ზელენსკი აშშ-ს მადლობას უხდის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს მადლობა გადაუხადა წამყვანი როლისათვის, რომელსაც ეს ქვეყანა ასრულებს ძალისხმევაში უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. 20 მაისს პრეზიდენტად ინაუგურაციაზე აშშ-ის დელეგაციასთან შეხვედრისას, ზელენსკიმ აშშ-ს უწოდა უკრაინის „მძლავრი და ძალიან სერიოზული პარტნიორი, უწინარეს ყოვლისა, რუსეთის აგრესიის დასაძლევად“. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინა საკუთარი ძალებით ვერ შეძლებს დონბასსა და ყირიმში რუსეთის აგრესიასთან გამკლავებას: „ამიტომ თქვენი დახმარება გვჭირდება. Читать дальше...