22 ევროპარლამენტარი ერთობლივი განცხადებით ეხმაურება მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" მიერ "აგენტების კანონის" ხელახლა ინიციირებას და აცხადებს, რომ კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს.