„აგენტების კანონის“ მიღების გადაუდებელი აუცილებლობის ერთ-ერთ არგუმენტად „ოცნება“ ხელისუფლების შეცვლის საფრთხეს ასახელებს. მმართველი პარტია ლაპარაკობს ამერიკული და ევროპული დონორების მიერ დაფინანსებულ რევოლუციურ სცენარებზე. ეს აქცენტი პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ ბერლინშიც დასვა.