Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

თავდასხმების მიუხედავად ავღანეთში არჩევნებზე მაღალი აქტიურობაა

რადიკალმა ისლამისტებმა ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით ორასამდე თავდასხმა მოაწყვეს საპარლამენტო არჩევნების დროს, რომელიც ავღანეთში შაბათს დაიწყო. მედიის ცნობით, დაიღუპა 50 კაცი, ორასი კი დაიჭრა. „ასოშიეტიდ პრესის“ ცნობით, ექვსი ბავშვი დაიღუპა კვირას ავღანეთის აღმოსავლეთ პროვინციაში მომხდარი აფეთქების შედეგად. ადგილობრივი ხელისუფლება თავდასხმებისათვის პასუხისმგებლობას რადიკალურ მოძრაობა „თალიბანს“ აკისრებს. ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ვაის ახმად ბარმაკის თანახმად, თავდასხმების უმეტესობა მოხდა საარჩევნო უბნებზე. ამასთან მინისტრმა არჩევნებს უწოდა „მთავრობის უდიდესი წარმატება“. ავღანეთში მეორე დღეა გრძელდება საპარლამენტო არჩევნები. რადიო თავისუფლების ავღანური სამსახურის ცნობით, კვირას, დილისათვის არჩევნებში მონაწილეობა ჰქონდა მიღებული დარეგისტრირებული 9 მილიონი ამომრჩევლის მესამედს. ამომრჩეველთა ყველაზე დიდი აქტიურობაა ქაბულში. ავღანეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნების წინასწარი მონაცემები 10 ნოემბრისათვის გამოქვეყნდება, საბოლოო შედეგებს კი დეკემბერში მოელიან. ავღანეთის პარლამენტში 249 ადგილია. მანდატებისათვის იბრძვის 2500 კანდიდატი, მათ შორის 400 ქალია. იატაკქვეშა მოძრაობა „თალიბანმა“ და ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანურმა ფრთამ მოსახლეობას არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდეს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus