმები უშედეგოდ ცდილობდნენ მის გადარჩენას. 12.00 საათისათვის ის გარდაიცვალა წინასწარი დასკვნით, გადაციებისა და ინტოქსიკაციის შედეგად“, - ასეთი განმარტება გააკეთა რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომდგენელმა.


„რია ნოვოსტის“ ცნობით, მომხდარ ფაქტით დაინტერესდნენ ამურის ოლქის შს სამინისტროს სამმართველო და საგამოძიებო კომიტეტი.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus