ბათუმში თხევადი გაზის სადგურზე მომხდარი აფეთქების დროს დაშავებული გარდაიცვალა. როგორც პირველ არხს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ განუცხადა, დაშავებული გუშინ მძიმე მდგომარეობის გამო, თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. “დაშავებულს სხელის 90%-იანი დამწვრობა ჰქონდა. გუშინ მისი მდგომარეობა დამძიმდა და თბილისში გადაიყვანეს. სამწუხაროდ დღეს დილით გარდაიცვალა”, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ. როგორც პირველ არხს დამწვრობის ცენტრში განუცხადეს დამწვრობა იყო სიცოცხლესთან […]