„სვეტიცხოვლობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, 14 ოქტომბერს, მცხეთაში, გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა და პარკირება შეიზღუდება, - იტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.
„საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 14 ოქტომბერს, 07:00 საათიდან 20:00 საათამდე, მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა და პარკირება შეიზღუდება. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა იკრძალება მცხეთის შესასვლელში, მცხეთა-ლარსის საავატომობილო გზის მე-19 კილომეტრზე. ავტომანქანით გადაადგილება შესაძლებელი იქნება ავტოგასამართ სადგურ „რომპერტოლთან“ მდებარე პანდუსის საშუალებით, შემოვლითი გზიდან. მცხეთაში მოძრაობა აიკრძალება სამხედროს ქუჩაზე, რესტორან „გუჯარამდე“, ასევე ხიდზე ფარნავაზის მოედნიდან ქალაქის ცენტრის მიმართულებით. დღესასწაულის დასრულების შემდეგ ავტოტრანსპორტის მოძრაობა მცხეთაში სრულად აღდგება”, - ნათქვამია განცხადებაში.