საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი რუსთავში, აქციის მონაწილის გარდაცვალების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „გვსურს, საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ აღნიშნული სამწუხარო შემთხვევის შესახებ და ცალსახად განვმარტოთ, რომ რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის ადგილზე განთავსების შესახებ აქციის ორგანიზატორებს არ მოუმართავთ. ასევე გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი... Читать дальше...
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადებას გაემიჯნა. ამის შესახებ მოსამართლემ FACEBOOK-ზე დაწერა. “სრულად ვიზიარებ და ვუერთდები ჩემი კოლეგების პოზიციას საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების განუზომელი როლის შეფასებაში დემოკრატიული ინსტიტუტების და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნისაკენ სწრაფვაში. გარდა ზემოაღნიშნულისა, ჩემი მოქალაქეობრივი პოზიციის დასაფიქსირებლად უკომენტაროდ გთავაზობთ გაეროს პატიმრებთან მოპყრობის მინიმალური სტანდარტის ზოგიერთ უმნიშვნელოვანეს წესს... Читать дальше...
რეალურად დაგვიანონსეს მიხეილ სააკაშვილის მკვლელობა, გაცხადებული მკვლელობა, ესეც ცხადზე უცხადესია, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ რუსთავის ციხესთნ მიმდინარე აქციაზე განაცხადა. „როცა ხელისუფლება ძალადობას ასაღებს არჩევნებად, როცა ხელისუფლება პოლიტიკურ დევნას ასაღებს მართლმსაჯულებად, როდესაც ხელისუფლება პოლიტიკურ პოლიციას გისაღებს ხალხზე მზრუნველ პოლიციად, როდესაც პროტესტის უკიდურეს ფორმას – შიმშილობას ხელისუფლება გისაღებს დიეტად, როდესაც კორუფციაში იხრჩობა ხელისუფლება... Читать дальше...
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვარაუდობს, რომ მის მიერ ციხის საკნიდან გამოხედვის გამო მე-12 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი გაათავისუფლეს. ამის შესახებ სააკაშვილი „ტვ პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს. სააკაშვილი ინტერვიუში თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც წერს და აღნიშნავს, რომ ადგომა უკვე აღარ შეუძლია. „დილის შემოწმებიდან გამათავისუფლეს, რადგან უკვე ფიზიკურად ვერ ვდგები. დილიდან განსაკუთრებულად სუსტად ვარ. ანალიზებში კრიტიკული მონაცემების დავარდნის გამო... Читать дальше...
“თურმე ფსკერი არ არსებობს! ეს არის ერთადერთი რაც უკვე ზუსტად ვიცით! კიდევ რა ვიცით? – კაცთმოძულე ხელისუფლება გვყავს! – კაცი არ არის ამხელა პოლიტიკურ ლიდერშიფში ამ ტალახიდან ამოხტომის სურვილის ნიშან-წყალი ეტყობოდეს! – ადრე დავწერე და ეხლაც გავიმეორებ, როგორი სახელმწიფო ხარ ყველაზე უკეთ სწორედ პატიმრების მიმართ მოპყრობაში ვლინდება! – იმანაც მანდ მოიტეხა კისერი, თქვენც მანდ გაფუჭდით,” ...
“2009 წელს მადრიდში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ეგიდით ტარდებოდა კონფერენცია, რომელიც პენიტენციურ ჯანდაცვას ეხებოდა. იმ დროს ამ საკითხებით ვიყავი დაკავებული ჩრდილოეთის ქვეყნებში, ჯანმოს სპეციალურ ჯგუფშიც შევდიოდა და შესაბამისად კონფერენციაზეც მიმიწვიეს. ეს ის დროა როდესაც ყველგან ფინანსური კრიზისი მძვინვარებს, და ამიტომაც კონფერენციაზე თითოეული ქვეყნიდან მხოლოდ 1 ან 2 დელეგატია მოწვეული. საქართველო იმ დროს ახალი გამოსული იყო წინ ...
რეგვენმა იუსტიციის მინისტრმა, შიშის ზღვარზე გაბედა და ქირქილი დაიწყო, თითქოს სააკაშვილი არ შიმშილობს – რეგვენო ნაბიჭვარო, მინდა გკითხო, რისთვის შექმენი ეს კონსილიუმი, რისთვის დადიან ექიმები ყოველ დღე, თუ არ შიმშილობს?! – ასე მიმართა ოპოზიციონერმა გიგი უგულავამ რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას იუსტიციის მინისტრს. ამასთან, უგულავა პენიტენციური სამსახურის მიერ სააკაშვილის ვიდეოკადრების გასაჯაროებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ...
“საჭმელი გვაჩვენეთ რა. ხელისუფლებავ, ხომ გინდათ დაგიჯეროთ, არ შიმშილობსო და ახლოდან გვაჩვენეთ რას ჭამს რა, თქვენი ლამაზი თვალების ჭირიმე. თორემ თქვენი მხარდამჭერების გარდა, ყველა მიხვდება, რომ ექიმი რაღაცას რომ აწვდის და ეს კაცი ჭამს, უბრალოდ, ის დანამატია, რასაც შიმშილობის დროს ისედაც იღებდა. ხო, კიდევ ერთი კითხვა გამიჩნდა – ამ რაღაცას რატომ ჭამს მაინცდამაინც სამედიცინო პუნქტში? ...
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ფოტომასალისა და ვიდეოჩანაწერის მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაიწყო. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მოშიმშილე თავისუფლებააღკვეთილი პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა არსებითად მნიშვნელოვანია. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ თავისუფლებააღკვეთილ პირს უნდა ჰქონდეს ნდობა იმ დაწესებულებისა და სამედიცინო პერსონალის მიმართ... Читать дальше...
დიახ, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, მთელი ძალით, მთელი ენერგიით, შემართებით, ძალისხმევით ვიბრძოლებთ ამ რეჟიმის წინააღმდეგ – ჩვენ არ გვყავს დასაკარგი პრეზიდენტი! – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. „საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც ახლა ციხეში, ცხრაკლიტულში გამოკეტეს, გისოსების მიუხედავად, ყველაზე უფრო თავისუფალი ადამიანია დღეს, მისი ეშინია ზუსტად რეჟიმს! მისი ეშინია ზუსტად ბიძინა ...
„თავიდან ბოლომდე ბოდვაა – მიზანი იყო ის, რომ დღევანდელი აქციისთვის ადამიანები დაეფრთხოთ“, – ასე აფასებს „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სუს-ის განცხადებას. როგორც ჯაფარიძე განმარტავს, მსგავსი „ბოდვა არაერთხელ აქვს მოსმენილი“. „თავიდან ბოლომდე ბოდვაა. არაერთხელ გვაქვს ასეთი ბოდვა მოსმენილი. მიზანი იყო ის, რომ დღევანდელი აქციისთვის ადამიანები დაეფრთხოთ, აქ რომ არ მოსულიყვნენ. მეტი შინაარსი არ აქვს. არა ...
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იუსტიციის სამინისტროს მიერ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობებისა და ჯანმრთელობის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების გაცემისა და საჯაროდ გამოქვეყნების საკითხს შეისწავლის. როგორც სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საჭიროების შემთხვევაში ის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით მიმართავს. ამასთან, ლომჯარია მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფომაციასაც ეხმაურება. Читать дальше...
სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 30 ოქტომბრიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსისა და დაწესებულების სამედიცინო პერსონალის თხოვნით, სამედიცინო დანიშნულებით, მცირე ოდენობით, წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს იღებდა. ლომჯარიას განმარტებით, სააკაშვილს ამ პროდუქტს სამედიცინო პერსონალი აწვდიდა, რომელთა განმარტებით, აღნიშნული ვერ შეფასდება, როგორც საკვები და მცირე დოზით, თხევადი სახით მათი მიღება განპირობებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით. Читать дальше...