Добавить новость




Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

რუსთავი2-თან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება იურიდიულმა კომიტეტმა დაჩქარებული წესით განიხილა

იურიდიულმა კომიტეტმა დაჩქარებული წესით განიხილა “სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ ცვლილებები. მათ შორის საკითხი ეხება სარჩელის უზრუნველყოფის ნორმას, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით არის შეჩერებული.

ცვლილების პირველადი ვერსია, რომელიც დილიდან განიხილებოდა, ითვალისწინებდა საკონსტიტუციო სასამართლოს შეჩერებული ნორმის ალტერნატივის შემოტანას. საკითხის პოლიტიზირების თავიდან არიდების მოტივით, კომიტეტის წევრებმა ამ მუხლების შეცვლა მოითხოვეს.

მთავრობის საპარლამენტო მდივანი, შალვა თადუმაძე, არსებულ ცვლილებებს რუსთავი2-ს არ უკავშირებს.

ვახტანგ ხმალაძის მტკიცებით კი, საბოლოო ვერსია, რომელსაც სესიაზე ხვალ პირველი მოსმენით გაიტანენ, რუსთავი2-თან კავშირში მყოფ მუხლებს აღარ შეიცავს.

„ეს, რაც დარჩა აქ, არაფერია პოლიტიკური. ვიტყოდი, რომ ეს არის სწორი იმისა, რაც აქამდეც ასე უნდა ყოფილიყო. არ შეიძლება, თქვენ ჩემი ვალი გქონდეთ ათასი ლარი და მე თქვენ დაგიყადაღოთ ერთი მილიონის ღირებულების ქონება. ეს არასწორია. დღეს ხდება ამის გასწორება და არანაირ კავშირში რუსთავი2-თან არ არის. პროექტში იყო ნორმა, რომელიც ეხებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შეჩერებული ნორმის მსგავსი ნორმის მიღებას. საპროცედურო კომიტეტის სხდომაზე ეს ნორმა პროექტიდან ამოღებული იქნა,“ - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus