ხელისუფლებამ საერთაშორისო პარტნიორების ნაწილის მიწვევა არ მიიღო, ნაწილს შეუთვალა - არ ჩამოხვიდეთო, ზოგს არ შეხვდა, დანარჩენს აკრიტიკებს. მმართველი პარტიის განაყოფი „ხალხის ძალა“, რომელიც იმ "სიმართლის" სათქმელად შეიქმნა, რის თქმასაც "ოცნება" ერიდებოდა, ზოგისთვის საზღვრების ჩაკეტვასაც ითხოვს.