Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

თავდაცვის სამინისტრო: საარჩევნო დღეს ადგილზე დარჩენილმა ყველა სამხედრო მოსამსახურე შეძლებს არჩევნებში მონაწილეობას.

საქართველოს თავდაცვის სამინისტომ არჩევნების თაობაზე გააკეთა განცხადება, სადაც მწუხარებას გამოხატავს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის მიზნით ცალკეული პოლიტიკური ძალისგან კვლავ ვრცელდება ყალბი ინფორმაცია, რომ თითქოს სამხედრო პირებს არ ექნებათ არჩევანის უფლება 28 ოქტომბერს ან მათი უფლებები შეიზღუდება. სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ "კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ აღნიშნული ძალა ბრალდებას აფუძნებს სპეცუბნების გაუქმების თემას, რაც თითქმის ყველა პარტიის, ადგილობრივი და საერთაშორისო კვალიფიციური სადამკვირვებლო ორგანიზაციის მოთხოვნა იყო, რადგან აღნიშნული ტიპის უბნები არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენის ბერკეტად, ინსტრუმენტად მიიჩნეოდნენ". თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ რომ "სპეცუბნების გაუქმებას არანაირი ნეგატიური ზეგავლენა არ მოუხდენია სამხედრო მოსამსახურეებზე, საარჩევნო უფლების გამოხატვის კუთხით, რადგან ცვლილებების შედეგად სამხედრო მოსამსახურეები ხმას აძლევენ რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ხოლო ის მოსამსახურეები, რომელთა სამსახურის პირობები, ან ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს არჩევნების დღეს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილიდან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება, ხმას აძლევენ დისლოკაციის ადგილთან ახლოს მდებარე საარჩევნო უბანზე ხოლო ნაწილი - გადასატანი ყუთის მეშვეობით. უფრო მეტიც, შეიარაღებულ ძალებში სამხედროები პარასკევიდან ჩვეულებრივ სარგებლობენ შაბათ-კვირის დასვენების დღეებით და ასე მოხდება საარჩევნო დღესაც". თავდაცვის სამინისტრო 13 ოქტომბრის განცხადებაში იტყობინება, რომ "გათვალისწინებულია ტერიტორიული პრინციპიც და ის სამხედროები, რომლებიც ცხოვრობენ დისლოკაციის ადგილიდან შორს არცერთი მათგანი არ დარჩება ბაზაზე, ხოლო საარჩევნო დღის წესრიგი ისეა შემუშავებული რომ საარჩევნო დღეს ადგილზე დარჩენილმა ყველა სამხედრო მოსამსახურემ შეძლოს არჩევნებში მონაწილეობა". 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების თაობაზე სამინისტრო აცხადებს, რომ "ამ ეტაპზე სულ 6 პირი მიიღებს მონაწილეობას რეგისტრაციის ადგილიდან სხვა საარჩევნო უბანში, თუმცა არჩევნებამდე 6 დღით ადრე სამინისტროს აქვს ვადა სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების შესახებ მიმართოს უბნებს". სამინისტროს აზუსტებს, რომ "სურვილის შემთხვევაში დისლოკაციის ადგილიდან შორს მცხოვრები ყველა პირი გაშვებული იქნება დათხოვნაში და მათ საშუალება ექნებათ სრულიად თავისუფლად მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა". 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus