სააკაშვილმა დღევანდელ განცხადებაში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის აპირებს საკუთარი პირობის შესრულებას. მის განცხადებას თუ გაიხსნებთ, ის ჩამოსვლას აპირებს არჩევნებამდე,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. რაც შეეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბოლო განცხადებას, რომ შეასრულებს იმას, რაც თქვა, მაგრამ „თუ ხელი არ გავანძრიეთ, მიშას აქვს ორი ხელი, ორი ფეხი და ერთი ...
ცენტრალური საარჩევნო კომისია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნასა და არჩევნებში მათ მონაწილეობას. მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლები უფლებამოსილი არიანარჩევნებში მონაწილეობა მიიღონ შესაბამისი ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ/მისაწვდომ საარჩევნო უბანზე. ამისათვის, არაუგვიანეს 26 სექტემბრისა, უნდა მიმართონშესაბამის... Читать дальше...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძეს განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების მე-5 ტალღა ნოემბრის ბოლოდან იქნება. მისივე თქმით, თუ მოსახლეობის უმეტესობა არ აიცრება, მე-5 ტალღა მძიმე იქნება. „მე-5 ტალღა აუცილებლად იქნება მთელ მსოფლიოში და მათ შორის ჩვენთანაც. თუ მაქსიმალურად ავიცრებით, მე-5 ტალღა შედარებით მსუბუქი გვექნება. თუ არ ავიცრებით, მე-5 ტალღა იქნება მძიმე. მე-5 ტალღას დიდი ალბათობით უნდა ველოდოთ ნოემბრის ...
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში ქვეყანას ევროპული მომავალი ვერ ექნება. “ის არჩევნები, რომელიც 8 დღეში გვიახლოვდება, პასუხს გასცემს არა იმაზე, რომელიღაცა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ვინ გაიმარჯვებს, ვინ იქნება მერი და ა.შ. არამედ პასუხს გასცემს მთავარ შეკითხვაზე – გვინდა თუ არა ჩვენ ევროპული მომავალი, თუ გვინდა გვყავდეს ისეთი მთავრობა, ...
იცით, რომ ნიკა მელია უშიშროების სკოლაში სწავლობდა? სიმონ ნოზაძემ, რომელიც უშიშროების გენერალია, მელიას ტრიბუნიდან მიმართა – თქვენ რომ სწავლობდით, მეც იქ ვიყავი და ბევრ სხვა რამესაც გასწავლიდით, ბევრი სასიკეთო რამე გასწავლეთო. მაგრამ მელია იმდენად უნიჭოა, რომ სხვა არაფერი იცის. მან მხოლოდ პროვოკაცია იცის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რითაც ევროკავშირის ოფისთან ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის გუშინ მომხდარ დაპირისპირებას ...
არ უნდა გაგიკვირდეთ, მელია არის ჩვეულებრივი „ხულიგანი“, – ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეებს, ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის მომხდარი დაპირისპირება. „ნიკა მელია არის იმ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი და ხელმძღვანელი, რომელიც მთელი თავისი მუშაობის მანძილზე დაკავებულია დესტრუქციით. როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, დაკავებული იყვნენ ადამიანების წამებით, ოჯახების გაუბედურებით. როდესაც ისინი ოპოზიციაში იმყოფებიან... Читать дальше...
ირაკლი კობახიძეს შესაძლებლობა ჰქონდა, ნიკა მელიასთვის პასუხი არ გაეცა და ეჩვენებინა, რომ ჩხუბსა და კონფლიქტზე მაღლა დგას – ასეთ შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა მელიაზე იქნებოდა, – ასე ეხმაურება ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ორი პარტიის თავმჯდომარეს შორის მომხდარ დაპირისპირებას პოლიტიკურ ჯგუფ “გირჩის” წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი. როგორც რაქვიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მელიასთან ამდაგვარი გამოცდილება მასაც აქვს, მაგრამ ყოველთვის ცდილობს აგრესიას აგრესიით არ უპასუხოს. “ისეთი ...
მე არ ვარ მომხრე ამ ტიპის სცენების და ჟესტების, რასაც იქ ადგილი ჰქონდა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის მომხდარი ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა. ბოკერიას თქმით, მმართველი გუნდის რეაქციაზე, რაც მათ გუშინდელ ინციდენტზე ჰქონდათ, შეშფოთებულები უნდა ვიყოთ. „მე არ ვარ მომხრე ამ ტიპის სცენების და ჟესტების, რასაც იქ ადგილი ჰქონდა, თუმცა შეშფოთებული უნდა ...
„თალიბანის“ მთავრობის ვიცე-პრემიერი აბდულ ღანი ბარადარი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „ხელისუფლების წარმომადგენელს“ ალექსეი მაქსიმოვს შეხვდა, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ „თალიბანის“ პოლიტიკური ოფისის ოფიციალური წარმომადგენელი მუჰამედ ნაიმი „ტვიტერზე“ წერს და შეხვედრის ამსახველ ფოტოს ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე „ორივე ქვეყანასთან“ დაკავშირებული საკითხები, რეგიონული უსაფრთხოება და ავღანეთში არსებული სიტუაცია განიხილეს. რაც შეეხება ალექსეი მაქსიმოვს, რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია... Читать дальше...
საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს შესაძლებლობა განახორციელოს კონსტიტუციით მინიჭებული საარჩევნო უფლება. სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შექმნა 73 საარჩევნო უბანი. სტაციონარულ დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობასუზრუნველყოფენ სპეციალური ჯგუფები... Читать дальше...
„გაეროს გლობალური შეთანხმების“ საქართველოს ქსელის წევრობის შეთანხმებას თეგეტა მოტორსმა ხელი ახლახან მოაწერა. გაეროს გლობალური შეთანხმება (UN Global Compact) წარმოადენს მსოფლიოში ყველაზე დიდ კორპორაციულ ინიციატივას, რომელიც წევრ ორგანიზაციებს მოუწოდებს მაღალი პასუხისმგებლობით აწარმოონ თავიანთი საქმიანობა, დაიცვან ათი გლობალური ძირითადი პრინციპი ადამიანის უფლებების, შრომის უფლებების, გარემოს დაცვისა და კორუფციასთან ბრძოლის სფეროში. თეგეტა მოტორსისთვის კორპორაციული სოციალურიპასუხისმგებლობა არ არის დამატებითი... Читать дальше...