ასე უპასუხა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას კონსტიტუციის ირგვლივ საერთო კონსენსუსთან დაკავშირებით. აბაშიშვილის თქმით, მმართველმა პარტიამ მოატყუა საკონსტიტუციო კომისიის წევრები, ვენეციის კომისია და ქართული საზოგადოება.