Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ზურაბ ჯაფარიძეს არ ეშინია კანაფის გამო დაჭერის

შს სამინისტრო ცდილობს, დააშინოს ადამიანები, რომლებსაც სურთ, მონაწილეობა მიიღონ 20 ოქტომბრისთვის დაგეგმილ „კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალში“. მაგრამ ამით განზრახვაზე ხელს ვერ აგვაღებინებენ. პირადად მე კვლავ მზად ვარ, რომ ჩავიდინო მორიგი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „გირჩის“ ლიდერმა, საპრეზიდენტო კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ მას შემდეგ, რაც შს სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.


ზურაბ ჯაფარიძე სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტის ჩადენისკენ სხვას არავის მოუწოდებს და ამას მხოლოდ თავად აპირებს, თუმცა ჯერ არ იცის, კონკრეტულად რას გააკეთებს. ფიქრობს, რომ ამით დაიცავს კონსტიტუციას და გამოიყენებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მეშვეობით (თავის და ვახტანგ მეგრელიშვილის მიერ) მოპოვებულ უფლებას. „გირჩის“ ლიდერის თქმით, რადგანაც საკონსტიტუციო სასამართლომ კანაფის მოხმარება „თავისუფლების განვითარების უფლების ნაწილად“ მიიჩნია, ეს თავისთავად ნიშნავს იმასაც, რომ ადამიანისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს კანაფის ლეგალურად მოპოვების გზები - კულტივაცია ან ყიდვა. ჯაფარიძის თქმით, ფესტივალის მიზანია, რომ დაშვებული იქნეს კანაფის კულტივაცია და „კოფი შოპები“ საქართველოში.


ზურაბ ჯაფარიძე „კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალში“ მონაწილეობისკენ მოუწოდებს თავისუფლებისთვის მებრძოლ ყველა ადამიანს, რომელთაც ესმით, რომ „დღეს თავისუფლების ხაზი სწორედ კანაფის საკითხზე გადის“. „ერთ მხარეს დგას „გირჩი“ და თავისუფლება, ხოლო მეორე მხარეს - ხელისუფლება, მთელი ოპოზიციური სპექტრი და საპატრიარქო. მოვუწოდებ ყველას, მიიღონ მონაწილეობა მხიარულ ფესტივალში, სადაც ასევე წარმოდგენილი იქნება კანაფის თემასთან მომიჯნავე ბევრი სხვადასხვა ბიზნესი. ამ დღეს ხალხი შეიძლება ისტორიული ფაქტის მომსწრეც გახდეს, როცა არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე პოლიციამ შესაძლოა დააპატიმროს საპრეზიდენტო კანდიდატი“, - უთხრა საპრეზიდენტო კანდიდატმა რადიო თავისუფლებას.


„გირჩის“ ჩანაფიქრს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გახმაურდა, შს სამინისტრო აფასებს როგორც „დანაშაულის ორგანიზების განზრახვას, სამართალდარღვევების ჩადენისკენ მოწოდებასა და მოქალაქეთა წახალისებას, ჩაებან კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში“. 12 ოქტომბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ითქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით, რაც მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებას გულისხმობს.


„საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გასაღება, მოხმარება და პოპულარიზაცია ისჯება. ნარკოტიკული საშუალების ოდენობის გათვალისწინებით, აღნიშნული ქმედებებისთვის განსაზღვრულია როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. სისხლის სამართლის წესით ისჯება, ასევე , ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ორგანიზება“, - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus