Добавить новость




Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ევროკავშირის წევრთა უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესება - მარინა კალიურანდი

„ესტონეთთან ერთად, ევროკავშირის წევრთა უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას,“ - ეს განცხადება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ ჟურნალისტებთან ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გააკეთა.

მარინა კალიურანდიმ აღნიშნა, რომ ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობისათვის უვიზოდ მიმოსვლის მინიჭებას. მანვე აღნიშნა, რომ საქართველომ ყველა ვალდებულება შეასრულა.

„განვიხილეთ ვიზალიბერალიზაცია, მზადება ნატოსთვის, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა და თანამშრომლობის განვითარება. ესტონეთთან ერთად, ევროკავშირის წევრთა უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას. ამაზე კითხვები არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ერთი კითხვა, - როდის მოხდება. ესტონეთის დღის წესრიგში რჩება ეს თემა, რადგან საქმე ეხება ნდობას და საქართველომ ყველა პირობა შეასრულა. ახლა ევროკავშირზეა დამოკიდებული გადაწყვეტილების მიღება და ჩვენ ამას გავაკეთებთ,“ - განაცხადა მარინა კალიურანდიმ.

სტრასბურგში ქართული დელეგაცია ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. შეხვედრა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიის ფარგლებში გაიმართა.

 

ავტორი: თამარ ნუცუბიძე

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus