“მის ყოვლადუსმღვდელოესობას, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოს სვიმეონ ცაკაშვილს გულითადად ვულოცავ 120 000 $ ღირებული ლენდკრუიზერ 300 – 2022 – ის ყიდვას და მარნეულის ეპისკოპოს გიორგი ჯამდელიანთან გათანაბრებას, რომელმაც წინა თვეებში დაასწრო ამ მოდელის მანქანის შეძენა. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო, ნათქვამია, გული არ გაიტეხო, “წმინდაო მეუფეო”! ჭეშმარიტად ძმური და ქრისტესმიერი მონაზვნური უპოვარება და უბრალოებაა! ა(ნა)ქსიოს! P.S. ...
მელიტოპოლის რეგიონის სულ მცირე სამ სოფელში კადიროველები იტაცებენ ხალხს და აიძულებენ, გათხარონ სანგრები. ამის შესახებ მელიტოპოლის მერი, ივან ფიოდოროვი წერს. „ისინი აგრძელებენ მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორს, რათა ჩართონ საფორტიფიკაციო ნაგებობების მშენებლობაში. მათ გამოაცხადეს ხელფასი თვეში 80 ათასი მანეთი, ვინც მონაწილეობას მიიღებს მშენებლობაში. წინადადებების შემდეგ ისინი მუქარაზე გადავიდნენ. მელიტოპოლის რეგიონის სულ მცირე სამ სოფელში კადიროველები მასიურად იტაცებენ ...
ალბათ, ყველას გვსმენია ფრაზა, “რამდენი წიგნია და რა ცოტა დრო”, მართლაც სამყაროში უამრავი საოცარი ისტორიის მქონე წიგნი არსებობს, რომელთა წასაკითხად ერთი სიცოცხლე საკმარისი ნამდვილად არ არის. თუმცა იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ არსებობს წიგნები, რომელთა წაკითხვაც მთელი მსოფლიო ლიტერატურის გაცნობას უდრის, რადგან თავის თავში სამყაროს სათქმელს ატარებს. წიგნები ყველა ადამიანისთვის განსხვავებული მნიშვნელობის მატარებელია. ვისაც კითხვა უყვარს, ...
ძლიერი იმუნური სისტემა მთავარ როლს ასრულებს ადამიანის ჯანსაღი ფუნქციონირების პროცესში. ციტრუსები, როგორიცაა ლიმონი, ფორთოხალი, გრეიფრუტი, ლაიმი დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს, რომელიც ორგანიზმს ინფექციებთან, ბაქტერიებთან ბრძოლაში ეხმარება, აჯანსაღებს კანს და თვალებს. თუმცა, თუ ფიქრობთ, რომ მას მხოლოდ ციტრუსებში ან ხილში ვხვდებით, ცდებით. წითელი ბულგარული წიწაკა, დაახლოებით, სამჯერ უფრო დიდი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს, ვიდრე ფორთოხალი. ...
შოკოლადი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და პოპულარული ტკბილეულია. თუმცა ვინ გამოიგონა სამყაროს ეს საოცრება? კონკრეტული პიროვნება, რომელსაც შოკოლადის ტექნოლოგიის აღმოჩენა და დამზადება მიეწერება, დროში დაკარგულია. არ ვიცით მისი ვინაობა, თუმცა ეს პროცესი სამხრეთ ამერიკაში უნდა მომხდარიყო, ათასობით წლის წინ. მაგრამ პროდუქტი, რომელსაც ისინი ამზადებდნენ არ ჰგავდა დღევანდელ შოკოლადს, იყო ბევრად ცხარე და ეგზოტიკური გემოს მქონე. შოკოლადის ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში 12 ნოემბერს “ფაბრიკის” ტერიტორიაზე მომხდარი ქალზე ძალადობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. “რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ის რუსეთის მოქალაქეა. ინციდენტის შესახებ ფეისბუქზე წერს მოქალაქე ანა ჯაფარიძე. იგი დეტალურად აღწერს ძალადობის სცენას და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს. მისი ინფორმაციით, გამოძიება იმავე საღამოს დაიწყო. “ფაბრიკაში ერთი ჩვეულებრივი პარასკევი საღამო, 23:00 საათი, 3 გოგონა ( ...
პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს: “ჩვენი საამაყო ხვიჩა კვარაცხელია!” , – წერს პრემიერი.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებს ფრონტზე პაუზა სჭირდებათ, რათა მოამზადონ ახალი, უფრო სასტიკი თავდასხმა უკრაინაზე. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, კულებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არც ერთი ქვეყანა არ ეძებს მშვიდობას უკრაინაში ისე, როგორც თავად უკრაინა, რომელსაც არასოდეს სურდა ეს ომი. „ჩვენ ასევე ვიცით, რომ რუსეთის ულტიმატუმებზე დათანხმება მშვიდობას არ ...
