რუსეთს პასუხი უნდა გაეცეს და ეს პასუხი მხოლოდ ერთია – ევროკავშირი და ევროკავშირში ინტეგრაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე „ქალები კონფლიქტებში“ განაცხადა. კითხვაზე, არსებობს თუ არა საქართველოში განცდა, რომ უკრაინის შემდეგი იქნება, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს, რომ როდესაც საქართველოს დედაქალაქიდან 40 კილომეტრში რუსი ჯარისკაცები დგანან, ვერასდროს იტყვი ვერასდროს. „როდესაც ...
დელიკატურობა საერთოდ აღარ არის, გაშიშვლდა პროცესი – 24 ივნისს გამოჩნდება, თუ ვინ არის საქართველოს მეგობარი , – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ ევროპარლამენტის მიერ საქართველოზე მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა. როგორც ნიკოლოზ სამხარაძე განმარტავს, რეზოლუცია „მითქმა-მოთქმასა და დეზინფორმაციას“ ეყრდნობა. „დელიკატურობა საერთოდ აღარ არის, პროცესი გაშიშვლდა. პროცესის გაშიშვლება ძალიან კარგია. აქამდე ყველა შეფარვით საუბრობდა... Читать дальше...
ჩვენ საქართველოს შესახებ გარდამტეხი რეზოლუცია მივიღეთ. ევროკავშირის სამიტამდე ჯერ კიდევ რჩება დრო, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა მდგომარეობის გაუმჯობესება დაიწყონ , – ამის შესახებ გერმანელმა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კმარონმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე განაცხადა. „შეწყვიტეთ პოლარიზაციის შემცველი ენის გამოყენება, ხელახლა შეუერთდით 19 აპრილის შეთანხმებას, დაიწყეთ სასამართლო სისტემის გამოსწორება, შეაჩერეთ რუსული დეზინფორმაცია“, – მოუწოდა კრამონმა ქართველ პოლიტიკოსებს. ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის... Читать дальше...
საფრთხის ქვეშ ამ ყველაფერს აყენებს ის დესტრუქციული გეგმა, რომელიც ოპოზიციას აქვს. ამ შემთხვევაში დესტრუქციული ძალიან რბილად ნათქვამია, უფრო მოღალატეობრივი გეგმა, რომელიც აქვს ოპოზიციას, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ დასმულ შეკითხვას, დგას თუ არა საფრთხის ქვეშ ის მიღწევები, რაც საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე აქვს მოპოვებული. მისი თქმით, იმაზე საუბარს, რაც ...
აპრილში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიღებული რეზოლუციით იდეალურად მივდიოდით და ყველაფერს ვაკმაყოფილებდით და უცებ 1 თვეში ყველაფერი შეიცვალა და თავდაყირა დადგა – რა თქმა უნდამ, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა , – ამის შესახებ მუსიკოსმა გია გაჩეჩილაძემ „იმედი LIVE”- ში განაცხადა. „30 წელია საქართველოს მოსახლეობა და ქართველი ხალხი ყველაფრის საქმის კურსშია და ყველაფერს ძალიან კარგად ხვდება, სად არის ...
“ჩვენ ვმოქმედებთ, ვცხოვრობთ და ვოპერირებთ ფაქტობრივი სანქციების პირობებში” – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა TV იმედის ეთერში, ევროპარლამენტის რეზოლუციაზე დასმულ კითხვაზე უპასუხა. 9 ივნისს ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელშიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასა და ქართული ოცნების დამფუძნებლისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას უჭერს მხარს. ადვოკატ ვიქტორ ყიფიანის თქმით, 4 მარტიდან ბიძინა ივანიშვილი “არა გაცხადებული, არამედ გაუცხადებელი სანქციების” პირობებშია. Читать дальше...
“ბიძინა ივანიშვილს შეეშვით, თორემ რაც აქამდე გითმინეთ, არცერთი არ აგცდებათ! ამას მე გეუბნებით, ჯერ არასოდეს ამიგდია ტყუილად სიტყვა ჰაერში! ისე ნუ იზამთ ერთი მუჭა მოღალატეების სახლების წინ პიკეტირება დავიწყოთ და სულ პანღურით მიგაცილოთ უახლოეს საზღვრამდე!!!!! …და დაისვენებს საქართველო” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ლალი მოროშკინა.
