Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ბათუმის ერთ-ერთ ბაღში 4 წლის ბავშვს სავარაუდოდ აღმზრდელმა სცემა

მარიკო ვაშაყმაძემ სამართალდამცველებს 19 ოქტომბერს მას შემდეგ მიმართა, რაც მისი შვილი საბავშვო ბაღიდან სხეულზე სისხლჩაქცევებით და ნაკაწერებით დაბრუნდა. ბავშვი ამბობდა, რომ დაზიანებები ბაღის აღმზრდელმა მიაყენა საბავშვო ბაღის საპირფარეშოში. აღმზრდელის ვერსიით დაზიანებები 4 წლის ბიჭს მეგობრებმა მიაყენეს იმ დღეს ბაღში გამართული თოჯინების თეატრის წარმოდგენის დასრულების შემდეგ. ამ ვერსიის თანახმად ბავშვებმა თოჯინები ვერ გაიყვეს, იჩხუბეს და ერთმანეთი დააზიანეს, თუმცა დაშავებული ბავშვის დედის თქმით, ამ დღეს სხვა არც ერთ მშობელს არ შეუმჩნევია საკუთარი შვილების სხეულზე დაზიანებები.


ოთხი წლის ბავშვის სავარაუდო ცემის ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო „სისხლის სამართლის კოდექსის" 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. გამოძიების ფარგლებში ბავშვს ჩაუტარდა ექსპერტიზა. სამართალდამცველ სტრუქტურებში გამოძიების დასრულებამდე კომენტარს არ აკეთებენ.


დაშავებული ბავშვის დედა ყვება, რომ ეს ამ ბაღში ძალადობის პირველი შემთხვევა სავარაუდოდ არ არის და იხსენებს ამავე წლის სექტემბრის დასაწყისში მის მეორე, წლისა და სამი თვის შვილთან დაკავშირებულ ამბებს, როდესაც მას აღმზრდელი ჩაცმულს აძინებდა და ეჩხუბებოდა. ამ შემთხვევის გამო პატარა ბაღიდან გამოიყვანეს. მარიკო ვაშაყმაძის თქმით, ვინაიდან ბაღში დამონტაჟებულია კამერები, ის ხშირად ადევნებდა თვალს, როგორი მდგომარეობა იყო საბავშვო ბაღში და არაერთხელ შეუმჩნევია, რომ აღმზრდელები არ ერეოდნენ ბავშვების კონფლიქტებში და ამ კონფლიქტებისას რიგ შემთხვევებში ერთმანეთსაც კი აზიანებდნენ ხოლმე. 


რადიო თავისუფლება შეეცადა დაკავშირებოდა ბაღის ადმინისტრიასაც, თუმცა უშედეგოდ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus