რამზან კადიროვმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა და ძალაუფლების ვიქტორ იანუკოვიჩისთვის გადაცემა შესთავაზა, – ამის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერმა ტელეგრამის საკუთარ გვერდზე დაწერა. კადიროვი აცხადებს, რომ „ზელენსკი გაიქცა“ და სთხოვს დაბრუნდეს კიევში, მიიღოს რუსეთის მოთხოვნები და პატიება სთხოვოს უკრაინელებს. „სახის გადარჩენა და გზაზე ღირსეულად სიარული არ არის გვიანი. ნუ შეურაცხყოფ ხალხს. დაბრუნდი, ვოლოდიმირ! ნუთუ გსურთ აირჩიოთ მიხეილ სააკაშვილის გზა ...
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინის ცის არასაფრენ ზონად გამოცხადება კონფლიქტში ჩართვას ნიშნავს. „ნებისმიერი მოძრაობა ამ მიმართულებით ჩვენ მიერ განიხილება როგორც ამ თუ იმ ქვეყნის მიერ შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობა“, – აღნიშნა კრემლის ლიდერმა. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო „სისუსტეს“ და „ერთობის არქონაში“ დაადანაშაულა, რადგან დასავლურმა სამხედრო-პოლიტიკურმა ალიანსმა უკრაინის ცის არასაფრენ ზონად გამოცხადებაზე უარი განაცხადა.
მარიუპოლში სროლას 18 თვის ბავშვი ემსხვერპლა.
რუსეთის უმსხვილესი ავიაკომპანია „აეროფლოტი“, 8 მარტიდან, ბელარუსიის გარდა საზღვარგარეთ ყველა ფრენას შეაჩერებს – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. საერთაშორისო ფრენებს, ასევე გააუქმებენ „როსია“ და „ავრორა“ ავიახაზებიც. შეგახსენებთ, დასავლური სანქციები რუსეთის საავიაციო ინდუსტრიასაც შეეხო. არაერთმა ქვეყანამ რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე დაკეტა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პირობა დადო, რომ ოფიციალურ ლონდონს “სანქციების ისტერიის” გამო, მკაცრ, მაგრამ პროპორციულ ზომებს დაუწესებს. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, ბრიტანეთმა რუსეთთან აშკარად ღია კონფრონტაცია აირჩია, რითაც მოსკოვს არჩევანი არ დაუტოვა. საგარეო უწყების ინფორმაციით, დაუზუსტებელი ზომები “უდავოდ ძირს გამოუთხრის ბრიტანეთის ინტერესებს რუსეთში”. მანამდე კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული ...
ოლიმპიურმა ჩემპიონმა მხატვრულ ტანვარჯიშში ალინა კაბაევამ TASS-თან საჯარო განცხადება გააკეთა და დაგმო რუსი სპორტსმენების წინააღმდეგ განხორციელებული სანქციები. “თქვენ ცდილობდით რუსების დამცირებას, აკრძალეთ ჩვენი სიმბოლოები, დროშა და ჰიმნი. ყველა შეჯიბრზე რუსი სპორტსმენები მიკროსკოპით გამოიკვლიეს. ჩვენ მაინც ვიმარჯვებდით! რუსეთი იყო, რჩება და იქნება დიდი სპორტული დერჟავა – და თქვენ ამას ვერ შეცვლით. ცნობისათვის, ალინა კაბაევა ნაციონალური ჰოლდინგის ...
იზრდება იმ ბრენდების სია, რომლებიც წყვეტენ რუსეთში მუშაობას. სიას დაემატა რუსეთში პოპლარული ლუქს-ბრენდი Hermès და ავსტრიული საიუველირო ბრენდი Swarovski. Hermès რუსეთს ტოვებს განუსაზღვრელი ვადით – ბრენდი შეწყვეტს ქვეყანაში მუშაობას 5 მარტიდან (ცნობისათვის, მოსკოვში, ბრენდის ბუტიკი მდებარეობდა GUM-ში). Swarovski ჯერ-ჯერობი მხოლოდ ონლაინ მაღაზია დახურა – შესაბამისი განცხადება ვებგვერდზეა განთავსებული.