არჩილ ჩოფიკაშვილმა ისაუბრა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, თბილისიდან გაუჩინარებული აფგან მუხთარლის საქმეზე. კერძოდ, ამ დღეებში აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების სარჩელი ქვედა ინსტანციის სასამართლოების გამამტყუნებელი განაჩენის შესახებ.