Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

თბილისში მიმდინარეობს საერთაშორისო საავიაციო ფორუმი CONNECT 2018

თბილისში მეორე დღეა მიმდინარეობს CONNECT 2018-ის მეთხუთმეტე საერთაშორისო საავიაციო ფორუმის საიუბილეო ღონისძიებები. მის მუშაობაში მონაწილეობს 65 ავიაკომპანიისა და 250 აეროპორტის 500-ზე მეტი წარმომადგენელი. ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა ქეთი ალექსიძემ განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ღონისძიების მასპინძლობა, რადგან შესაძლებელი ხდება წამყვანმა ავიაკომპანიებმა ადგილზე ნახონ საქართველოს ავიაციის სფეროს პოტენციალი, რაც მათ სამომავლო გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარებათ. ქეთი ალექსიძის თქმით, ღონისძიების სტუმრები აღნიშნავენ, რომ საქართველომ ყველა მოლოდინს გადააჭარბა.


ფორუმის მსვლელობისას გაცხადდა, რომ მიღებულია რამდენიმე ახალი გადაწყვეტილება. მათ შორისაა გადაწყვეტილება თბილისის შოთა რუსთაველის საერთაშორისო აეროპორტში კუვეიტის ორი ავიაკომპანიის შემოსვლის შესახებ. ავიარეისების განხორციელებას დაიწყებს ირანის ერთ-ერთი მსხვილი ავიაკომპანიაც. ასევე, ხუთი მიმართულებით ავიარეისების შესრულების შესახებ გამოაცხადა ახალმა ქართულმა ავიაკომპანია MyWay Airlines-მა.


„ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერის მოადგილის, თეა ზაქარაძის, ინფორმაციით, უკვე დასრულდა მოლაპარაკებები პოლონურ და რუსულ ორ ავიაკომპანიასთან, რომლებიც   რეისებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან შეასრულებენ.


ფორუმზე დამსწრე დელეგატები განიხილავენ საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებულ და მოსალოდნელ გამოწვევებს. ასევე, საფუძველი ჩაეყრება ავიაკომპანიებსა და აეროპორტებს შორის ახალ ავიამიმართულებაზე თანამშრომლობას. ფორუმის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ავიაკომპანია დაინტერესდეს საქართველოს ბაზრით.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus