ჩვენთვის პრინციპული საკითხია ზუგდიდში მეორე ტურის მოგება, დარწმუნებული ვართ, მამუკა წოწერია მეორე ტურში აუცილებლად გაიმარჯვებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში გამართული შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა მთლიანად საქართველოს, კონკრეტულად ზუგდიდს, მათ შორის ე.წ. კასრების საქმით, აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, პრინციპული პასუხი გაეცეს ამ ყველაფრის შემოქმედ პოლიტიკურ ძალას. Читать дальше...
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას აფასებს და ამბობს, რომ თუ ასე გაგრძელდა მივიღებთ სამედიცინო სისტემის კოლაფსს და როგორც რატიანი ამბობს “ვერავინ ვერ გადავრჩებით.” აღნიშნულის შესახებ მან “რუსთავი 2”-თან საუბრისას განაცხადა. “თუ ვაქცინაცია არ იქნება მასიური, სამწუხაროდ, ვერ წარმოიშობა პოპულაციური იმუნიტეტი... Читать дальше...
პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მამა ჰოსპიტალიზებულია. არსებული ინფორმაციით, ნიკოლოზ სააკაშვილს გულის შეტევა აქვს. ნიკოლოზ სააკაშვილი ჩაფიძის კლინიკაშია მოთავსებული. როგორც კლინიკის პრესსამსახურში AMBEBI.GE-ს განუცხადეს, ექსპრეზიდენტის მამა ხვალ გაეწერება. “ნიკოლოზ სააკაშვილი კარგად არის, ხვალ გაეწერება. მეტ ინფორმაციას მის შესახებ ვერ მოგაწვდით, რადგან კონფიდენციალურია” , – განაცხადეს კლინიკაში.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი და ამჟამად, საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაციის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი, გადაწყვეტილებას, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი გუშინ გახდა და რომლის თანახმადაც, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი სავალდებულო საგნების არჩევანი გაიზარდა და გამრავალფეროვნდა, EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში სწორს უწოდებს, თუმცა დასძენს, რომ ეს სიახლე კი არა, წარსულში დაბრუნებაა. წარსულთან ასოციაციები ლოგიკურია, თუკი გავითვალისწინებთ, რომ აბიტურიენტებს... Читать дальше...
When you’ve got a passion for composing then the ideal way to start figuring out how to write essay would be by using an essay writing software. This is a software which could help you with the writing of books and other writing projects. The reason why this is so popular is because it’s been ...
American Intercontinental Healthcare Group-ის ოპერატორობით თბილისში მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ გაიხსნა, რომელიიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის მხარდაჭერით საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებით შეიქმნა. პროექტის განხორციელებისთვის გაწეული პირდაპირი ინვესტიცია 50 მილიონ აშშ დოლარს აღემატება. ჯანდაცვის სექტორისთვის სტრატეგიული ობიექტი წარმოდგენილია 183 საწოლით და სხვადასხვა მიმართულების განყოფილებით, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პერსონალით. Читать дальше...
პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის “გირჩი” თავმჯდომარე იაგო ხვიჩიამ “დღის კურიერის” ეთერში განაცხადა, რომ ოპოზიციამ “საშიში” ფსონი დადო თბილისში, სადაც პირველი ტურის შედეგებიდან გამომდინარე, კახა კალაძეს აქვს უპირატესობა. “ოპოზიციისთვის გამარჯვება შესაძლებელია ყოფილიყო რამდენიმე ქალაქის მოგება, მაგრამ ოპოზიციამ ფსონი დადო თბილისში, სადაც პირველი ტურიდან გამომდინარე, ფავორიტი კახა კალაძეა. მე მხოლოდ ფაქტებს ვამბობ. ასე, რომ ფსონის დადება, ასეთ დროს საშიშია ჩემი აზრით. ...
2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეებზე – „ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ – განჩინებები გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა. მისი თქმით, ეს წარმოადგენს საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს კიდევ ერთ ...
ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს. როგორც მინისტრი ამბობს, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და და კლინიკაში გადაყვანას არ საჭიროებს. “პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია. თქვენ იცით, რომ ზოგადად მე ვეწინააღმდეგები პაციენტის ინფორმაციების გაცემას, ვინაიდან ეს ეთიკის ნორმებს არ შეესაბამება. მას აქვს საკმაოდ დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა, ამ ეტაპისთვის ის კლინიკაში გადაყვანას არ საჭიროებს, ...
„ნათელაშვილის ეზო 2“- ის გაკეთების აშკარაა მცდელობაა, იმ განსხვავებით, რომ ნათელაშვილი “მოტეხეს” – ისე, მეგონა, ხაზარაძეს საბავშვო ბაღის გაერთიანების დირექტორად წარმოადგენდნენ,- ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან ოპოზიციის მიერ თბილისის ჩრდილოვანი მთავრობის წარმოდგენას. მისი თქმით, ჩრდილოვანი მთავრობის ჩამოყალიბება მიღებულია განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყნებში, თუმცა, ამ შემთხვევაში ეს წინასაარჩევნო ფანდია. “ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს აშკარა ...
პრემიერ-მინისტრი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის ფაქტს კიდევ ერთხელ ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საზღვარის უკანონოდ კვეთა დანაშაულია. როგორც პრემიერი ამბობს, ის არაერთ ევროპელ კოლეგას ესაუბრა, რომლებიც მისი თქმით, გაოცებულები არიან, თუ როგორ შემოიპარა მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში კონტრაბანდული გზით, მალულად. “მე მქონდა არა ერთ ჩვენს ევროპელ კოლეგასთან, მეგობრებთან საუბარი და ხუმრობით ისინი გაოცებულები არიან, განცვიფრებულები არიან საერთოდ როგორ ...
ფაქტობრივად, მიხეილ სააკაშვილი არის მოარული კანონდარღვევა და კაცი დანაშაული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება ასევე კანონდარღვევასთან იყო დაკავშირებული. „დარწმუნებული ვარ, არც მისი ამომრჩევლისთვის იყო მისაღები ასე ლაჩრულად და სამარცხვინოდ, კონტეინერში, რძის პროდუქტებთან ერთად საქართველოში მისი შემოსვლა”, – განაცხადა წილოსანმა. ის ასევე გამოეხმაურა სააკაშვილის შიმშილობის საკითხს და განაცხადა, ...
ოპოზიციონერი დეპუტატი დავით ბაქრაძე თბილისში ოპოზიციის „ჩრდილოვანი კაბინეტის“ წარდგენას მხარს უჭერს. როგორც ბაქრაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ეს არის სწორი ნაბიჯი, გადადგმული არა მხოლოდ არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად, არამედ ქალაქის და ქვეყნის სწორი მიმართულებით გასავითარებლად, ერთპარტიული მმართველობის დასასრულებად და კოალიციური, ევროპული ტიპის ხელისუფლების ჩამოსაყალიბებლად. მისივე განმარტებით, ამ ნაბიჯით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ნიკა მელიამ აჩვენეს, რომ ...
საგანგაშოა ის, რომ ოპოზიციის გამარჯვებაში მმართველი პარტია რევოლუციურ შტაბს ხედავს,- ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯლაგაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ჩრდილოვანი კაბინეტის ჩამოყალიბება ევროპული პრეცენდენტია. “ჩრდილოვანი კაბინეტი ნამდვილად ევროპული პრეცედენტი გახლავთ, რომ პარტიის გამარჯვებამდე, პარტიები ასახელებენ იმ სავარაუდო გუნდს, რომელიც კონკრეტული დაპირების შესრულებაზე პასუხისმგებლობას იღებს. ეს არის ალტერნატიული მთავრობა ოპოზიციისგან, ვიდრე არჩევნებში საბოლოოდ... Читать дальше...
21 ოქტომბერი, 2021- საქართველოს ბანკი ბიზნესპროექტების განხორციელებასა და მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით კომპანია „ჯეო ქონსთრაქშენი“ ახალ მიმართულებას ავითარებს. განხორციელებული ინვესტიციის შედეგად კომპანია წარმადობის ზრდას, წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტის გამრავალფეროვნებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას გეგმავს. პროექტის ჯამური ღირებულება 690 000 ლარია. ის სრულად საქართველოს ბანკის მხრიდან დაფინანსდა. „მოხარული ვართ რომ ბანკმა, როგორც სანდო პარტნიორმა, გამოგვიცხადა... Читать дальше...
თიბისი, ევროპის რეკონსტრუქციის ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში, we.trade პლატფორმას უერთდება. პლატფორმამ, EBRD-ის პარტნიორები – საბერძნეთის ეროვნული ბანკი (NBG) და თიბისი, პროგრამაში – „Preview Offering Program“ ჩართო. აღსანიშნავია, რომ თიბისი ერთადერთი ქართული ბანკია, რომელიც პროექტისთვის შეირჩა. პროგრამის ფარგლებში, NBG-იმ და თიბისიმ, we.trade-ის წევრ ბანკთან – Nordea-სთან ერთად, სატესტო ტრანზაქციები განახორციელეს. სატესტო ტრანზაქციების ფარგლებში, პლატფორმაზე რამდენიმე წუთში გამზადდა ციფრული ხელშეკრულებები... Читать дальше...
ადრე თუ კითხვები ჩნდებოდა, ახლა ზუსტად ვიცით, კუბილიუსი არ არის საქართველოს მეგობარი, ის არის სააკაშვილის მეგობარი, ამავდროულად „ქართული ოცნების” ოპოზიციაა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კუბილიუსი და ნებისმიერი ცალკე აღებული ევროპარლამენტარი ევროპას არ წარმოადგენს. „ამ შემთხვევაში, მე როგორც პარლამენტის წევრმა მას, როგორც პარლამენტის წევრს შემიძლია ვუთხრა, თუ საქართველოს საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს ...
Live dealer casinos provide a real-life gambling experience at the convenience il solitario spider of your home. You can socialize and interact with other players as you play in a live casino online. Everything about the games occurs live in front of you, in real-time streaming movie. There’s no more waiting around for the game ...
საწარმოებს 2022 წლის 1-ელი იანვრიდან შესაძლებლობა ექნებათ დღის და ღამის საათებში ელექტროენერგიის განსხვავებული, დიფერენცირებული ტარიფით ისარგებლონ. შესაბამისი სერვისი საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების შემდეგ გახდება ხელმისაწვდომი. რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, როგორც “ინტერპრესნიუსს” ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელმა ირინა მილორავამ განუცხადა, დროში დიფერენცირებული ელექტროენერგიის ტარიფით სარგებლობა მას შემდეგ შეეძლებათ, რაც მოსახლეობის მრიცხველები ე.წ. ჭკვიანი მრიცხველებით ჩანაცვლდება. „მთავრობის დადგენილებით... Читать дальше...