ის, რომ გვიწევს საკუთარი თავის დაცვა, ბრძოლა, ეს აშკარაა. პეტრე პირველი ჩრდილოეთის ომს 21 წლის განმავლობაში აწარმოებდა , – ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას გააკეთა. „როგორც ჩანს, წილად გვხვდა, დაბრუნება და გაძლიერება და ჩვენ რა თქმა უნდა, მივაღწევთ წარმატებას ჩვენ წინაშე არსებული ამოცანების შესასრულებლად“ , – განაცხადა კრემლის ლიდერმა. მან რუსეთის მოსახლეობას აქტიური ...
რუსთავში საჯარო მოხელე დააკავეს. სპეციალური საგამოძიებო ღონისძიება თოდრიას ქუჩაზე ჩატარდა- ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დაკავებული 40 წლამდე კაცია. სავარაუდოდ, საჯარო მოხელე ფაქტზე დააკავეს, მისი აყვანა პირდაპირ ქუჩიდან მოხდა. სხვა დეტალები რას უკავშირდება სპეცოპერაცია ამ დროისთვის უცნობია.
დეკლარაციაში რომ ჩაწერეთ, 62 ათასი ლარი გაქვთ შემოსავალი და სესხით გასავალი, 55 ათასი ლარი, 300-400 ლარად ცხოვრობთ და 5 შვილი გყავთ?! – გვატყუებთ ყველას, რომ 400-500 ლარად ცხოვრობთ, – ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს, რომელსაც „მინისტრის საათი“ ფორმატში უსმენენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, გამორიცხულია მინისტრი 400-500 ლარად ცხოვრობდეს. ...
Microsoft-ის თანადამფუძნებელი, 66 წლის ბილ გეითსი, 19 წლის ქალიშვილთან ერთად წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა. ფიბი 19 წლისაა და სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტია. იგი კამერების წინ მამასთან ერთად თავდაჯერებულად პოზირებდა. წყარო: people.com
თმის ცვენა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ფართოდ გავრცელებული პრობლემაა. არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რითაც ეს პროცესი შეიძლება იყოს განპირობებული. მაგალითად, გენეტიკა, არასწორი კვება, სტრესი, გამოფიტვა და სხვა. იმისათვის, რომ თმა იყოს ჯანსაღი, აუცილებელია მისი ძირები ორგანიზმიდან იღებდეს საჭირო მინერალებს და ნივთიერებებს. თუ ამ პროდუქტებს მიიღებთ, თქვენი თმა უფრო ჯანმრთელი და ძლიერი იქნება. კვერცხი სტაფილო შვრია ისპანახი ...
ადამიანი მუდმივად ეძებს სიახლეებს და ცდილობს შეიმეცნოს სამყარო. თუმცა არსებობს შეკითხვები, რომლებზე ზუსტი პასუხები თანამედროვე სამყაროს მეცნიერებასაც კი არ აქვს. როდის დაიწყო დროის ათვლა? სად მიდის ფიქრი, რომელიც გონებაში გაიელვებს? არის თუ არა ჩვენი ცხოვრება წინასწარ განსაზღვრული? არსებობს სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ? რა ვიცით სინამდვილეში რეალობის და წარმოსახვის შესახებ? სულიერი მონათესავეები მართლა არსებობენ? რა არის სიცოცხლის ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს და აქვეყნებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთად გადაღებულ ფოტოს. ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში შარლ მიშელის მიწვევით მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში „ქალები კონფლიქტებში“. მათივე ინფორმაციით, ბრიუსელში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ ქალი ლიდერები და კონფლიქტში დაზარალებული ქალები... Читать дальше...
დღეს რომ ონკანში წყალი გვაქვს, ეს ჩვენი უფლებაა, გარეთ 21-ე საუკუნეა. ჩვენს ქვეყანას აქვს ათიათასობით მდინარე და წყლის რესურსი, ასევე ასეთი მომსახურებებისთვის გადასახადებს ვიხდით. დღეს რომ ადამიანს წყალი არ აქვს რომელ ევროკავშირში გვინდა შესვლა? – ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ კომპანია GWP-სთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების და მერიის აზრით, წყლის ქონა არის ისეთი მოვლენა, ...
ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევების შესახებ ევროპარლამენტის ხუთი პოლიტიკური ჯგუფის ინიცირებული ერთობლივი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი 308 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 218 წავიდა. რეზოლუციასთან დაკავშირებით ევროპარლამენტში დებატები გაიმართა. ევროპარლამენტარებმა გამოხატეს შეშფოთება საქართველოში მედიის მდგომარეობისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გაუარესების, ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ძალადობის და დევნის შემთხვევების გამო. Читать дальше...
ევროკომისიამ უკრაინას ქვეყანაში მზარდი ჰუმანიტარული კრიზისის გამო დასახმარებლად დამატებით 205 მილიონი ევრო გამოუყო. “ომის შემდეგ ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარება ჯამში 348 მილიონ ევროს შეადგენს. აქედან 13 მილიონი მოლდოვას ეკუთვნის, რათა მათ ქვეყანაში ჩასული უკრაინელი დევნილების მხარდაჭერა უზრუნველყონ”. – თქვა ევროკომისიის სპიკერმა საბიუჯეტო და ადამიანური რესურსების საკითხებში, ბალაზს უჯვარიმ. 19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ...
ევროპარლამენტი ევროპულ საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს მოუწოდებს, ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესების საკითხი განიხილოს. ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში არის ნათქვამი. ევროპარლამენტარებმა დაამტკიცეს შესწორება რეზოლუციაში, სადაც ბიძინა ივანიშვილზეც არის საუბარი. შესწორების თანახმად, ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას იმ დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ქვეყნის ერთადერთი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ასრულებს და კონტროლის დონეზე... Читать дальше...
პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ სააკაშვილის და გვარამიას გათავისუფლებისკენ მოწოდების ფონზე ევროპარლამენტის რეზოლუცია პოლიტიკიდან გასულ ბიძინა ივანიშვილს ლამის ქართული დემოკრატიის მტრად აცხადებს და მის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. კობახიძემ 2012 წლამდე და მის შემდეგ არსებული მედია გარემო, ასევე სასამართლო და სასჯელაღსრულების სისტემები შეადარა და აღნიშნა, რომ ეს არის მიღწევები, რომლებიც საქართველოს ...
ევროპარლამენტში გუშინ ნათლად გამჟღავნდა, რომ “ქართული ოცნება” არის მატყუარა ხალხის პოლიტიკური გუნდი, რომელიც უსირცხვილოდ ატყუებს ქართველ ხალხს – 700 ევროპარლამენტარში ვერ მოძებნეს ვერც ერთი ადამიანი, ვინც იტყოდა, რომ “ქართული ოცნება” რაიმე პოზიტიურს აკეთებს,- ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. ის ასევე გამოეხმაურა მდინარაძის განცხადებას, რომ აპრილში მიღებულ რეზოლუციაში მედიაგარემო კრიტიკულად შეფასებული არაა და აღნიშნა, რომ “ბატონ მდინარაძეს ...
ახლა რას გვეტყვიან „ქართული ოცნების“ ლიდერები, რომლებიც ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ ოთხი-ხუთი კრიმინალის მფარველი და აქაური ოპოზიციის მოსყიდული ევროპარლამენტარი აკრიტიკებდათ, დღეს 400-500 ევროპარლამენტარის პოზიცია რომ დაფიქსირდება საქართველოსთვის? – ეს იქნება ძალიან მძიმე, ასეთი მაღალი ტრიბუნიდან ასეთი რეზოლუციის მიღება არის ჩვენი სირცხვილი, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში გუშინ გამართულ დებატებს და საქართველოში მედიაგარემოს შესახებ... Читать дальше...
ეს ორი კვირა უნდა იყოს გამოყენებული, რომ საქართველომ არ დაკარგოს ევროინტეგრაციის შანსი, რომ გათავისუფლდეს ნიკა გვარამია და ამისთვის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი – მოვუწოდებ მას ჩვენი მეგობრების, ყველა იმ ადამიანის სახელით, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე და სურს ევროინტეგრაცია, რომ მიიღოს გადაწყვეტილება 24 ივნისამდე, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ გუშინ ევროპარლამენტში გამართულ დებატებთან ...
საქართველოში ლიეტუვის საელჩოსთან მიმდინარე აქციაზე – „არა ევროსოდომს საქართველოში!“ – აქციის 3 სამი მონაწილე დააკავეს. დაკავებულებს შორის გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები არიან. აქციის მონაწილეების დაკავება ევროკავშირის დროშის დახევის მცდელობას მოჰყვა. მანამდე აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პროტესტის ნიშნად ლგბტ დროშა დახია. აქციის მონაწილეებს ადგილზე ანტიდასავლური შინაარსის პლაკატები ჰქონდათ მიტანილი.