ნებისმიერი პიროვნება რომ არ არის სრულყოფილი, ამას, ჩვენს მსგავსად, ურწმუნონიც აცნობიერებენ, მაგრამ, ღმერთთან კავშირისა და სულიერი განწმენდის ნაცვლად, ისინი ამჟამად ისეთ ყოფას გვთავაზობენ, სადაც ერთი მხრივ, დომინანტური ფუნქცია ექნება რობოტებს, მეორე მხრივ კი, ადამიანის არასრულფასოვნებას, ხელოვნური ინტელექტი “შეავსებს”, – ამის შესახებ პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლეში საუბრობს. გარდა ამისა, როგორც ილია მეორე აღნიშნავს, „ამავე დროს, ათეისტური თანამედროვე ...
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 752 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 904 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 848 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 988 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 312 445-ს. ...
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც მიტევებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ დღესთან დაკავშირებით წყენას ყველას პატიობს და თავის მხრივ სხვებისგანაც ითხოვს პატიებას. “ქრისტე აღდგა! ამ დღესთან დაკავშირებით ყველას ვპატიობ, რაც კი საწყენი რაიმე უთქვამს ან გაუკეთებია ჩემთვის; და ამ დღესთან დაკავშირებით ყველას ვთხოვ პატიებას, რაც მიწყენინებია მისთვის. ღმერთი იყოს თქვენი და ...