საქართველოდან თურქეთში წასული ოჯახი საზარელ დანაშაულშია ეჭვმიტანილი. დედა, მამა და 15 წლის ქალიშვილი პოლიციამ ანტალიაში დააკავა. გამოძიებით ირკვევა, რომ მოზარდმა კონსპირაციულ ბინაში იმშობიარა, რის შემდეგაც ოჯახმა ახალშობილის თავიდან მოცილება გადაწყვიტა. ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ გადმოაგდეს ჩვილი კორპუსის მეხუთე სართულიდან. შემზარავი დანაშაული სავაჭრო ობიექტზე დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. საქმე იმდენად შოკისმომგვრელი და სენსიტიურია, რომ პროკურატურა დანაშაულის ...
ირანის სასამართლომ, მაჰსა ამინის სიკვდილით გამოწვეულ საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობის გამო, პირველად, პირს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. სიკვდილმისჯილი აქციის მონაწილის ვინაობა მედიაში არ სახელდება. აქციის მონაწილეს თეირანის სასამართლომ განაჩენი „სამთავრობო შენობისთვის ცეცხლის წაკიდების, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის, ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ დანაშაულის ჩასადენად შეთქმულებისთვის, ასევე, ღვთის მტრობისთვისა და დედამიწაზე გარყვნილებისთვის“ გამოუტანა. ამასთან, თეირანის კიდევ ერთმა... Читать дальше...
„როდესაც რუსეთი უკრაინაში დამამცირებლად დამარცხდება, ის ვერ შეძლებს თავისი ქალიშვილობის აღდგენას, როდესაც საქართველო გაახსენდება“ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა France Inter-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, საქართველო და უკრაინა „ერთ ნავში სხედან“. მისივე თქმით, ევროპული სოლიდარობა, რომელსაც ევროპის ქვეყნები უკრაინის მიმართ იჩენენ, საქართველოსთვისაც ძალზე მნიშვნელოვანია. საქართველოს პრეზიდენტი ხერსონიდან რუსული ძალების გაყვანას რუსეთის შეიარაღებული... Читать дальше...
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები იტალიას მასპინძლობს. აღნიშნულ შეხვედრას ხვიჩა კვარაცხელია შეყვარებულთან, ნიცა თავაძესთან ერთად ესწრება. შეგახსენებთ, 7 გამართული ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 4 მოგება და 3 მარცხი აქვს, რითაც მე-3 პოზიციას იკავებს, დღეს გამარჯვების შემთხვევაში კი მსოფლიოს პირველობაზე გასასვლელად საქართველო მორიგ დიდ ნაბიჯს გადადგამს.
“აფთიაქში შევედი წამლისთვის, ნუ სხვა რისთვის უნდა შეხვიდე , პრინციპში, აფთიაქში და გადავაწოდე წამლების ჩამონათვალის გრაგნილი: ზარბაბი და დიბასტავრა, ბაფთები და ფარდაგები…. თან ვფიქრობ, იმედია ბარათზე რა თანხაც “ძევს” მეყოფა. გვერდით ამომიდგა ბებია თეთრი ნაწნავებით და ფერადი შლაპით. ახლაც რამენაირად უნდა მომცთ წამალიო, ორი აბი წნევისო თორემ მოვკვდბიო. ფარმაცევტი გოგონა შეიშმუშნა, კიო, ნუ კარგითო. – ...
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის მეუღლეს, მედნი კადიროვას „გმირი დედის“ წოდება მიანიჭა. „ოჯახის ინსტიტუტის გაძლიერებისა და შვილების აღზრდის საქმეში დიდი დამსახურებისთვის მედნი კადიროვა მუსაევნას მიანიჭეთ „დედა გმირის“ წოდება “, – ნათქვამია პრეზიდენტის ბრძანებულებაში. ტიტული „დედა გმირი“ ენიჭება რუს ქალებს, რომლებმაც გააჩინეს და აღზარდეს ათი ან მეტი შვილი. ასეთ დედებს ასევე ეძლევათ ერთჯერადი ...
ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან შეხვედრის დასრულების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, რომელიც ჩინეთთან ცივი ომის შესაძლებლობას ეხებოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არ იქნება. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. „აბსოლუტურად მჯერა, რომ ახალი ცივი ომი არ იქნება. არ მგონია, რომ ჩინეთის მხრიდან ტაივანში შეჭრის გარდაუვალი მცდელობა იყოს“, – აღნიშნა ბაიდენმა. ბაიდენმა ასევე თქვა, რომ შეერთებული ...
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ პარტიის ამომრჩეველთა უმრავლესობა იდეით არის გაჟღენთილი და არჩევანს ღირსებასა და ფულს შორის, ყოველთვის ღირსებაზე აკეთებდნენ. ამის შესახებ მან „რუსთავი 2-ს“ განუცხადა. „დარწმუნებული ვარ, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრავლესობა არის იდეით გაჟღენთილი, არიან პრინციპებისადმი ერთგულნი და არჩევანს – ღირსებასა და ფულს შორის, ისინი ყოველთვის აკეთებდნენ ღირსების, მათ ...
“ჩინეთი და რუსეთი ცენტრალურ ამერიკაში ყოფნას აფართოებენ”, – ნათქვამია გერმანული გაზეთის “დი ველტის” (Die Welt) სტატიაში სათაურით “ნიკარაგუა – სწორედ აქ ქმნიან საიდუმლოდ ჩინეთი და რუსეთი ანტიდასავლურ კოალიციას” (ავტორი – ტობიას კოიფერი). გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით: ჩინური ვაქცინის წყალობით ეს პატარა სახელმწიფო უეცრად მსოფლიო პოლიტიკის ცენტრში აღმოჩნდა. “ჩვენს ქვეყნებს შორის იდეოლოგიური ნათესაობა არსებობს”, – ამბობს ნიკარაგუის ...
8 ნოემბერს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე დაამტკიცეს საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული ანგარიში და შესაბამისი რეზოლუციის პროექტი, რომელიც ოდნავ შერბილებულია. კერძოდ, მასში ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად აღარ არის მოხსენიებული და არც სანქციებზეა ლაპარაკი, მაგრამ ლაპარაკია პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებაზე როგორც მედიასაშუალებების წარმომადგენლების, ასევე ოპოზიციონერების წინააღმდეგ, დემოკრატიული პროცესების უკუსვლასა და ევროკავშირის... Читать дальше...
ქუთაისში, თიბისის ფილიალში (მისამართი: გრიშაშვილის #26 ) მდებარე ტრენინგ ცენტრი ტრენინგების სერიას უმასპინძლებს, რომელიც ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებისათვის სხვადასხვა აქტუალურ თემატიკაზე ჩატარდება. პირველი სამუშაო შეხვედრა, რომელი პარასკევს, 11 ნოემბერს შედგა საგადასახადო კანონმდებლობაში შესულ მნიშვნელოვან სიახლეებს მიეძღვნა. ტრენინგს, რომელიც საერთაშორისო ქსელური აუდიტორული კომპანია Kreston Georgia-ს მმართველმა პარტნიორმა დავით პაპიაშვილმა ჩაატარა, მცირე და საშუალო ბიზნესის 100-მდე წარმომადგენელი დაესწრო. Читать дальше...
ბესტი ჯგუფის ისტორია 2012 წლიდან იწყება. კომპანია უკვე ათი წელია, ბეტონის სამრეწველო იატაკებს აწყობს და ამ სფეროში მომსახურების მაღალ სტანდარტებს ამკვიდრებს. ამჯერად, ბესტი ჯგუფი, თიბისის მხარდაჭერით, ბეტონის საწარმოს აშენებს, რომლითაც იგი კიდევ უფრო მაღალი ხარისხის პროდუქციას შესთავაზებს მომხმარებლებს. „ჩვენმა გუნდმა ბეტონის სამრეწველო იატაკებზე მუშაობა ბესტი ჯგუფის დაარსებამდე ბევრად ადრე დაიწყო. 2010 წლიდან კი დავაარსეთ კომპანია, ...
გასულ კვირაში, მაკროეკონომიკური მაჩვენებლების განახლების მხრივ, მხოლოდ სებ-ის საერთაშორისო რეზერვების მონაცემები გამოქვეყნდა, რაც თიბისი კაპიტალის 31 ოქტომბრის ყოველკვირეულ განახლებაში იყო განხილული და ამ კუთხით რაიმე ახალი ტენდენცია არ იკვეთება. ამასთან, გასული კვირა, უფრო საერთაშორისო ბაზრებზე დაფიქსირებული ცვლილებების მხრივ იყო მნიშვნელოვანი. კერძოდ, ამერიკაში ინფლაციის მოსალოდნელზე დაბალი მაჩვენებელი გამოქვეყნდა, რამაც სხვა მაჩვენებლებთან ერთად, დოლარის შედარებითი დასუსტება გამოიწვია. აშშ დოლარში... Читать дальше...
14 ნოემბერი, 2022 – საქართველოს ბანკი სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით “ინნ დეველოპმენტი” ორ საცხოვრებელ ბინას დიღომში აშენებს, რომლის ფართობიც 33 000 კვ.მ.-ია. პროექტის ჯამური ღირებულება 12 მილიონი დოლარია. ბანკის ინვესტიცია კი 10 მილიონ დოლარს შეადგენს. „მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შევძლებთ ახალი საინტერესო პროექტის განხორციელებას, რომელიც ორ, ...