Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ტრამპი და მაკრონი ისაუბრებენ ირანთან ბირთვულ ხელშეკრულებაზე

აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ირანთან ბირთვულ ხელშეკრულებაზე ისაუბრებენ, როცა მაკრონი მომავალ კვირაში თეთრ სახლს ეწვევა. ამავე წყაროს ინფორმაციით, საფრანგეთის ლიდერთან ტრამპი ბევრ სხვა საკითხსაც განიხილავს, მათ შორის ამ ქვეყნების ერთობლივ საჰაერო დარტყმას სირიაზე, რაც წარმოადგენდა პასუხს დამასკთან ახლოს სავარაუდოდ ქიმიური იარაღით განხორციელებულ თავდასხმაზე. მაკრონი აშშ-ში 23-25 აპრილს იქნება და თავისი ვიზიტის ბოლო დღეს კონგრესს მიმართავს სიტყვით. ტრამპს გამოთქმული აქვს მუქარა, რომ გამოეთიშება ირანთან 2015 წელს მიღწეულ, საეტაპო მნიშვნელობის ბირთვულ შეთანხმებას, რომელსაც ირანი და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები აწერენ ხელს. ხელშეკრულებამ ირანს ფინანსური სანქციები შეუმსუბუქა, ბირთვული პროგრამის შეკვეცის სანაცვლოდ. ტრამპმა 12 მაისი დააწესა ვადად, როცა ხელშეკრულება ან უნდა გაუმჯობესდეს, ან გაუქმდეს.  ტრამპი თეირანს ბრალს სდებს ხელშეკრულების სულისკვეთების დარღვევაში და ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს "გამოასწორონ" ხელშეკრულების, მისი თქმით, "საშინელი ნაკლები". მას სურს თეირანის ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებს ახალი შეზღუდვები დაუწესდეს. აშშ-ის მოკავშირე სახელმწიფოები ტრამპს მოუწოდებენ არ გამოეთიშოს შეთანხმებას და აცხადებენ, რომ ეს ხელშეკრულება წარმოადგენს საუკეთესო გზას საიმისოდ, რომ თეირანმა არ შექმნას ბირთვული იარაღი. 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus