ბახტაძე: საქართველოს მხარდაჭერა აქვს აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის საკითხში
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „ძალიან კარგი და ნაყოფიერი“ უწოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მაიკ პომპეოსთან შეხვედრას, რომელიც 20 სექტემბერს, ვაშინგტონში გაიმართა. მამუკა ბახტაძის თქმით, მაიკ პომპეო საქართველოს ერთგული მეგობარია და სახელმწიფო მდივანს და მის გუნდს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „შევეხეთ ორმხრივი ურთიერთობის ყველა თემას, ვისაუბრეთ იმ მწვავე გამოწვევებზე, რომელიც გვაქვს საქართველოში ოკუპაციიდან გამომდინარე, რომელსაც ახორციელებს რუსეთის ფედერაცია. ვისაუბრეთ იმ ძირითად მიმართულებებზე... Читать дальше...