რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქში სკოლა დაბომბეს, სადაც 90 ადამიანი აფარებდა თავს. სოფელ ბელოგოროვკაში სკოლას თავს სოფლის თითქმის მთელი მოსახლეობა აფარებდა, რომლებმაც ევაკუაცია ვერ მოასწრეს. ამის შესახებ ინფორმაცის ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი ავრცელებს. „უკანასკნელი კვირის განმავლობაში ბელოგოროვკა, ცხელი წერტილია. ორკები თავდაცვის გარღვევას ცდილობენ, მიდის გამუდმებული ბრძოლები. დღეს რუსი მკვლელები იბრძოდნენ უიარაღო მშვიდობიან მოსახლეობასთან“,- განაცხადა გაიდაიმ. ...
“დღეს გამოვიტანე ბანკომატიდან “ქეში” (და ამას ბევრი ადამიანი ნახავს, ვინც გამოიტანს “ქეშს”), ფულის დაბეჭდვის თარიღს დააკვირდნენ და ფულის კუპიურას. ახალი ლარები იბეჭდება. 2021 წელს დაიბეჭდა 2,1 მლრდ ლარი”, – ამის შესახებ ეკონომისტმა ოთო აბესაძემ “პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში “საქმე” ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, იბეჭდება ბევრი ფული, რომლის ხარჯზეც ხდება ბიუჯეტის შევსება, რაც თავისთავად ქვეყანაში ინფლაციის განმაპირობებელი ...
უკრაინა და მსოფლიო ბანკი ემზადებიან ხელშეკრულების დასადებად პროექტის „საჯარო ხარჯების მხარდაჭერა უკრაინაში მდგრადი მმართველობისთვის“ 1,5 მილიარდი დოლარით დაფინანსებაზე. უკრაინის მთავრობამ დღეს გამართულ სხდომაზე, დელეგაციის ჩამოყალიბების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც მსოფიო ბანკის წარმომადგენელებთან მოლაპარაკებებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. დელეგაციას მინისტრი სერგეი მარჩენკო უხელმძღვანელებს. „ამ პროექტის ფარგლებში, რეკონსტრუქციისა და განვითარების... Читать дальше...
• ქართული კომპანია ერევნის მუნიციპალური ტრანსპორტის განახლებისთვის გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის გამარჯვებულია ერევნის მუნიციპალური პარკი გერმანული ბრენდის MAN-ის უახლესი ავტობუსებით განახლდება. ქალაქის მთავრობის მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული, ამიერკავკასიის მასშტაბით, ავტოინდუსტრიის ლიდერი ქართული კომპანია „თეგეტა მოტორსი“ გახდა. ხელშეკრულებას მხარეებს შორის 2022 წლის 6 მაისს მოეწერა ხელი, რომლის თანახმადაც, სომხეთის დედაქალაქს, პირველ ეტაპზე, MAN-ის ბრენდის 100-მდე... Читать дальше...
მიკოლაევის ოლქში, ვოზნესენსკის რაიონში ოთხი აფეთქება მოხდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ვოზნესენსკის სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. „ვოზნესენსკის რაიონის ტერიტორიაზე ოთხი აფეთქების ხმა გაისმა. რაიონის მოსახლეობას მოვუწოდებთ, რეაგირება მოახდინონ განგაშის სიგნალზე“, – ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კიდევ ერთი რუსული გემი გაანადგურეს. უწყება „ტვიტერზე“ წერს, რომ Bayraktar TB2-მა Serna-ს პროექტის სადესანტო ხომალდი გაანადგურა.„რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ტრადიციული აღლუმი მიმდინარე წლის 9 მაისს კუნძულ „ზმეინთან“ – ზღვის ფსკერზე გაიმართება,“- აცხადებენ უწყებაში.