Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

საპატრიარქო: მამალაძეს მოუწევს პასუხი გასცეს წმინდა სინოდს ცილისწამებების გამო

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით. განცხადებით თანახმად, ზოგიერთი მედია დეკანოზ გიორგი მამალაძეს წარმოაჩენს სიმართლისათვის დევნილ, კორუფციასთან მებრძოლ და ამ მიზეზით დასჯილ ადამიანად, მაშინ როცა საპატრიარქო წარმოჩენილია დამნაშავეთა მფარველად და უსამართლობის ხელშემწყობად.


„ამ აზრს კარგა ხანია ავრცელებენ, თუმცა არა ასეთი აქტიურობითა და სიმკვეთრით. მიზანია ეკლესიის და სასულიერო დასის დისკრედიტაცია და, ამასთან, შეწყალების მისაღწევად გარკვეული ზემოქმედების მოხდენა პრეზიდენტზე და საზოგადოებაზე. ,,ციანიდის“ საქმესთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს თავისი პოზიცია დღემდე არ დაუფიქსირებია ორი მიზეზის გამო: არ იცნობს გამოძიების მასალებს და ამასთან, თავს იკავებს განცხადებებისაგან, რომ ნებსით თუ უნებლიეთ, დამატებითი ზიანი არ მიეყენოს დაკავებულს. ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რომ, ფაქტიურად, სამი ინსტანციის სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. ჩვენ ვერ შევაფასებთ სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივ მხარეს, მაგრამ შევნიშნავთ, რომ, სამწუხაროდ, როგორც დეკანოზი გიორგი მამალაძე, ისე მისი ინტერესების დამცველები მედიასთან ურთიერთობაში სიცრუეს მუდმივად იყენებენ და ხალხი შეცდომაში შეჰყავთ. სიცრუეა ისიც, თითქოს საქართველოს საპატრიარქოში მილიონობით თანხებზე ხდება კორუფციული გარიგებები და რომ დეკანოზი ამის მხილებას შეეწირა. საერთოდ, ეკლესია არავისი დაპატიმრების მოსურნე არ არის; ამისთვის იმ ადამიანებსაც არ იმეტებს, რომელთაც მორალურად, თუ მატერიალურად სერიოზული ზიანი მიაყენეს მას. რატომ იქნება იგი მამალაძის დაჭერის მომხრე, ან რატომ არ დაიცავს მას, თუ ამის საფუძველი მიეცემა?! ჩვენ არ ვიცით, შეიწყალებენ თუ არა მამალაძეს, მაგრამ მას აუცილებლად მოუწევს პასუხი გასცეს წმინდა სინოდს იმ ცილისწამებების გამო, რასაც თითქმის ორი წელია ავრცელებს, ან მისი სახელით ავრცელებენ“, - წერია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus